კრემლის ექსპერტი: ”ბრიტანეთი დსთ-ს ქვეყნებში ელჩებად ქალებს ფერადი რევოლუციების მოსაწყობად ნიშნავს”

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

რგრგ
198
VIEWS

euvsdisinfo-ს მასალის მიხედვით 

ტელეკომპანია Россия 1-ის ეთერში გადაცემა 60 წუთში რუსმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი დსთ-ს ქვეყნებში ელჩებად ქალბატონებს ფერადი რევოლუციების მოსაწყობად ნიშნავს.

გადაცემა ეთერში 2020 წლის 13 იანვარს გავიდა და მისი ბოლო ათი წუთი დიდი ბრიტანეთის უფლისწული ჰარისა და სასექსის ჰერცოგინია მეგანის ირგვლივ ატეხილ სკანდალს დაეთმო. უფლისწულისა და მისი მეუღლის გადაწყვეტილებას, უარი თქვან სამეფო ტიტულებზე გადაცემაში მოწვეული ექსპერტი იგორ კოროტჩენკო გამოეხმაურა, წყვილს “ოქროს გალიიდან” გათავისუფლება მიულოცა და იქვე დასძინა, რომ ბრიტანეთი ჯერ კიდევ ივანე მრისხანეს დროიდან მიიჩნევს რუსეთს თავის მტრად, ხოლო ელჩებად ქალბატონებს ფერადი რევოლუციების მოსაწყობად ნიშნავს.

“ივანე მრისხანეს პერიოდიდან მოყოლებული ამ ქვეყანამ თავის ყველაზე საშინელ მტრად რუსეთი დაასახელა. მიაქციეთ ყურადღება ტენდენციას: დსთ-ს ქვეყნების საკვანძო ქვეყნებში არა ელჩები არამედ ბრიტანელი ქალები ჩამოდიან, რომელთაც ელჩის სტატუსი აქვთ. ეს ძალიან ჭკვიანი და განათლებული მოწინააღმდეგეები არიან, რომელთა მიზანია ფერადი რევოლუცია მოსკოვში და ფერადი რევოლუცია მინსკში. ვნაოთ, რა გამოუვათ,“ განაცხადა კოროტჩენკომ. 

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/PLbquk9PoX9pm6Vk0obQjC7infq56Hpabi.jpg?itok=ghNbx53N”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=Op8OTLn8Jec&list=PLbquk9PoX9pm6Vk0obQjC7infq56Hpabi&index=5 “,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

კონსპირაციის თეორიას, თითქოს დასავლეთი რუსეთსა და მის შემოგარენში ფერად რევოლუციებს გეგმავს,  კრემლი უკვე წლებია იმეორებს, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. კრემლის პოზიციების გამხმოვანებელი ექსპერტი იგორ კოროტჩენკო რუსეთის ოპოზიციამ  “პუტინის პროპაგანდისტების სიაში” შეიყვანა.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist