სოციალურ ქსელში კახა კალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

70
VIEWS

18 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Zizi Tatishvili გაავრცელა თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო აღწერით: “ვაჰ!.. ეს კალა ასე საინტერესოდ რატომ იწელება და ინაზება?”  

ფოტო გააზიარეს 3 ქართულენოვან ჯგუფში: “Free_Misha”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები” და “გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად!”

კალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო

ფეისბუქ-მომხმარებელი ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს. რეალურად, ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და მასში კახა კალაძის სახეა ჩასმული. 

ფოტო, რომელზეც, ავტორის მტკიცებით, თბილისის მერია გამოსახული, Yandex image search-ის საშუალებით გადავამოწმეთ. საძიებო სისტემის დახმარებით გვხვდება რამდენიმე ფოტო, რომლებითაც ირკვევა, რომ მასზე კახა კალაძე არ არის გამოსახული და ქართველი ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვერსია პროგრამულად დამუშავებულია.  

kakha kaladze2 სოციალურ ქსელში კახა კალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება
ფოტოს Yandex image search-ით ძიების შედეგები

ფოტოს ორიგინალი ვერსია გვხვდება სხვადასხვა რუსულენოვან ვებ-საიტზე, სადაც მოდასა და კაცების ჩაცმის სტილს განიხილავენ (1;2). დამუშავებულ ფოტოზე შეცვლილია ფონი, ასევე, პერანგის ფერი და მასზე დატანილია ბრენდის, Dolce&Gabbana-ს ლოგო.  

kakha kaladze3 სოციალურ ქსელში კახა კალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება
მარცხნივ: პროგრამულად დამუშავებული ფოტო, მარჯვნივ: ფოტოს ორიგინალი ვერსია

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელ Zizi Tatishvili-ს დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. “მითების დეტექტორის” მიერ მისი ფეისბუქ-პოსტი ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.

zizi tatishvili სოციალურ ქსელში კახა კალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist