სხვადასხვა

რა იწინასწარმეტყეველეს ნოსტრადამუსმა და ვანგამ კორონავირუსზე?

10 თებერვალი, 2020

რუსული გამოცემა antifashist.com 28 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება, რომ კორონავიურუსი ჩინელებმა კანადიდან მოიპარეს. სტატია კონსპირაციულ გამოცემა Zerohedge-ს იმოწმებს, რომელიც წერს, რომ 2019 წელს კანადიდან ჩინეთში საეჭვო ამანათი გაიგზავნა. Zerohedge-ის მტკიცებით, კანადის ეროვნულ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩინელი აგენტები მუშაობდნენ და სწორედ მათ გაგზავნეს კორონავირუსი ჩინეთში, რათა ის ბიოლოგიურ იარაღად გამოეყენებინათ.

"

EUvsDisinfo-ს ცნობით, რუსულ მედიაში სხვა აბსურდული კონსპირაციებიც ვრცელდებოდა. მაგალითად ukraina.ru წერდა, რომ კორონავირუსის გავრცელება ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა, ხოლო riafan.ru-ს და Московский Комсомолец-ის ინფორმაციით კი კორონავირუსზე წინასწარმეტყველება ვანგას ეკუთვნის.

""

"

რას წარმოადგენს Zero Hedge?

Zero Hedge ინგლისურენოვანი გამოცემაა და ფინანსური საკითხების გამშუქებელ სააგენტოდ პოზიციონირებს. 2016 წლამდე ვებ-გვერდზე ყველა სტატია ანონიმურად ქვეყნდებოდა, ცნობილი წიგნისა და ფილმის “მებრძოლთა კლუბის”-ის მთავარი პერსონაჟის, ტაილერ დურდენის სახელით. 2016 წელს ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ტაილერ დურდენის უკან არსებული რეალური პირების სახელები: კოლინ ლოკი, ტიმ ბაკშალი და დანიილ ივანჯიისკი - ბულგარეთში დაბადებული, აშშ-ში ბაზირებული ყოფილი საინვესტიციო ბანკირი. Zero Hedge-ის სტატიები ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერით გამოირჩევა. ვებ-გვერდი ხშირად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და კონსპირაციის თეორიებს. კორონავირუსზე გავრცელებული კონსპირაციის შემდეგ ZeroHedge ტვიტერმა დაბლოკა.