სკანდირებდნენ თუ არა პუტინის გვარს რუმინელები და გადმოფინეს თუ არა ოკუპირებული დონეცკის დროშა EURO 2024-ის მატჩზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.1k
VIEWS

17 ივნისს ფეისბუქ ანგარიშმა “ანალიტიკური პლატფორმა” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს პოსტები (1, 2, 3, 4.), სადაც ამტკიცებენ, რომ 17 ივნისს რუმინეთსა და უკრაინას შორის გამართული საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას, რუმინელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე გამოფინეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა, ერთ-ერთ მომენტში კი ისინი სკანდირებდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გვარს. პოსტებთან ერთად, ანგარიშები ავრცელებენ ამ ფაქტების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალასაც. 

აღნიშნული ინფორმაცია გააზიარა “ამერიკის ხმის” რუსულმა სამსახურმა და Eurasia Today-მ. ასევე აქტიურად ვრცელდებოდა რუსულ მედიაში (1, 2, 3, 4,), რომელთა შორის RT, Газета.Ru და News-Front-იც არიან. 

Screenshot 2024 06 18 at 5.10.45 PM სკანდირებდნენ თუ არა პუტინის გვარს რუმინელები და გადმოფინეს თუ არა ოკუპირებული დონეცკის დროშა EURO 2024-ის მატჩზე?

matchi სკანდირებდნენ თუ არა პუტინის გვარს რუმინელები და გადმოფინეს თუ არა ოკუპირებული დონეცკის დროშა EURO 2024-ის მატჩზე?

matchi1 სკანდირებდნენ თუ არა პუტინის გვარს რუმინელები და გადმოფინეს თუ არა ოკუპირებული დონეცკის დროშა EURO 2024-ის მატჩზე?

ინფორმაცია, თითქოს რუმინელმა ფანებმა უკრაინასთან 17 ივნისს გამართული მატჩის დროს ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დროშა გამოფინეს და პუტინის სახელს სკანდირებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა პროგრამულად არის დამუშავებული. 

2024 წლის 17 ივნისს, მიუნხენში “ალიანს არენაზე” ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში გაიმართა ჯგუფური ეტაპის შეხვედრა რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის, რომელიც რუმინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობისას შესამჩნევი იყო რუმინელი გულშემატკივრის სიმრავლე და მათი აქტიურობა ტრიბუნებზე. მათ საკმაოდ ბევრი ატრიბუტიკა ქონდათ თან, მათ შორის დროშებიც, თუმცა, გავრცელებული მტკიცებების მიუხედავად, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დროშა არ შეინიშნებოდა. კადრი, რომელშიც რუსული მედიისა და ფეისბუქ ანგარიშების მტკიცებით აღნიშნული დროშა უნდა ჩანდეს, მატჩის 31:56 წუთიდან არის ამოჭრილი. “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ტრანსლაციის ჩანაწერი, სადაც გაყალბებულ ფოტოზე ნაჩვენებ ადგილას, გვერდითი მსაჯის უკან, არანაირი დროშა არ ფიქსირდება. 

Screenshot 2024 06 18 at 5.46.57 PM სკანდირებდნენ თუ არა პუტინის გვარს რუმინელები და გადმოფინეს თუ არა ოკუპირებული დონეცკის დროშა EURO 2024-ის მატჩზე?
გაყალბებული კადრი

matchi2 სკანდირებდნენ თუ არა პუტინის გვარს რუმინელები და გადმოფინეს თუ არა ოკუპირებული დონეცკის დროშა EURO 2024-ის მატჩზე?

matchi3 სკანდირებდნენ თუ არა პუტინის გვარს რუმინელები და გადმოფინეს თუ არა ოკუპირებული დონეცკის დროშა EURO 2024-ის მატჩზე?
ფოტოები ტრანსლაციის ჩანაწერიდან

ვიდეო, რომელშიც რუმინელი ფანები თითქოს პუტინის სახელს სკანდირებენ, რუსული მედიის გარდა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც აქტიურად გავრცელდა. უნდა აღინიშნოს, რომ იდენტური ინფორმაცია გაავრცელა ბრიტანულმა ტაბლოიდმა Mirror-მაც. გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი გააკეთა უკრაინის “სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრმა”, რომელიც სამთავრობო ორგანოს წარმოადგენს და პასუხისმგებელია რუსეთიდან მომავალ დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. მათი განცხადებით, გავრცელებული ვიდეო ყალბია და მასზე ხმა პროგრამულად არის დადებული. მათი მტკიცებით, ხმა აღებულია ცნობილი უკრაინული შეძახილიდან “პუტინ ხუ*ლო”, ამოკლებულია მეორე სიტყვა და მხოლოდ სიტყვა “პუტინი” არის დატოვებული. ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით, ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს არაერთი რუმინული გამოცემაც. მათ ვერ შეძლებს ტუჩების წაკითხვის მეთოდით არგუმენტების გამყარება, რადგან ფანები ზურგიდან ჩანან კადრში, თუმცა მათი დასკვნით ფანების მოძრაობა, შეძახილი და რითმი საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს. 

ხმა, დიდი ალბათობით, აღებულია 2021 წლის ვიდეოდან, როდესაც უკრაინა-ავსტრიის მატჩზე დამსწრები უკრაინელი გულშემატკივრები მღეროდნენ Putin Khuylo-ს. 

რუმინელი ფანების მიერ “პუტინის” სკანდირების რეალურობას ეჭვს ისიც მატებს, რომ თამაშის დასაწყისში მათ უკრაინის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს. გერმანული BILD წერს, რომ მატჩის დასაწყისში, დაახლოებით 40 000 რუმინელი ფანი პატივისცემის და სოლიდარობის ნიშნად, გარკვეული დროით სკანდირებდა “უკრაინას”. 

განახლება 20.06.2024: გაყალბებული ვიდეო, სადაც რუმინელი გულშემატკივრები პუტინის გვარს სკანდირებდნენ, დამატებით ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Open-მაც გადაამოწმა. მათ დაადგინეს, რომ იმ მომენტში, როდესაც ვიდეოა გადაღებული, ეკრანზე ჩანს წარწერა გოლების შესახებ. როგორც Open აღნიშნავს, ვიდეოში ხმა დადებულია და როდესაც თამაშზე გოლი გადის, არადამაჯერებელია, რომ ამ დროს რუმინელებს პუტინის სახელი ეყვირათ. გარდა ამისა, Open ესაუბრა თამაშზე, ვიდეოს გადაღების ადგილას მყოფ გულშემატკივარს, რომელმაც დაადასტურა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

არქივის ლინკები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist