ბელარუსის KGB-ს ოპერაცია: ახალი ფაქტები რაინეარის რეისის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

პოლონეთის პროკურატურის ზედამხედველობით, საშინაო უსაფრთხოების სააგენტო (ABW) ახორციელებს გამოძიებას ავიაკომპანია რაინეარის 2021 წლის 23 მაისის ათენი-ვილნიუსის რეისის მინკის აეროპორტში იძულებითი დაშვების საქმეზე. გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ მგზავრები და ავიაკომპანიის წარმომადგენლები, შემოწმდა თვითმფრინავი, გაანალიზდა ჩანაწერები და შეგროვდა ყველა სხვა სახის მტკიცებულება. გამოძიების ფარგლებში ასევე შეგორვდა მასალები იმ პირებისგან, რომლებიც შეესწრნენ იმ ქმედებებს, რომლებიც იმ დღეს მინსკის აეროპორტის საკონტროლო კოშკში განხორციელდა.

მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ 23 მაისს, მართვის კოშკის მუშაობის დროს, ოპერაციულ ოთახში ბელარუსის KGB-ს ოფიცერი იმყოფებოდა. საკვანძო მომენტში მან აიღო კონტროლი საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლის მუშაობაზე და მითითებები მისცა უშუალოდ იმ თანამშრომელს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა პილოტთან. სწორედ ეს ოფიცერი გასცემდა ბრძანებებს და იღებდა გადაწყვეტილებებს რეისის მინსკში დაშვების შესახებ. ამავდროულად, KGB-ს ოფიცერი სატელეფონო კავშირში იმყოფებოდა უცნობ პირთან, რომელსაც იგი აწვდიდა ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რეისის ირგვლივ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სპეცსამსახურების აგენტის მიერ საგზაო მოძრაობის კონტროლის კოშკზე კონტროლი უპრეცედენტოა და სცდება რეგულაციებსა და პრაქტიკას.

პოლონეთის მიერ ჩატარებული გამოძიების წყალობით, მინსკის აეროპორტში მოვლენების მიმდინარეობა დადგენილი და დოკუმენტირებულია. ასევე დადგინდა, რომ რეისის დროს ბომბის საშიშროება არ ყოფილა, რაც დასტურდება იმით, რომ საფრთხის შესახებ პირველი ინფორმაცია პილოტს მიეწოდა ელფოსტის გაგზავნამდე, რაც სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერებების ბორტზე არსებობის შესახებ საუბრის დროს იყო ნახსენები. ასევე მინსკის აეროპორტში განხორციელებულმა მოქმედებებმა, მათ შორის სასწრაფო დახმარებისა და აეროპორტის პერსონალის ქცევამ, მიუთითა, რომ არ არსებობდა ბომბის ის საფრთხე, რომლის შესახებაც საგზაო კონტროლმა აცნობა პილოტს. სიტუაცია პროვოცირებული იყო ბელორუსული მხარის მიერ, რათა იძულებით დაესვა რეისი მინსკში.

შედეგად, გამოიკვეთა ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის სპეცოპერაცია, რომელმაც ზემოთაღწერილი ქმედებების წყალობით, მათ შორის პილოტზე განხორციელებული მუქარითა და ტერორით, იძულებით დასვა  სამოქალაქო რეისი ბორტზე მყოფი დისიდენტის დასაკავებლად. მოცემული ოპერაციის განსახორციელებლად, ბელარუსის სპეცსამსახურებმა შექმნეს ცრუ წარმოდგენა, თითქოს სამოქალაქო რეისის ბორტზე ბომბის საშიშროება იყო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 23 მაისს ავიაკომპანია “რაინეარის” ათენი-ვილნიუსის რეისი FR4978, რომელზეც ბელარუსელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, მინსკის აეროპორტში იძულებით დასვეს. რეისის იძულებით დასმის მიზეზად ბომბის საფრთხე დასახელდა, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. თუმცა, ბელარუსის სპეცმსამსახურებმა პროტასევიჩი დააკავეს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს რეისს ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება.

რომან პროტასევიჩი მედიასაშუალება Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია. პროტასევიჩმა ბელარუსი 2019 წელს დატოვა და საზღცვარგარეთიდან აგრძელებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას. Nexta მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არჩევნების პერიოდში (და არა მხოლოდ) ქვეყნის შიგნით მიმდინარე ინფორმაციის გავრცელებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბელარუსის მთავრობა ახალი ამბების გავრცელებას მაქსიმალურად ზღუდავდა. შედეგად, ლუკაშენკას მთავრობამ პროტასევიჩის წინააღმდეგ საქმე აღძრა და იგი სახელმწიფო ტერორისტად გამოაცხადა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist