სტატია მომზადებულია EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით
კრემლისტური გამოცემების მიერ შეთხზული ტყუილები ხშირად კომპლექსური და საკმაოდ დამაჯერებელია, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, მათ მიერ დაშვებული სულელური შეცდომების პოვნა მაინც შესაძლებელია. მოცემულ სტატიაში წარმოდგიდგენთ 2021 წლის ტოპ 10 შემთხვევას, როდესაც კრემლისტური გამოცემები აბსურდული, გაზვიადებული და სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებაში გამოიჭირეს.
1. რუსეთის შემთხვევითი აღსარება
იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ამ ფაქტს მუდმივად უარყოფს, EUvsDisinfo-მ მოიპოვა უპრეცედენტომტკიცებულება რუსული მხარის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების წარმოების შესახებ, თანაც, თავად რუსეთის მთავრობის საშუალებით. ლოკალური სასურსათო კომპანიის წინააღმდეგ კორუფციის მუხლით წარმოებული საქმის განხილვისას, ქალაქ როსტოვის კიროვსკის რაიონის სასამართლომ შემთხვევით გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინის ე.წ. სეპარატისტულ რეგიონებში მდგარი რუსული ჯარებისათვის სურსათის მიწოდების შესახებ. მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო ორ კვირაში ერთხელ 1300 ტონა სურსათი მიეწოდებინა დონბასში მყოფი რუსი სამხედროებისთვის. კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელს მაღალი რანგის რუს სამხედროებთან კორუფციული გარიგების გამო ბრალი წაეყენა და ხუთნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ვერდიქტში ნახსენებ ინფორმაციას ‘შეცდომა’ უწოდა, დოკუმენტი მალევე სასმართლოს ვებსაიტიდან საერთოდ გაქრა. თუმცა, მისი დაარქივებული ასლის ონლაინ ვერსია მაინც ხელმისაწვდომია.
2. გმირები და ბოროტმოქმედები
ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ბელარუსელი პარმალენტარის ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ფონად რამდენიმე შეიარაღებული, შენიღბული და უნიფორმებში გამოწყობილი მცველი მოსჩანს, რომლებიც თითქოს მიგრანტების დაპატიმრებას ცდილობენ. კრემლისტურმა მედიებმა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა ბელარუსულმა ტელეარხებმა მოცემული კადრები გამოიყენეს, რათა პოლონეთი და ევროკავშირი არაჰუმანურ, აგრესიულ აქტორებად წარმოეჩინათ, ხოლო ბელარუსი კი, პირიქით, მათთან შედარებით უფრო ჰუმანიტარულ აქტორად შეენიღბათ.
მოცემული დეზინფორმაციის მიზანი იყო ხალხის ყურადღება გადაეტანა იმ ფაქტისგან, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სისტემატურად იყენებს ადამიანებს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამისთვის ადამიანური ტანჯვის ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებასაც კი არ ერიდება.
3. იესო ქრისტეს სექსუალური ორიენტაცია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დასავლეთის განათლების სისტემაზე შეტევა სცადა და მის მიერ რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ შექმნილ 4000 სიტყვიან დოკუმენტში შემდეგი განცხადება შეიტანა: „არაერთ დასავლურ ქვეყანაში, მოსწავლეები სკოლაში სწავლებენ, რომ იესო ქრისტე ბისექსუალი იყო.“ ბუნებრივია, მოცემული ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებმა მალევე აიტაცეს.
რუსმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა მოცემული ინფორმაციის პირველწყაროს სოციალურ ქსელ ტიკ ტოკ-ზე მიაგნეს, სადაც ერთ-ერთ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ავსტრალიელი მოზარდი ამტკიცებს, რომ იესო ქრისტე ბისექსუალი და არაბინარული იდენტობის იყო, ვინაიდან მას ყველა უყვარდა, მამრობითი სქესის იყო და კაბას ატარებდა.
ტიკ-ტოკზე ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტში ციტირება, ალბათ, ნაკლებად მიზანშეწონილია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კი, წყაროების გადამოწმებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენა არ აწყენდა.
4. მაშა და დათვი
დათვების თემიდან რომ არ გადავუხვიოთ, ჩრდილოეთ რუსეთის ერთ-ერთმა გამოცემამ სატირული გვერდის მიერ გამოქვეყნებული მასალა ნამდვილ ინფორმაციად გაასაღა. სატირული გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ, რაც „მშოლებმა 5 წლის ბავშვს აკრძალული სერიალი „მაშა და დათვი“ ანახეს, შვედეთის მთავრობამ იგი მინდობითი აღზერდის სისტემას გადასცა.“ გაგიკვირდებათ და, მაშა და დათვი შვედეთში აკრძალული არ არის, საპირველაპრილოდაც კი.
5. ორმაგი სტანდარტები COVID-19-ის გაშუქებისას
COVID-19-სა და ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, გასულ წელს კიდევ უფროგაიზარდა. თუმცა, საინტერესოა, რომ 2021 წელს კრემლისტური გამოცემების მიერ პანდემიის საკითხების გაშუქების ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. სოციალური მედიის მომხმარებლებმა შეამჩნიეს ორმაგი სტანდარტები კრემლისტური გამოცემების მიერ ვაქციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას, კერძოდ, მაშინც როცა საიტების რუსულენოვანი ვერისები მკითველებს ვაქცინების მიღებისკენ მოწოდებდა, RT-სა და Sputnik-ის ინგლისურენოვანი ვერსიები პანდემიას გამოგონილს უწოდებდნენ და ანტივაქსერულ გზავნილებს ავრცელებდნენ.
6. ამბოხდნენ თუ არა მშიერი ევროპელები საშობაოდ?
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საკვები საკმარისზე მეტი რაოდენობითაა, კრემლისტური გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ საკვები პროდუქტების ნაკლებობა ევროპაში საშობაო სუფრებზე საკვების დეიფიტს გამოიწვევდა, რის გამოც მოსახლეობა აჯანყდებოდა. მართალია, გაერთიანებულ სამეფოში ბრექსიტისა და სატვირთოს მძღოლების სიმწირის გამო მცირე პრობლემები მართლაც შეიქმნა, თუმცა, ევროპაში აჯანყებები, სამედიცინო პრეარატების დეფიციტი და პოლიციასთან შეტაკებები ნამდვილად არ მომხდარა. შესაძლოა, გამოცემა ‘ლა ტომატინას’ ფესტივალს გულისხმობდა, როდესაც ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში ფესტივალის მონაწილეები გართობის მიზნით ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან, თუმცა, ეს ღონისძიებაც პანდემიის გამო გაქუმდა.
7. ციფრული წვერი და კაცების დეფიციტი
უსქესო ემოჯიებმა რუსი პარლამენტარების განცვიფრება გამოიწვიეს, რომლებმაც დასავლეთს რუსეთის, როგორც მასკულინობის უკანასკნელი ბასტიონის მიმართ წვერიანი ქალებისა და ფემინური მამაკაცების გამოყენებით, გამიზნული შეტევის წარმოებაში დასდეს ბრალი.
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, სახელწიფოს საკუთრებაში მყოფი საჯარო აზრის კვლევის ინსტიტუტმა VTsIOM გამოაქვეყნა კვლევა ნამდვილი მამაკაცების შესახებ, სადაც ის ძირითადი მახასიათებლები გამოვლიდა, რომლებიც, რუსების აზრით, ნამდვილ მამაკაცს უნდა ჰქონდეს. კლვევის მიხედვით, ნამდვილ მამაკაცს გულახდილობა (19%), სანდოობა (14 %) და სიზუსტე (9 %) გამოარჩევს, თუმცა, გამოკითხული 1600 რესპონდენტიდან, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, 45%-მა ვერ შეძლო დაესახელებინა ვერცერთი ‘ნამდვილი მამაკაცი’ რუსეთში.
8. კრიმინალი თოვლისკაცი და ტელევიზორის ყუთი
ისტორიული თეთრი-წითელი-თეთრი დროშა ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი მასობრივი პროტესტების სიმბოლოდ იქცა. ათასობით ადამიანი დააპატიმრეს და დააჯარიმეს პროტესტებში მონაწილეობის გამო, მათ შორის ერთ-ერთი მესაკუთრე, რომლის სახლის ეზოშიცთოვლის კაცს წითელი შარფი ეკეთა, წარწერით „დიდება ბელარუსს“ აგრეთვე დააპატიმრეს ქალბატონი, რომელსაც ‘არასწორი’ ფერის წინდები ეცვა და მინსკის მცხოვრები, რომელსაც თავისი სახლის ფანჯარაში წითელ და თეთრ ფერებიანი ტელევიზორის ყუთი ედგა. მიუხედავად იმისა, რომ თოვლისკაცის, წინდებისა და ცარიელი ყუთების კრიმინალიზაცია აბსურდულად ჟღერს, ადამიანების მიერ განცდილი უსამართლობა ნამდვილად რეალურია.
9. ევროვიზიის კონკურსის კრიტიკა
ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი მნახველი ჰყავს. რუსეთი ისტორიულად საკმაოდ მაღალ შედეგებს აჩვენედა ევროვზიაზე, თუმცა 2021 წელს კონკურსზე რუსეთის წარსადგენად ტაჯიკი მომღერლისManizha-ს ხალხის მიერ რუსულ პირველ არხზე საჯაროდ არჩევამ კრემლისტურ გამოცემებში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ფემინისტი მიგრანტი მომღერლის არჩევას, რომელიც ლგბტ თემისადმი სოლიდარობას გამოხატავდა და ქალების გაძლიერებისთვის მღეროდა, რუსულ ნაციონალისტურ წრეები დიდი უკამყოფილებით შეხვდნენ. ონლაინ მედიასაშუალება Tsargrad-მა, რომელიც რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალფოეევს ეკუთვნის, ევროვიზიის კონკურსი კოლონიური რეჟიმის დამყარების მსოფლიო მექანიზმს შეადარა, რომელიც რუსეთის მიმართ ზიზღს აღვივებს და ძირითადად, ამერიკის მიერ არის კონტროლირებული. თუმცა, ასეა ნამდვილად? გთავაზობთ ამონარიდს Manizha-ს სიმღერიდან, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდია:
„ყოველმა რუსმა ქალმა უნდა იცოდეს,
ძლიერი ხარ, შენ კედელს გაარღვევ,
ჰეი, რუსო ქალო, ნუ შეგეშნდება…“
10. კომიკოსები, რომლებიც ეთერიდან მოხსნეს
რუსული ტელეარხი TNT-ს გადაცემა ‘ერთხელ რუსეთში’ მას შემდეგ გაუქმდა, რაც კომიკოსებმა კრემლისტური სარკაზმის სამი ჩემპიონის: რასია 1-ის წამყვანის ოლგა სკაბეევას, რასია სივოდნიას დირექტორის დიმიტრი კისელიოვის და წამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვის პაროდიის გაკეთება სცადეს. ცხადია, კრემლის ლოიალური მსახურების ჯანსაღი იუმორისტული კრიტიკის ნაცვლად, კომიკოსებს კვლავ გრეტა ტუნბერგისა და ნავალნის გაშარჟება უნდა გაეგრძელებინათ.
დეზინფორმაცია საქილიკო ნამდვილად არაა
მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან დეზინფორმაციის გავრცელების აბსურდულ მცდელობებზე მართლაც შეიძლება გაგვეცინოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ იუმორი, დაცინვა და ‘ჰაჰაგანდა’ კრემლის პროპაგანდის განუყოფელი და საკმაოდ ხშირად გამოყენებადი ტექნიკებია. ‘ინფოხმაურს,’ რაც საინფორმაციო ველის ხმაურიანი და ძნელად დამაჯერებელი მტკიცებებით დაბინძრებას გულისხმობს, ერთადერთი მიზანი აქვს – აუდიტორიის სიმართლისგან დაშორება. როცა შემდეგში სასცილო მიმს გადააწყდებთ, გაიხსენეთ, რომ სატირა და იუმორი არანაკლებ ეფექტიანია ხალხის დასამცირებლად, შეასცდენად და გასაბრიყვებლად.
2021 წელს დეზინფორმაციამ არა მხოლოდ დემოკრატიების მოწამვლა სცადა, არამედ ჩვენს ყოველდღიური გადაწვეტილელებზეც მოახდინა გავლენა, ისეთ პიროვნულ გადაწყევტილებებზე, როგორიცაა რა ვჭამოთ, ჩავიცვათ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ ან გავიკეთოთ თუ არა საერთოდ. 2022 წელს, ვცადოთ, ვისწავლოთ დაშვებულ შეცდომებზე და გავხადოთ სიმართლე ისეთი მიმზიდველი, რომ მისი იგნორირება ვეღარ შევძლოთ.