ყალბი ინფორმაციის აღწერა.
შესავალ ნაწილში დეტალურად და ნეიტრალურად აღვწერთ ვინ, როდის და რომელი პლატფორმით გაავრცელა ინფორმაცია. მოგვყავს შესაბამისი ციტატა ან პოსტის გაზიარების შემთხვევაში, შესაბამისი სქრინი, ჰიპერლინკის სახით ასევე ვაბამთ ონლაინ რესურსის ბმულს.
შემაჯამებელი პარაგრაფი.
შემაჯამებელი პარაგრაფში მოკლედ არის რეზუმირებული, რა ტიპის დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე (ყალბი ინფორმაცია, ნახევრადსიმართლე, მანიპულაცია თუ სხვა) და რატომ არის არასწორი გავრცელებული ცნობა.
ყალბი ინფორმაციის დეკონსტრუირება – დეტალური აღწერა.
დეტალურად აღვწერთ, როგორ გადავამოწმეთ ინფორმაცია. ყალბი ინფორმაციის დეკონსტრუირებისას ვიყენებთ მხოლოდ სანდო წყაროებს, რომლებიც ჰაიპერლინკის სახით უნდა იყოს მიბმული შესაბამის ინფორმაციაზე. შესაძლოა ამ ნაწილის სტრუქტურირება (მაგალითად, 7 ტყუილი ან 3 ფაქტი, რომელიც მასალაში გამოტოვებულია და ა.შ.) და პუნქტობრივად დემონსტრირება, თუ რატომ არის არასწორი პირველწყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვიზუალი და ა. (Dayvigo) შ.
იდენტური ყალბი ინფორმაცია სხვა წყაროებში.
საძიებო სისტემებით ვეძებთ ქართულად, რუსულად და ინგლისურად, თუ სად გამოქვეყნდა იდენტური ყალბი ინფორმაცია, რათა ვაჩვენოთ გარკვეული კავშირები ფრაგმენტიზირებულ მედიებს შორის ან ინდეტურ რუსულ წყაროებთან.
წყაროს შესახებ.
მითების დეტექტორის ვებ-გვერდზე, პროფილების სექციაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმ მედიების შესახებ, რომლებიც დეზინფორმაციის ხშირად ავრცელებენ. შესაძლებელი მზა პროფილის გამოყენება ან განახლება. თუ წყაროს შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ასეთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის საიტზე ვეძებთ, ვინ არის მედია საშუალების დამფუძნებელი, ვარკვევთ მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებს. ვებ-გვერდის შემთხვევაში, ვამოწმებთ ვისზეა პლატფორმა რეგისტრირებული და ვიკვლევთ სხვა ყველა იმ ინფორმაციას, რაც წარმოდგენას გვიქმნის მედიუმის სარედაქციო პოლიტიკის თუ პოლიტიკური კავშირების შესახებ.
პროპაგანდის მეთოდი.
რედაქტორთან შეთანხმებით, გარკვეულ შემთხვევებში სტატიის ბოლოს შეიძლება დაემატოს პროპაგანდის მეთოდის აღწერილობა.