სხვადასხვა

Yandex საძიებო სისტემა ნავალნიზე მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს აჩვენებდა

1 მაისი, 2020

meduza.io-ს მასალის მიხედვით

27 აპრილს, ვებ გვერდმა tjournal.ru განაცხადა, რომ Yandex-ის საძიებო სისტემაში რუსი ოპოზოციონერის ალექსეი ნავალნის სახელის მოძიებისას პოპულარულ პასუხებში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია იყო ასახული, მაგალითად “როგორ შეუძლია ნავალნის უცოდინრობამ რუსეთის ეკონომიკა გააკოტროს”, “ნავალნის ბოტებმა Эхо Москвы-ზე ლიუბოვ სობოლის  ეთერი დაბუსტეს”, “პორტრეტი ლიფტში: ნავალნი სანაგვედან უნდა ამოგვეყვანა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ” და სხვა მსგავსი სათაურები. 

''

'
ფოტოები: tjournal.ru

რუსულმა ინტერნეტ გიგანტმა მომხდარს შეცდომა უწოდა. კერძოდ, 28 აპრილს გამოქვეყნებულ პრეს რელიზში Yandex-მა განაცხადა, რომ ზოგიერთი მომხმარებლისთვის ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალზე უამრავი ნეგატიური შინაარსის მქონე ინფორმაციის დაგროვება საძიებო სისტემაში ექსპერიმენტული ფუნქციის დატესტვის დროს დაფიქსირებულმა ხარვეზმა გამოიწვია. კომპანია ამტკიცებს, რომ ექსპერიმენტი მიზნად საძიებო შედეგებში პოპულარული კონტენტის დაგროვებას ისახავდა. 

Yandex-მა სატესტო ფუნქცია ვებ-გვერდიდან უკვე მოხსნა და საზოგადოებას  ამ საკითხზე მეტი დეტალის მიწოდებას დაპირდა.