ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

პირბადეების საწინააღმდეგო FB ჯგუფები: covid-19-ზე დეზინფორმაციის და კონსპირაციების სივრცე

30 ივლისი, 2020

მომზადებულია Media Matters-ის მასალის მიხედვით.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა, მისი გავრცელების შესაკავებლად სხვადასხვა სტრატეგიების დანერგვა დაიწყო. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებული რეკომენდაცია და მოწოდება პირბადეების ტარებაა. ამის საპასუხოდ, ფეისბუქზე სპეციალური ჯგუფები შეიქმნა რამდენიმე ათასი წევრით, რომლებიც პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით საზიანო დეზინფორმაციას ავრცელებენ. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში და ისეთ ადამიანებთან ინტერაქციისას, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ, გამოიყენონ პირბადეები. აღნიშნული რეკომენდაცია ეფუძნება ვირუსის შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს და პირბადეების მეშვეობით ვირუსის გავრცელების შემცირების მზარდ მტკიცებულებებს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის ექსპერტებიც ეთანხმებიან აღნიშნულ რეკომენდაციას.

Media Matters-მა აღმოაჩინა 55 ფეისბუქ ჯგუფი, რომლებიც პირბადეების ტარებას ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულ ჯგუფებს ჯამში 57 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. მათგან ერთს 20 ათასზე მეტი წევრი ჰყავს, 10 ჯგუფს კი 1000-ზე მეტი წევრი. იმის მიუხედავად, რომ ჯგუფების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აპრილშია შექმნილი, მათი უმეტესობა 17 ივნისიდან იღებს სათავეს. 

მსგავსი ახალ-ახალი ფეისბუქ ჯგუფების შექმნისა და მათ წევრთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, იზრდება პირბადეებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშიშროებაც სოციალურ მედიაში. იქიდან გამომდინარე, რომ Media Matters-ის მიერ გამოვლენილი ჯგუფების უმრავლესობა დაფარულია, ფეისბუქის ადმინისტრაციას უფრო მეტად გაუჭირდება მათი შესწავლა და საზიანო კონტენტის გამოვლენა. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ვირუსული პოსტი რომელიც პირბადეების შესახებ ცრუ ინფორმაციას შეიცავდა, იდენტურად გაზიარდა სულ მცირე 7 სხვადასხვა ჯგუფში. 

Media Matters-მა შეამოწმა ზოგიერთი ამ ჯგუფის პოსტები და აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობა საზიანო სამედიცინო დეზინფორმაციითაა სავსე. მეტიც, ზოგიერთი წევრი კონსპირაციის სხვადასხვა თეორიებსაც ავრცელებს, მათ შორის პირბადეების როგორც სამთავრობო კონტროლოს დამყარების საშუალების შესახებ და ტრამპის მიერ ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადებების შესახებ. 

წარმოგიდგენთ ზოგიერთ დეზინფორმაციას, რომელიც ზემოაღნიშნულ ჯგუფებში გავრცელდა:

Bare Face is Legal ჯგუფში, რომელსაც 20 ათასზე მეტი წევრი ჰყავს, ერთ-ერთმა წევრმა გააზიარა ფოტო წარწერით “პირბადებიის ტარების დაძალება ხალხისთვის არაფერ კავშირშია უსაფრთხოებასთან” “ეს არის ექსპერიმენტი, რომ განსაზღვრონ, ვინ არის მიმდევარი და ვინ არა”.

"

იმავე ჯგუფში 7 ივლისს გამოქვეყნდა პოსტი რომლის მიხედვითაც პირბადეების ტარება ბავშვების სიკვდილიანობას იწვევს.

"

Million Unmasked March ჯგუფში ერთ-ერთმა წევრმა გააზიარა დელ ბიგთრის ვიდეო, რომელიც ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის მოწინავე წევრია. ვიდეოში, რომელმაც 30 ათას ინტერაქციაზე მეტი დააგროვა ფეისბუქზე, ბიგთრი ამტკიცებს, რომ ჩაატარა ტესტი რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ პირბადეები “ბავშვებისთვის მომწამლავია.” 

"

ჯგუფში Call to action against Washington mask requirements ერთ-ერთმა წევრმა გააზიარა ვებგვერდი, რომელიც ამტკიცებს, რომ “პირბადეები არ მუშაობს” და გაავრცელა გადამოწმებულად ცრუ ინფორმაცია, რომ პირბადეები იწვევენ “ნახშირორჟანგით მოწამვლას.”

"

Unmasked CT ჯგუფში ერთ-ერთი წევრი ამტკიცებდა, რომ “ეს ვირუსი მთლიანად აბსურდია”, მაგრამ დაურთო, რომ სიმართლე რომც იყოს, უსიმპტომო ხალხს მისი გავრცელება შეუძლია, თუმცა ეს “დაეხმარება ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.” სხვა წევრმა დაუსაბუთებელი მტკიცება წამოაყენა, რომ იმ ადამიანების 83% ვინც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთან ცხოვრობდა, არ დაინფიცირებულა.

"

ჯგუფში Mask Free PA მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტო წარწერით, სადაც მიზეზები იყო ჩამოთვლილი თუ რატომ არ ატარებენ პირბადეს. მათ შორის იყო “მე მომწონს ჟანგბადის სუნთქვა”, “99.9% გადარჩენის შანსი”, და “არ მჯერა ჭორების”

"

Keep Florida Open and End Mandatory Mask Wearing ჯგუფში გავრცელდა ფოტო წარწერით, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მუსლიმები “სახეს მთელი ცხოვრების განმავლობაში იფარავენ, მაგრამ კორონავირუსი მაინც ემართებათ”. აღნიშნული იმის დემონსტრირებას ცდილობდა, რომ პირბადეები არაეფექტურია.

"

ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით კი პირბადეები “გონების კონტროლის საშუალებებია”.

"