ადგენს თუ არა მსოფლიო ბანკი რეიტინგს საწარმოთა კვლევით და როგორ გამოთვალა საქართველოს მთავრობამ მექრთამეობის მაჩვენებელი?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

251
VIEWS

22 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე ინფორმაცია გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველო მექრთამეობის სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს და ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლების მაჩვენებლით მსოფლიოში საუკეთესოა. 

მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით და იდენტური ინტერპრეტაციით მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს. თემაზე ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტი მოამზადა ტელევიზია “იმედმა”, ხოლო სახელისუფლებო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა

meqrthameobis machvenebeli1 ადგენს თუ არა მსოფლიო ბანკი რეიტინგს საწარმოთა კვლევით და როგორ გამოთვალა საქართველოს მთავრობამ მექრთამეობის მაჩვენებელი?

meqrthameobis machvenebeli2 ადგენს თუ არა მსოფლიო ბანკი რეიტინგს საწარმოთა კვლევით და როგორ გამოთვალა საქართველოს მთავრობამ მექრთამეობის მაჩვენებელი?

მსოფლიო ბანკის ეგიდით ჩატარებული საწარმოთა კვლევის შედეგების მსგავსი ინტერპრეტაცია შეცდომაში შემყვანია. მსოფლიო ბანკი საწარმოთა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ქვეყნების რეიტინგს არ ადგენს. 

კვლევა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დროს, როტაციის პრინციპით ტარდება და შესაბამისად ქვეყნების მონაცემები წლების მიხედვით განსხვავდება. მაგალითისთვის, მსოფლიო ბანკის ინტერაქციულ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ორგანიზაცია მუდმივად ანახლებს, 24 იანვრის მონაცემებით, 2023 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მხოლოდ ცხრა ეკონომიკის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. ხოლო, დანარჩენი ქვეყნების მონაცემები განსხვავებული წლებით თარიღდება და 2006-2022 წლების ინტერვალში მერყეობს. 

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა კერძო კომპანიების გამოკითხვაა, რომელიც კომპანიების მფლობელების და მენეჯერების დონეზე ტარდება და მისი მიზანი კერძო კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით ქვეყნის ბიზნეს გარემოზე ინფორმაციის მოპოვებაა. კვლევას მსოფლიო ბანკი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პერიოდულობით ატარებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა ჯამში 158 ქვეყანაში სხვადასხვა დროს შეგროვებულ მონაცემებს აერთიანებს, რომელიც 100-ზე მეტ ინდიკატორს და 13 თემას მოიცავს. 24 იანვრის მონაცემებით, 2023 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები მხოლოდ ცხრა ეკონომიკის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ელ სალვადორი, საქართველო, ინდონეზია, მექსიკა, ნეპალი, პერუ, სიერა ლეონე და ღაზა და დასავლეთ სანაპირო. სხვა ქვეყნის მონაცემები ეტაბობრივად ემატება, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, მონაცემები 2006 წლის შემდეგ არ განახლებულა, რაც ქვეყნების საერთო რეიტინგის განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა. მონაცემების მსგავსი რანჟირების მცდელობა როგორც მეთოდოლოგიურად, ისე შინაარსობრივად გაუმართავია და რეალურ სურათს არ ასახავს. 

კვლევა ფართო თემატიკისაა და კითხვარის ერთ-ერთი ნაწილი ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობას და კორუფციის თემას ეთმობა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მთავარი ფოკუსი სწორედ კვლევის ეს მონაკვეთი და ორი კონკრეტული ინდიკატორი იყო: 

  1. მოსყიდვის შემთხვევები – ზომავს იმ კომპანიების რაოდენობას, რომელთაც ერთხელ მაინც მიუღიათ თხოვნა ქრთამის გადახდაზე
  2. მოსყიდვა სახელმწიფო კონტრაქტების მოსაპოვებლად  – ზომავს იმ კომპანიების რაოდენობას, რომლებსაც მოლოდინი აქვთ რომ სახელმწიფო კონტრაქტის მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწევთ

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის ფარგლებში 2023 წელს საქართველოში 592 კომპანია გამოიკითხა. კორუფციის ნაწილში, რომელიც ჯამში ცამეტ ინდიკატორს შეისწავლის, თითოეული რიცხვითი მნიშვნელობა მთლიან შერჩევაში კომპანიების პროცენტულ წილს აღნიშნავს. რეგიონული და “ყველა ქვეყნის” საშუალო მაჩვენებლები კი თითოეულ ქვეყანაში ბოლო ხელმისაწვდომი კვლევის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, მარტივი საშუალოს გამოთვლის გზით მიიღება. ამ მონაცემების გამოსათვლელად ის კვლევები გამოიყენება, რომელიც 2013-2023 წლებშია გამოქვეყნებული და საწარმოთა კვლევის გლობალური მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. 

საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები კორუფციის საზომი ინდიკატორების მიხედვით ასე გამოიყურება:  

meqrthameobis machvenebeli3 ადგენს თუ არა მსოფლიო ბანკი რეიტინგს საწარმოთა კვლევით და როგორ გამოთვალა საქართველოს მთავრობამ მექრთამეობის მაჩვენებელი?
წყარო: Enterprise Survey Georgia

მაგალითისთვის, მოსყიდვის შემთხვევების ინდიკატორით, საქართველოში გამოკითხული ფირმების მხოლოდ 1% ამბობს, რომ მათთვის ერთხელ მაინც შეუთავაზებიათ ქრთამის გადახდა. ევროპისა და ცენტრალური აზიის შემთხვევაში, ამას კომპანიების 7.5% ადასტურებს, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი გამოცდილება კომპანიების 13.9%-ს ჰქონია. იდენტურად შეგვიძლია წავიკითხოთ ცხრილში მოცემული ყველა სხვა ინდიკატორიც. 

რა დათვალა არასწორად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ? 

ინდიკატორი N1 – მოსყიდვის შემთხვევები

მტკიცება: საქართველო მექრთამეობის სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ათეულშია

რეალურად: მსოფლიო ბანკი საწარმოთა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ქვეყნების რეიტინგს არ ადგენს

კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში გამოკითხული კომპანიების მფლობელების და მენეჯერების მხოლოდ 1% ამბობს რომ მათ ერთხელ მაინც მიუღიათ მოთხოვნა ქრთამის გადახდაზე. თუმცა, ეს მონაცემი არ გვაძლევს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ ადგილს იკავებს საქართველო მექრთამეობის სიმცირით მსოფლიო რეიტინგში. თავად მსოფლიო ბანკი მსგავს რეიტინგს არ აქვეყნებს, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, კვლევას როტაციული ხასიათი აქვს და ყველა ქვეყანაში გასხვავებული პერიოდულობით ტარდება.

განსხვავებული წლების მონაცემებით სახელმწიფოების საერთო რეიტინგის შედგენა არც მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის ვიზუალიზაციის ხელსაწყო იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმაზე მონაცემების დამუშავების სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს (ქვეყნებსა და ინდიკატორების შედარების გზით), საერთო რეიტინგის შედგენა მხოლოდ მონაცემების ჩამოტვირთვის და ასე რანჟირების გზითაა შესაძლებელი.

თუმცა, თუ მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მონაცემთა ბაზაში 24 იანვრისთვის არსებულ მონაცემებს ამ ინდიკატორის მიხედვით დავალაგებთ, ასეთ რეიტინგს მივიღებთ:

 

ქვეყანა ქვეყანა უკანასკნელი კვლევის ჩატარების თარიღი მოსყიდვის შემთხვევები (%)
Eritrea ერიტრეა 2009 0
Estonia ესტონეთი 2019 0
Luxembourg ლუქსემბურგი 2020 0
Sweden შვედეთი 2020 0
Israel ისრაელი 2013 0.1
Cyprus კვიპროსი 2019 0.2
Lithuania ლიეტუვა 2019 0.2
Netherlands ნიდერლანდები 2020 0.3
Portugal პორტუგალია 2019 0.3
Ireland ირლანდია 2020 0.4
Malaysia მალაიზია 2019 0.4
Bhutan ბუტანი 2015 0.9
Georgia საქართველო 2023 1

როგორც ხედავთ, მონაცემთა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მიმდევრობით საქართველო მართლაც მე-13 ადგილზეა, თუმცა მსგავსი რანჟირებით საქართველოში 2023 წელს არსებულ მონაცემს, ლუქსემბურგის, შვედეთის და ნიდერლანდების 2020 წლის, მალაიზიის, პორტუგალიის, ლიეტუვის, კვიპროსის და ესტონეთის 2019 წლის, ბუტანის 2015 წლის, ისრაელის 2013 წლის და ერიტრეას შემთხვევაში კი 2009 წლის მონაცემებს ვადარებთ, რაც მსოფლიო რეიტინგის შედგენას უშინაარსოს ხდის. 

ინდიკატორი N2 – მოსყიდვა სახელმწიფო კონტრაქტების მოსაპოვებლად

მტკიცება: სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

რეალურად:  კითხვა, რომლითაც ეს ინდიკატორი იზომებოდა 2023 წლის კვლევის კითხვარიდან ამოღებულია, შესაბამისად, მსოფლიო ბანკს 2023 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევით ეს ინდიკატორი საერთოდ არ გაუზომავს

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მონაცემთა ბაზაში, ამ ინდიკატორის მონაცემები 2023 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შემთხვევაში საერთოდ არაა ხელმისაწვდომი. 

meqrthameobis machvenebeli4 ადგენს თუ არა მსოფლიო ბანკი რეიტინგს საწარმოთა კვლევით და როგორ გამოთვალა საქართველოს მთავრობამ მექრთამეობის მაჩვენებელი?
წყარო: Enterprise Surveys

კითხვარი, რომელსაც მსოფლიო ბანკი კვლევის ჩასატარებლად იყენებს, გარკვეული პერიოდულობით იცვლება. კითხვა, რომლითაც ეს ინდიკატორი იზომებოდა (J.6) 2023 წლის კითხვარიდან ამოღებულია. შესაბამისად, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლების მაჩვენებელს 2023 წელს ჩატარებული კვლევების უმეტესობა არ ასახავს, მათ შორის არც საქართველოს შემთხვევაში. ფაქტი “მითების დეტექტორს” მსოფლიო ბანკის მედიასთან ურთიერთობის საქართველოს წარმომადგენლობაშიც დაუდასტურეს.

 2021 წლის კითხვარი 2023 წლის კითხვარი
meqrthameobis machvenebeli5 ადგენს თუ არა მსოფლიო ბანკი რეიტინგს საწარმოთა კვლევით და როგორ გამოთვალა საქართველოს მთავრობამ მექრთამეობის მაჩვენებელი? meqrthameobis machvenebeli6 ადგენს თუ არა მსოფლიო ბანკი რეიტინგს საწარმოთა კვლევით და როგორ გამოთვალა საქართველოს მთავრობამ მექრთამეობის მაჩვენებელი?

რაც შეეხება გასულ წლებში ჩატარებულ კვლევებში სამთავრობო მოსყიდვების ინდიკატორის მაჩვენებლებს, 2008 წელს ჩატარებული კვლევით, სამთავრობო კონტრაქტების მისაღებად არაფორმალური ფინანსური ტრანზაქციის ან საჩუქრის გადაცემის პრაქტიკაზე კომპანიების 11.3% საუბრობდა, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 1.3%, ხოლო 2019 წელს 1.4% იყო. ხოლო მოსყიდვის შემთხვევების მაჩვენებელი 2008 წელს ნაჩვენები 9.8%-დან 2023 წელს 1%-მდე შემცირდა. 

meqrthameobis machvenebeli7 ადგენს თუ არა მსოფლიო ბანკი რეიტინგს საწარმოთა კვლევით და როგორ გამოთვალა საქართველოს მთავრობამ მექრთამეობის მაჩვენებელი?
წყარო: Enterprise Surveys
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist