სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

198
VIEWS

19 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სუდარებში შეფუთული, დაღუპული ბავშვების ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მინიმუმ შვიდი, მცირეწლოვანი ბავშვი ჩანს. პოსტის აღწერის თანახმად, ეს შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დეტალები დაზუსტებული არ არის, პოსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ფოტო  ისრაელ-ჰამასის ომს უკავშირდება, რამდენადაც ზაქარეიშვილი 7 ოქტომბრის შემდეგ პოსტებს ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ ავრცელებს. 

Screenshot 2023 10 20 140745 სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება

ფოტო 2013 წლის აგვისტოში  არის გადაღებული და სირიაში, ღუტაში ქიმიური იარაღით გარდაცვლილ ბავშვებს ასახავს. შესაბამისად, ის არა ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომს, არამედ სირიის სამოქალაქო ომს უკავშირდება. 

ფოტო, რომელიც დაახლოებით შვიდ დაღუპულ მცირეწლოვან ბავშვს ასახავს, ინტერნეტში 2013 წლის აგვისტოდან გვხვდება.  ერთ-ერთი შედეგი, რომელსაც ფოტოს უკუძიების მეთოდის გამოყენება გვაძლევს, სირიის ქიმიური იარაღის შესახებ National Geographic-ის სტატიაა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს აღწერის თანახმად, ბავშვები დამასკოში 21 აგვისტოს, ქიმიური იარაღით მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ.

Screenshot 2023 10 20 140757 სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება
წყარო: National Geographic 

გარდა ამისა, აღნიშნული ფოტო Agence France-Presse-ის არქივშიც გვხვდება. აღწერის თანახმად, ფოტო სირიის ოპოზიციურმა მედია ქსელმა  Shaam News Network-მა გაავრცელა და სირიელი მეამბოხეების განცხადებით, მასზე ნაჩვენებია ბავშვები, რომლებიც სამთავრობო ძალების მიერ 2013 წლის 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბანში მომწამლავი  აირით თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. დასახლებულ რაიონებში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება გაეროს ინსპექტორების მიერ სირიაში მისიის მეორე დღესვე გაჩნდა, მაგრამ პრეტენზია, რომელიც დამოუკიდებლად ვერ იქნა გადამოწმებული, კატეგორიულად უარყო სირიის ხელისუფლებამ.

Screenshot 2023 10 20 140804 სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება
წყარო: AFP

ფოტო ასევე გამოქვეყნებულია Alamy.com-ზე, სადაც მისი გადაღების თარიღად 2013 წლის 22 აგვისტოა მითითებული. ფოტოს აღწერის თანახმად, სირიელი მეამბოხეები ამტკიცებენ, რომ ბავშვები 2013 წლის 21 აგვისტოს, აღმოსავლეთ ღუტაში, დამასკოს გარეუბანში, ტოქსიკური აირით დასხმის შედეგად დაიღუპნენ.

Screenshot 2023 10 20 140812 სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება
წყარო: Alamy

2013 წლის 21 აგვისტოს, დამასკოს გარეუბანში, ღუტაში, ასობით ადამიანი “სარინის” გაზით თავდასხმას შეეწირა. დაახლოებით 2:30 საათზე სირიაში ყველაზე სასიკვდილო ქიმიური თავდასხმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად გარეუბანზე განხორციელდა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, თავდასხმის შედეგად 480-დან 1500-მდე ადამიანი, მათ შორის არაერთი ბავშვი ძილში ან სხვა მდგომარეობაში გარდაიცვალა. გაეროს მისიის გამოძიებამ ღუტაზე თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ დაადასტურა, რომ თავდასხმისას სარინი, ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ქიმიური საომარი აგენტი იყო გამოყენებული.

თავდასხმა სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, პრეზიდენტ ბაშირ ასადის რეჟიმისა და სხვა ოპოზიციურ ძალებს შორის მოხდა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის (HRW) დასკვნის თანახმად, მტკიცებულებები რაკეტებისა და გამშვებების ტიპზე, რომლებიც ამ თავდასხმებში იყო გამოყენებული, მეტყველებს იმაზე, ამ სისტემებს, მხოლოდ სირიის მთავრობის შეიარაღებულ ძალები ფლობენ და იყენებენ. HRW-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სირიის ოპოზიციურ ძალებს არ ჰქონდათ თავდასხმის დროს გამოყენებული 140  და 330 მმ -იანი რაკეტები ან მათთან დაკავშირებული გამშვებები.

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ სურათი ინტერნეტში სულ მცირე 2013 წლის აგვისტოდან გვხვდება და სირიის სამოქალაქო ომთან არის დაკავშირებული. 

წყაროს შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ  აქვს გადაამოწმებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist