ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

არის თუ არა კავშირში გრიპის ვაქცინა COVID-19-თან?

1 ივნისი, 2020

PolitiFact-ის მასალა

28 აპრილს გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტი, რომელიც გრიპის ვაქცინას ეხებოდა, სოციალურ ქსელებში ახალი კონსპირაციის საფუძველი გახდა. პოსტის ავტორი წერდა, რომ მან ექიმს შეკითხვა დაუსვა კორონავირუსის ტესტირებასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხად მიიღო, რომ იმ შემთხვევაში თუ მას ბოლო 3-5 წლის განმავლობაში გრიპის საწინააღმეგო აცრა ჰქონდა გაკეთებული, მაშინ COVID-19-ზე ტესტი სავარაუდოდ დადებით პასუხს ამოაგდებდა. პოსტში ნათქვამი იყო ისიც, რომ H1N1-ის გავრცელების შემდეგ, კორონავირუსის ანტისხეულები გრიპის ვაქცინებში არსებობს. 

აღნიშნული პოსტი ფეისბუქის ადმინისტრაციამ ყალბ ინფორმაციად მონიშნა.

"

PolitiFact ინფორმაციის გადასამოწმებლად სამედიცინო ექსპერტებს დაუკავშირდა.

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდსონ ჰეიმერმა ამ ცნობებს უაზრობა უწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსებს ინფლუენსას ვირუსებისგან სრულიად განსხვავებილი ანტიგენები აქვთ. მისი თქმით, ორივე მსგავს სიმპტომებს იწვევს, თუმცა განსხვავებული კლასის ვირუსებია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ იმუნურ სისტემაში გრიპის ვაქცინა COVID-19-ის მიმართ რეაქციას გამოიწვევს.

ინფორმაცია სხვა ფაქტჩეკერებმაც, მათ შორის FactCheck.org-მა, გადაამოწმეს. ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით, ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა COVID-19-ის ტესტზე ყალბ დადებით შედეგს არ გვიჩვენებს.