სხვადასხვა

“მკვდრეთით აღდგომა” TikTok-იდან სატყუარა საიტებამდე

8 თებერვალი, 2021

5 თებერვალს ქლიქბეით საიტებმა geonewest.com, iswavle.com და footbal.ge-მ ახალგაზრდა კაცის გაცოცხლების შესახებ ინფორმაცია, თითქმის იდენტური სათაურებით გამოაქვეყნეს: “ახალგაზრდა ბიჭს სასაფლაოზე მიასვენებდნენ, მოულოდნელად კი კუბოდან წამოდგა – ნახეთ ვიდეო, რომელიც გაგაოცებთ – ვიდეოს უკვე მილიონობით ნახვა აქვს”.  ინფორმაცია ფეისბუქ მომხმარებელ Tsotne Tsetshladze-ს 2020 წელს ატვირთულ ვიდეოს ეყრდნობოდა და სხვადასხვა საჯარო ჯგუფში გაზიარდა. 

;;;

გავრცელებული კადრები ვიდეომანიპულაციაა, რადგან წარმოადგენს ფრაგმენსტ ფილმის გადაღებიდან. შესაბამისად, ცნობა ახალგაზრდა ბიჭის გაცოცხლების და კუბოდან წამოდგომის შესახებ, მცდარია.

  • მსახიობი თუ გაცოცხლებული ბიჭი?

ფეისბუქ მომხმარებელ Tsotne Tsetshladze-ის მიერ 2020 წელს გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ მისი წყარო Tik-Tok-ის მომხმარებელი mahmutman01-ია. 

;

ამ დროისთვის ასეთი სახელწოდების მომხმარებელი  აღარ იძებნება, თუმცა იგივე ვიდეო, რომელიც 2020 წლის 12 იანვარსაა ატვირთული, blackpanterq-ის ანგარიშზეა ხელმისაწვდომი.  

;

მეორე დღესვე იმავე ანგარიშმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წვება იგივე ადამიანი კუბოში რამდენიმე წუთით ადრე და როგორ ამზადებენ მას გადასაღებად. ვიდეოს თან ახლავს წარწერა, რომ წინა ვიდეო TikTok-მა წაშალა, ამიტომ ვისაც სურს, შეუძლია ნამდვილი ვერსია ნახოს. 

;;

@blackpanterq

TİKTOK SİLME ARTIK ALIN ARKADAŞLAR AYDINLATMA VİDEOSU MERAK EDENLERE #dizi #kesfet #beniöneçıkar #keşfetlik #albenikesfet #01adana

♬ orijinal ses - Black Panter

13 იანვარს Tiktok-ზე გამოჩნდა კადრები, სადაც ჩანს, რომ იგივე ადგილას კუბოში ჩამჯდარი, ამჯერად სხვა ტანსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა იგივე ქალს ეხუტება, სავარაუდოდ, ეს რეპეტიციის კადრებია. 

;

საბოლოოდ კი ფილმიდან ამოჭრილი დამუშავებული ვიდეო იმავე ანგარიშზე 2020 წლის 3 მარტს გამოქვეყნდა. კადრები სხვადასხვა რაკურსით პროფესიონალურად არის გადაღებული და თანმხლები მუსიკაც ადევს. პოსტს თან ახლავს წარწერა “კუბოს გახსნა.”

;;

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთ მომენტში წამიერად ვხედავთ კამერას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დაკრძალვის ნაცვლად, ფილმის გადაღება მიმდინარეობს.

;

  • ვიდეოს გავრცელება

ვიდეო თავდაპირველად 2020 წლის 13 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა Tsotne Tsetskhladze-მ თავის ფეისბუქ ანგარიშზე ატვირთა, მოგვიანებით პოსტის კომენტარებში ავტორმა განმარტა, რომ რეალურად ფილმს იღებდნენ. 

;; 

2021 წლის თებერვალში ქლიქბეით საიტების გამოქვეყნებული ინფორმაცია რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებლის მიერ სხვადასხვა საჯარო ჯგუფში გაზიარდა. 

 

ფეისბუქ მომხმარებელი Saba Qurdovanidze Footbal.ge-ს სტატიას აზიარებდა, iswavle.com-ს მასალა გავრცელდა ფეისბუქ გვერდზე “ბედნიერებასთან ახლოს.”

;

 რაც შეეხება geonewest.com-ს, მის სტატიას Nika Beridze-სა და ლუკა ლომიძის ანგარიშები აზიარებდნენ, ორივე მათგანი სავარაუდოდ ყალბია. 

;;;

ლუკა ლომიძე-ს URL მისამართი (mari lomidze) მის ამჟამინდელ სახელს არ ემთხვევა, ასევე ის ვიტალი აკმეევისა და კლიმ კალინინის იდენტობებს იპარავს.

;;;

;

Nika Beridze-ს ანგარიშზე არსებული ერთადერთი მაიდენტიფიცირებელი ფოტო 5 იანვარს (ვიდეოს ჯგუფებში გაიზარების დღეს) არის ატვირთული და ის რუსულ სოციალურ ქსელში სხვადასხვა მომხმარებლის მიერ ხშირად გამოიყენება. 

;;
 

;

ყველაზე ადრე კი Михаил Авдеев-ის სახელით იძებნება.

;


 


მოამზადა მარიამ დანგაძემ


არქივი - Geonewst
Footbal.ge
Iswavle.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.