დინოზავრი ჩინეთიდან თუ იურული პარკიდან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

61
VIEWS

16 ოქტომბერს, ფეისბუქ მომხმარებელმა ირაკლი გოთუამ, ჯგუფში აქ სიმართლეა,  გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანმხლებ ტექსტში ის ამტკიცებს, რომ ჩინელმა მეცნიერებმა აღმოჩენილი “DNM” მასალისგან (იგულისხმება DNA) დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა ხელოვნურად გაზარდეს. ირაკლი გოთუა ასევე წერს, რომ დინოზავრი აგრესიულობით გამოირჩევა და ჩინეთმა, რომელმაც კორონავირუსი “შემოგვასია” ახლა შესაძლოა, დინოზავრები შემოგვასიოს.

ირაკლი გოთუა: “ჩინელმა მეცნიერებმა, აღმოჩენილი DNM მასალისგან,ხელოვნურად გაზარდეს დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა. მათი განცხადებით კარგად ვითარდება და გამოირჩევა აგრესიულობით. დინოზავრები დედამიწაზე რამოდენიმე მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ. და მათ კიდევ გააცოცხლეს. ჯერ კორონა შემოგვასიეს ეხლა იმდია დინოზავრებს არ გამოყრიან და არ შემოგვასევენ გაგიჟდა ეგ ხალხი”

"

ირაკლი გოთუას მიერ გამოქვეყნებული პოსტი ყალბია და მანიპულაციურად უკავშირდება კორონავირუსს. ვიდეოში არა ჩინელების მიერ გაზრდილი დინოზავრი, არამედ Jurassic World-ის გამოფენისთვის შექმნილი თოჯინაა ნაჩვენები, რომელიც ადამიანის მიერ იმართება. ამის შესახებ, ინფორმაცია ორიგინალი ვიდეოს აღწერაშიც იყო ნახსენები.

აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად,  2020 წლის 25 სექტემბერს  Jurassic Outpost-ის თვითერის ანგარიშზე განთავსდა. Jurassic Outpost  ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვერდია, რომელიც იურული პარკისა და იურული სამყაროს ფანების მიერაა შექმნილი. ვიდეოში ნაჩვენები დინოზავრი კი რეალურს მიმსგავსებული თოჯინაა, რომელიც ადამიანის ხელით იმართება. ამის შესახებ ვიდეოს აღწერაშიც იყო ნახსენები, სადაც ეწერა, რომ ეს იყო იურული სამყაროს გამოფენის ახალი წევრი, პატარა პარაზაუროლოფი.

"

გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს, რომ დინოზავრის თოჯინას ადამიანი მართავს, რადგან მას დინოზავრი ორივე ხელით უჭირავს. თუმცა, ეს მხოლოდ ხრიკია და სინამდვილეში ამ თეთრხალათიანი ადამინის ერთ-ერთი ხელი ყალბია. მისი ნამდვილი ხელი თოჯინაშია მოთავსებული, რომლის საშუალებითაც ის დინოზავრს მართავს. 2019 წელს გამოქვეყნებულ კიდევ ერთი ვიდეოში უფრო ნათლად ჩანს, თუ როგორ ხდება ამავე კოლექციის დინოზავრის ხელით მართვა.

"

ამასთან, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შესახებ განცხადება  Jurassic Outpost-ის მწერალმა და მკვლევარმა ჯოშ ევანსმაც გააკეთა:

ჯოშ ევანსი: “ეს არ არის ნამდვილი დინოზავრი და არც არის რეკლამირებული როგორც ნამდვილი დინოზავრი. ნამდვილი დინოზავრის ხმა, რომელიც ისმის ტვიტში, იყო ირონიული, რადგან ეს არის ცოცხალს მიმსგავსებული თოჯინა, რომელიც “იურული სამყაროს ფილმის გამოფენისთვის” იყო შექმნილი”.

იურული სამყაროს გამოფენა 2016 წელს შეიქმნა, იმავე სახელწოდების ფილმის ინსპირაციით და მოიცავს იშვიათი სახეობების რეალური ზომის ანიმატორულ დინოზავრებს, რომლებიც  Creature Technology Company (Walking with Dinosaurs)-ს მიერაა შექმნილი და განლაგებულია თემატურად მოწყობილ ინტერიერში. ფილმი იურული სამყარო, კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე  დიდი ბლოკბასტერია და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გამოფენა ამჟამად  ჩინეთში, ჩენგდუშია წარმოდგენილი და იქ 31 დეკემბრამდე დარჩება.

ჯგუფში გაზიარებული მანიპულაციური ვიდეო ეხმიანება კონსპირაციის თეორიას, რომ კორონავირუსი ჩინეთში ხელოვნურად შეიქმნა, რაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არ დასტურდება.


მარიამ თოფჩიშვილი

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist