ვიდეო, რომელშიც ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩანს, აშშ-ის სკოლაში არ არის გადაღებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

127
VIEWS

2024 წლის 19 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Zurab Kheladze (1,2,3,4) და ანონიმურმა ანგარიშმა Lia Janjgava ქართულენოვან ფეისბუქ-ჯგუფებში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ კითხულობს წიგნს პირი, რომელსაც პერანგი და ქვედა საცვალი აცვია. ვიდეო თავდაპირველად, 2023 წლის 2 ივლისს, ფეისბუქ-მომხმარებელ Aleqsandre Mgeladze-ს კრემლისტური “ალტ-ინფოს” მხარდამჭერ ჯგუფში აქვს გაზიარებული აღწერით: “გაკვეთილი ამერიკულ სკოლაში”.   

ნახევრად შიშველი აქტივისტი

მტკიცება, თითქოს ვიდეო აშშ-ის სკოლაშია გადაღებული, დეზინფორმაციულია. რეალურად, კადრები 2023 წლის ივნისში ლონდონში, ერთ-ერთ მუზეუმშია გადაღებული, სადაც ფესტივალ Queer and Now 2023-ის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაცია მოეწყო. 

ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ კადრები აშშ-ში, სკოლაშია გადაღებული. რეალურად, ვიდეო ლონდონში მდებარე Tate Museum-ში გამართულ ფესტივალს, Queer and Now 2023-ს ასახავს. Queer and Now 2023 წლის 10 ივნისს ჩატარდა. ფესტივალი ბრიტანეთში LGBTQ+ ხელოვნებისა და კულტურის როლს ეძღვნებოდა და მის ფარგლებში მოეწყო პერფორმანსები, ვორქშოპები, ფილმების ჩვენება, საოჯახო ღონისძიებები და საუბრები ბრიტანეთში ქვიარ თემის ისტორიის შესახებ. ვებ-საიტზე ვკითხულობთ, რომ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება არ არის ყველა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი, შესაბამისად, მუზეუმი ხაზს უსვამს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ასაკი მკაფიოდ იქნება მითითებული როგორც ღონისძიების აღწერაში, ასევე თანამშრომლების მიერ.    

აქტივისტი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, კითხულობს ნაწყვეტს ბრიტანული ჟურნალიდან “Oestrogeneration”. ჟურნალი ბრიტანეთში ტრანსგენდერი და ტრანსფემინური ადამიანების შესახებ არის შექმნილი. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია Tate Museum-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. გრაფაში, რომელშიც დამატებითი დეტალებია მითითებული, ვკითხულობთ, რომ ჟურნალის პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიის ასაკი 16+ უნდა იყოს.  

video romelshits nakhevrad shishveli aqtivisti chans ashsh is skolashi ar aris gadaghebuli2 ვიდეო, რომელშიც ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩანს, აშშ-ის სკოლაში არ არის გადაღებული
ფოტო: TATE; აუდიტორიის ასაკად 16+-ია გათვლილი

აქტივისტმა, რომელიც ჟურნალიდან ნაწყვეტს კითხულობს, პრეზენტაციის კადრები საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზეც გამოაქვეყნა. ფოტოებში აუდიტორიასაც ვხედავთ, სადაც ბავშვები არ ჩანან.  

video romelshits nakhevrad shishveli aqtivisti chans ashsh is skolashi ar aris gadaghebuli3 ვიდეო, რომელშიც ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩანს, აშშ-ის სკოლაში არ არის გადაღებული

წყაროების შესახებ 

Zurab Kheladze კრემლისტური ალტ-ინფოს მხარდამჭერი ანგარიშია, რომლის პოსტებიც “მითების დეტექტორსა” და სხვა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს ყალბ ინფორმაციად წარსულშიც მოუნიშნავთ. 

zurab kheladze ვიდეო, რომელშიც ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩანს, აშშ-ის სკოლაში არ არის გადაღებული

“მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია Aleqsandre Mgeladze-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციაც. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist