თავდაცვა/უსაფრთხოება

დეზინფორმაცია: სირიის მთავრობას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია

26 აპრილი, 2017

7 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ იდლიბის პროვინციაში ქალაქ ხან შაიხუნში განხორციელებული ქიმიური შეტევის (4 აპრილი) საპასუხოდ, აშშ-მა შაირათის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აღნიშნულ მოვლენას გამოეხმაურნენ კრემლისტური მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო აშშ-ს სარაკეტო თავდასხმა უსაფუძვლო იყო. მსგავსი გზავნილები აქტიურად ვრცელდებოდა რუსეთის ხელისუფლების და კრემლის მხარდამჭერი რუსული მედიასაშუალებების მიერაც.

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის რედაქტორი

ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო

საქართველო და მსოფლიო, რედაქცია დავით სუხიაშვილი, ბლოგერი
„ბაშარ ასადის მიერ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ისეთივე ბლეფია, როგორიც სადამ ჰუსეინის მიერ ერაყში 2003 წელს!" „თქვენ ნახეთ დამამტკიცებელი საბუთები? ეს არის ტყუილი, თქვენ როგორც ჩანს, არ ადევნებთ თვალყურს. საუდის არაბეთის რეჟიმს არ შეედრება არცერთი რეჟიმი. საუდის არაბეთი არის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერს ტერორიზმს მსოფლიოში". „ეს დღეებია ამერიკელები ასადის მხრიდან სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდნენ, რაც ოფიციალურად არ დასტურდება." "ტრამპის არგუმენტები სირიის ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო იერიშთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ ჩატარებულა გამოძიება, რომელიც დადგენდა ვის მიერ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება. თავად მოიგონეს "სიმართლე” და აიძულებენ ყველას მიიღონ და ირწმუნონ თავიანთი ნაბოდვარი"

14 აპრილი

ასავალ-დასავალი

საქინფორმი

14 აპრილი

რუსთავი 2, განსხვავებული აქცენტები

10 აპრილი

საქართველო და მსოფლიო

9 აპრილი,  Politicano

10 აპრილი, საქართველო და მსოფლიო

განცხადებები, თითქოს სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას სირიაში ადგილი არ ჰქონია უსაფუძვლოა, რაც ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით დასტურდება როგორებიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, Human Rights Watch, ექიმები საზღვრებს გარეშე, ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის.

რეალური ფაქტები

5 აპრილი, სირიის ობსერვატორია ადამიანის უფლებებისთვის (Syrian Observatory for Human Rights - SOHR) – იდლიბის პროვინციაში ქალაქ ხან შაიხუნში განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 86 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 30 ბავშვი, ხოლო 20 ქალია. 4 აპრილს სამედიცინო წყაროებმა დაადასტურეს, რომ ქალაქის ერთ-ერთი უბანი დაიბომბა გაზით, რომელმაც დაშავებულებში ისეთი სიმპტომები გამოიწვია, როგორიცაა ხუთვა, თვალის ფერადი გარსის შემცირება, სპაზმები.

5 აპრილი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (World Health Organization - WHO) WHO შეშფოთებულია ცნობებით, რომელიც იდლიბის პროვინციაში ხან შაიხუნზე განხორციელებულ შეტევის დროს მაღალტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე მიუთითებს . ადგილზე მყოფი WHO -ს პარტნიორების ცნობებით (WHO -Health Cluster), დაიღუპა სულ მცირე 70 ადამიანი, ასობით დაშავდა. იდლიბის პროვინციაში მყოფი ექიმების თანახმად, ათობით ადამიანს, რომლებიც საავადმყოფოებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით არიან გადაყვანილნი, სუნთქვის სიძნელეები და ხუთვა აღენიშნებათ. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვებია.

 

5 აპრილი, ექიმები საზღვრების გარეშე (A Medecins Sans Frontieres -MSF): MSF-ის ექიმები, რომლებიც სირიის იდლიბის პროვინციაში მდებარე ბაბ ალ ჰავა-ს საავადმყოფოში იმყოფებიან, ადასტურებენ, რომ ხან შაიხუნის შეტევის შედეგად დაშავებულ 8 პაციენტს აღენიშნება იმგვარი სიმპტომები, რომლებიც ნეიროტოქსიკური აგენტის ზარინის ან მსგავსი ნივთიერებების გაშვებას ახლავს თან.

20 აპრილს, ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის (Organisation for the Prohibition of Chemical Weapons -OPCW), რომელიც ქიმიური იარაღის კონვენციის (CWC) აღმასრულებელი ორგანოა და დღეისათვის 192 წევრ სახელმწიფოს მოიცავს, გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მონაცემებით, თავდასხმის მსხვერპლთა (10 ადამიანი) ბიო-სამედიცინო ნიმუშების დეტალურმა ანალიზმა ხან შაიხუნზე შეტევის დროს ზარინის მომწამლავი გაზის ან მისი ანალოგის გამოყენება გამოავლინა. გამოკვლევები OPCW -ს 4 ლაბორატორიაში ჩატარდა.

სირიის მთავრობის მიერ ქიმიური აგენტების (ქლორინის) გამოყენების ფაქტებზე ანგარიშები Human Rights Watch-მა 2014 წლის მაისში, 2015 წლის აპრილში, 2015 წლის ივნისსა და 2016 წლის სექტემბერშიც გამოაქვეყნა.

რუსეთის ხელისუფლება და მედია

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი „ზვეზდა", ავტორი ვიქტორ სოკირნო
„სადაა მტკიცებულებები სირიელი მებრძოლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე? ისინი არაა, ხოლო საერთაშორისო სამართლის დარღვევა არის". "ბრალდებები, რომ სირიის სახელისუფლებო ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს არ შეესაბამება სინამდვილეს". სათაური: „ქიმიური კლოუნები" ამერიკა მზადაა სირიაში თუნდაც საკუთარი თავი აიფეთქოს, რათა ასიამოვნოს თავის რეჟისორს"

12 აპრილი

ტელეკომპანია МИР

8 აპრილი

რია ნოვოსტი

14 აპრილი

ტელეარხ „Звезда"-ს ვებ-გვერდი

 

საქართველო და მსოფლიოს შესახებ. გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს" გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდიწვლილის გამო" ორდენით დააჯილდოვა.

Politicano - ს შესახებ. Politicano-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ აღნიშნული ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს შესახებ. 

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უბლოკო სტატუსისა და ნეიტრალიტეტის ინიციატივით გამოვიდა და ამ ინიციატივას სხვა კრემლისტური პარტიებიც იზიარებდნენ. ნინო ბურჯანაძის პარტია ასევე ამკვიდრებდა აზრს, რომ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვევდა.

საქინფორმის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. დამოუკიდებლობა.com-ის თანახმად, „საქინფორმის" დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობის" ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც „საქართველო და მსოფლიოსაც" ფლობს. „საქართველო და მსოფლიოს" მსგავსად, საქინფორმიც გამოირჩევა სიძულვილის ენის გაღვივებით. თურქოფობიულ შეფასებებში „საქინფორმი" რუსეთის თურქეთის საპირწონედ წარმოჩენას და ყარსის ხელშეკრულებაზე დაუსაბუთებელი აპელირებას ახდენს.


მოამზადა რობერტ სიმონიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია