2019 წლის ტოპ 5 ისტორიული მითი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

333
377
VIEWS

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ 2019 წელს რუსეთის აქტორებისა და მათი სატელიტების მიერ გავრცელებულ ტოპ 5 მითს, რომლებიც ძირითადად მეორე მსოფლიო ომსა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ისტორიის დამახინჯებას შეეხება.

1. აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდნენ

წყარო: პოლიტოლოგი არმენ გასპარიანი, Sputnik-Abkhazia. 26 აგვისტო, 2019

"

სპუტნიკის მიმომხილველი არმენ გასპარიანი ამტკიცებდა, რომ არც ოქტომბრის რევოლუციამდე და არც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდნენ.

ფაქტები: 1) აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს იურისდიქციის გარეთ არასდროს ყოფილა. 2) 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ჩათვლით აღიარა


2. სამხედრო მიუმხრობლობის გამო შვეიცარიას ჰიტლერმა ომი ვერ გაუბედა

წყარო: დავით თარხან-მოურავი, ტვ “ობიეტივი”. 4 ივნისი, 2019

"

პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, შვეიცარიაში შეჭრა მაინც ვერ გაბედა, რადგან შვეიცარიას ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. გასულ წელს თარხან-მოურავს საქართველოსა და ნეიტრალური ევროპული ქვეყნების შედარების არარელევანტური მაგალითები ხშირად მოჰყავდა, რათა საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობის იდეა გაემართლებინა.

ფაქტი: ნაცისტურმა გერმანიამ საფრანგეთის დამარცხების შემდეგ შეიმუშავა შვეიცარიის დაპყრობის გეგმაც, რომელსაც დღეს ოპერაცია “ტანენბაუმის” სახელით ვიცნობთ. ეს გეგმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმისა და ჯარების აღმოსავლეთისკენ გაგზავნის გამო ვერ განხორციელდა.


3. სტალინმა აღმოსავლეთ ევროპას მიწები აჩუქა

წყარო: პოლიტიკანო. 27 აპრილი, 2019

"

2019 წელს პოლიტიკანო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა უკრაინას, პოლონეთს, ჩეხეთს და ბალტიის ქვეყნებს მიწები აჩუქა, კერძოდ პოლონეთს კი გერმანიის მეოთხედი მიუერთა.

ფაქტი: 1939 წელს შეთანხმების თანახმად, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ევროპაზე გავლენა გაინაწილეს, ხოლო გერმანიის ანექსიის შეჩერების შემდეგ კი სტალინმა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიები უშუალოდ სსრკ-ს შემოუერთა და იქ საბჭოთა დიქტატურა გაავრცელა.


4. საბჭოთა კავშირს ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია არ მოუხდენია. ამ ქვეყნების შემოერთება იმ პერიოდის საერთაშორისო სამართლის მიხედვით გამართლებული იყო.

წყარო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მარია ზახაროვა, Sputnik-Abkhazia. 20-21 სექტემბერი, 2019.

"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ტერმინი “ოკუპაციის” გამოყენება საბჭოთა კავშირისა და ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით არასწორია, რადგან ამ სახელმწიფოების მიერთება იმ დროისათვის მოქმედ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოდიოდა. მარია ზახაროვამ ამ პროცესს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლება უწოდა.

ფაქტები: საბჭოთა კავშირმა ბალტიის ქვეყნები უერთიერთდახმარების ხელშეკრულებების დარღვევაში ცნო და დაშინების მეთოდებით რეგიონში ჯარი შეიყვანა. ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის მიერთება ევროპარლამენტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ოკუპაციადაა აღიარებული.


5. რუსეთს არასოდეს გაუნადგურებია მცირე ერები და ძალის გამოყენებით არც მათი ასიმილაცია უცდია 

წყარო: გიორგი გაჩეჩილაძე, “საქართველო და მსოფლიო”. 28 მაისი, 2019.

"

“საქართველო და მსოფლიო” ამტკიცებდა, რომ რუსეთი მცირე ერებს ყოველთვის მფარველობდა და მათ განვითარებას ცდილობდა. ძალის გამოყენებით ასიმილაცია ან მცირე ერების განადგურება რუსეთს არასდროს უცდია.

ფაქტები: რუსეთი მუდმივად ცდილობდა მცირე ერების გენოციდს, ასიმილაციას ან ეთნიკურ წმენდას. აბაზ-ჩერქეზთა გენოციდი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთაგან ერთ-ერთია, რამაც ამ ერის 90%-ის სამშობლოდან გადინება ან დაღუპვა გამოიწვია. მუჰაჯირობის პერიოდიდან რუსეთი ავიწროვებდა ჩეჩნებსაც, ხოლო 90-იან წლებში ორი ომის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist