ჰიტლერის დროინდელ საახალწლო დეკორაციებს თანამედროვე უკრაინას მიაწერენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

848
VIEWS

25 დეკემბერს ჯგუფში “უარი ვირუსის🦠🛑⛔ ავტორებისგან გამოგზავნილ ვაქცინას💉🛑⛔” ფოტოკოლაჟი, წარწერით: “საახალწლო სათამაშოების კომპლექტი უკრაინაში” გარცელდა. სამ ფოტოზე ჩანს ნაძვის ხის სათამაშოები სვასტიკის გამოსახულებით და წარწერით “Sieg Heil”, ხოლო მეოთხე ფოტოზე ასახულია სათამაშოები ნატოსა და უკრაინული აზოვის ბატალიონის სიმბოლიკით. აღნიშნული ფოტოებიდან ერთ-ერთი იდენტური აღწერით ტელეგრამ არხზე “მსოფლიო პოლიტიკა” გავრცელდა. 

ფოტოები ასევე გაავრცელა რუსულენოვანმა ანგარიშმა Niki Pov, აღწერით: “უკრაინელები, სადაც ნაციზმი არაა, ნაძვის ხის მოსართავად ემზადებიან”.

phashisturi shoba ჰიტლერის დროინდელ საახალწლო დეკორაციებს თანამედროვე უკრაინას მიაწერენგავრცელებულ ფოტოებზე გამოსახული ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებზეც ნაცისტური სიმბოლიკაა დატანილი, ნაცისტური გერმანიის პერიოდშია შექმნილი და ისინი უკრაინას არ უკავშირდება. ხოლო ფოტოს, რომელზეც ნატოსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული სიბოლოებია გამოსახული, დანარჩენ ფოტოებთან კავშირი არ აქვს. 

გავრცელებული ფოტოებიდან ორი ინტერნეტსივრცეში 2013 წლიდან გვხვდება. 2013 წლის 1 დეკემბრის DailyMail-ის სტატიის მიხედვით, ფოტოები გერმანიის ქალაქ ულმში Brotkultur-ის მუზეუმის მიერ გამართული გამოფენიდანაა, რომელსაც “მორთული” ერქვა. წარმოდგენილი 400-მდე ორნამეტი ულმში მცხოვრები ოჯახის კერძო კოლექციიდანაა და ისინი მუზეუმს დროებით, ამ გამოფენისთვის გადაეცა. 

phashisturi shoba 1 ჰიტლერის დროინდელ საახალწლო დეკორაციებს თანამედროვე უკრაინას მიაწერენ

გამოფენის მიზანი იყო წარმოედგინა, თუ როგორ ირთვებოდა საახალწლო ხე გერმანიაში ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში. ორნამენტების ნაწილი, მათ შორის ფოტოებზე გამოსახული სათამაშოები, ჰიტლერის მმართველობის პერიოდიდან იყო

მესამე ფოტოზე გამოსახულია ყუთში ჩაწყობილი წითელი ფერის ნაძვის ხის სათამაშოები სვასტიკის გამოსახულებით, რომლებიც ვიზუალურად პირველ ორ ფოტოზე ნაძვის ხის ტოტებზე დაკიდებულ ორნამენტებს ჰგავს. სავარაუდოდ, სამივე ფოტო ერთსა და იმავე სათამაშოებს ასახავს.

phashisturi shoba 2 ჰიტლერის დროინდელ საახალწლო დეკორაციებს თანამედროვე უკრაინას მიაწერენ

თავად ფოტო ინტერნეტსივრცეში 2008 წლიდან ვრცელდება. ფოტოს ყველაზე ძველი ვერსია, რომელიც ღია წყაროებში იძებნება, რუსულენოვან საიტ korzik.net-ზეა განთავსებული, აღწერით “დღის გასართობი ფოტოები”. ამავე ფოტოს იყენებს The Conversation 2015 წლის სტატიაში, რომელშიც აღწერილია, რატომ იყო მნიშვნელოვანი ნაცისტური რეჟიმისთვის შობის ყველა ელემენტის შეცვლა. 

სამივე ფოტო ერთად ბერძნული ონლაინ გამოცემა Iefimerida-ს 2014 წლის სტატიაში გვხვდება, რომელიც გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლის შემდგომ საშობაო ტრადიციების ცვლილებას აღწერს.

საახალწლო ორნამენტებზე ნაცისტური სიმბოლიკის გამოსახვა გერმანიაში 1930-იან წლებში დაიწყო. ნაცისტური პარტია, რომელიც ცდილობდა დღესასწაული ანტი-კაპიტალისტური და ათეისტური სწავლებებისთვის მოერგო, არა მხოლოდ ორნამენტებს, არამედ საშობაო სიმღერებსა და ქრისტეს დაბადების სცენებსაც ცვლიდა

რაც შეეხება მეოთხე ფოტოს, ის უკრაინული არმიის სიმბოლოებით გაწყობილ საახალწლო სათამაშოების ნაკრებს ასახავს. მისი შეძენა ყველა მსურველს ჰოლანდიური კომპანია OLX-ის საიტიდან შეუძლია.   

phashisturi shoba 3 ჰიტლერის დროინდელ საახალწლო დეკორაციებს თანამედროვე უკრაინას მიაწერენ

ფოტოზე გამოსახულ ორნამენტებს შორისაა ნატოს ლოგო, აზოვის ბატალიონის ემბლემა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია და შავი ფერის ჯვარი. აღნიშნულ ჯვარს რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს. ჯვრის ფორმის მედალი თავდაპირველად პრუსიის არმიის სიმბოლო იყო და ის ბრძოლაში გამოჩენილ სამხედროებს გადაეცემოდა. 1930-იან წლებში გერმანიის ნაცისტურმა რეჟიმმა ჯვარს შუაგულში სვასტიკა დაუმატა და ნაცისტურ სიმბოლოდ აქცია. ჯვარზე, რომელსაც OLX-ი ყიდის, სვასტიკა გამოსახული არაა. 

გარდა ორნამენტებისა, ფოტოზე რამდენიმე სტიკერია გამოსახული. მათ შორის ნატოს ლოგო, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფის ლოგოები და წარწერები: “რუსები დაიხოცებიან”, “დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, “მარჯვენა სექტორი”.

სტიკერებს შორის ვხვდებით დროშას წითელ და შავ ფერებში, რომელიც “უკრაინის მეამბოხეთა არმიის” (UPA) სიმბოლოს წარმოადგენს. აღნიშნული არმია უკრაინელებისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ასოცირდება, თუმცა, განსხვავებულია დამოკიდებულება მეზობელ პოლონეთში, რომელიც არმიის წევრებს ათასობით პოლონელის განადგურებაში სდებს ბრალს, რასაც პოლონეთის პარლამენტმა გენოციდი უწოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist