დეზინფორმაცია: ენციკლოპედია “ბრიტანიკა” საქართველოს ისტორიას აყალბებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Encyclopedia-Britannica-2016-Free-Download
165
VIEWS

2016 წლის 1 დეკემბერს, ონლაინ გამოცემა mediacity.ge-ზე გამოქვეყნდა არმენოფობიური შინაარსის სტატია “სომხების შავი ნოემბერი იუნესკოში – ტოლმა აზერბაიჯანულ კულტურას მიაკუთვნეს”, რომელიც ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას შეეხება. სტატიაში ნათქვამია:

“მსოფლიოში არსებულ 14 ძირითად დამწერლობას შორის, ერთ–ერთი ქართულია. ამავე დროს, ბრიტანულ ენციკლოპედია ,,ბრიტანიკას” ვებ–გვერდზე 2013 წლამდე ქართული ანბანის შემქმნელად სომეხი მოღვაწე (სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული) მესროპ მაშტოცი იყო მოხსენიებული… ქართული ანბანის შექმნაზე ინფორმაცია ,,ბრიტანიკა”-ს სომეხმა მეცნიერებმა მიაწოდეს, რათა მიზანმიმართულად გაეყალბებინათ საქართველოს ისტორია. დაუჯერებელია, ამ ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა არ იცოდნენ, რომ ქართული ანბანის შემქმნელი ფარნავაზ ქართველთა მეფეა?!”

1. რა წერია “ბრიტანიკა”-ში ქართული ანბანის შესახებ?

“ბრიტანიკა”-ს ვებ-გვერდზე ქართული დამწერლობის შესახებ სტატიაში ნათქვამია:

“ძველი ქართული დამწერლობა ბერძნული ანბანიდან უნდა მომდინარეობდეს. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ანბანის წყობა (რომელიც ბერძნულ მიმდევრობას ასახავს) და რამდენიმე ასოს ფორმა. თუმცა, ძველი ქართული დამწერლობის ასოების უმრავლესობის კუთხოვანი ფორმა, როგორც ჩანს, მისი გამომგონებლის თავისუფალი შემოქმედების შედეგია.”

2. ჩანაწერი, რომელიც ქართულ ანბანის შექმნას მესროპ მაშტოცს მიაწერდა, ენციკლოპედიიდან 2011 წელს ამოიღეს.

2011 წლამდელ ვერსიაში, “ბრიტანიკა” ქართული ანბანის შემქმნას სომეხ სწავლულს, მესროპ მაშტოცს მიაწერდა. მაშინ, ენციკლოპედიის ქართველმა კონტრიბუტორმა ლაშა ბერაიამ რედაქციას წერილით მიმართა, რომელშიც ის ამ ჩანაწერის შესწორებას ითხოვდა. კოლეგიამ მოთხოვნა გაითვალისწინა და 2011 წლის შემდეგ მესროპ მაშტოცი მხოლოდ სომხური ანბანის დამაარსებლად მოიხსენიება. Mediacity-ს სტატიაში არ არის აღნიშნული, რომ უზუსტობა ენციკლოპედიამ 2011 წელს გაასწორა და ამტკიცებს, რომ ბრიტანიკა მიზანმიმართულად აყალბებს საქართველოს ისტორიას.

inline images 1 vert დეზინფორმაცია: ენციკლოპედია "ბრიტანიკა" საქართველოს ისტორიას აყალბებს

3. “ბრიტანიკა”-ს სარედაქციო პოლიტიკა

ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს წევრები არიან საკუთარ სფეროში წამყვანი პირები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები და პულიცერის პრემიის გამარჯვებულები.

“მკითხველს, კონტრიბუტორსა და რედაქტორს შორის ინტერაქცია იწვევს მასალების გადახედვას და განახლებას, რაც ბრიტანიკას სტანდარტებს ინარჩუნებს. საენციკლოპედიო სტატიებში შეტანილი ცვლილებები გამოტანილია ამ სტატიების გასწვრივ, რათა თითოეული სტატიის ისტორია იყოს გამჭვირვალე,” – ნათქვამია ენციკლოპედიის ვებ-გვერდზე.

აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, თითქოს ბრიტანიკა მიზანმიმართულად აყალბებს საქართველოს ისტორიას, მცდარია.

 

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist