სხვადასხვა

ოქსფორდის კვლევამ დეზინფორმაციული კამპანია 70 ქვეყანაში დათვალა

1 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 26 სექტემბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის “გლობალური დეზინფორმაციის წესრიგის” თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ბოლო ორი წლის განმავლობაში დეზინფორმაციული კამპანიები გახშირდა და 70 ქვეყანაში დაფიქსირდა. კვლევა აჩვენებს, რომ 70 სახელმწიფოში მინიმუმ ერთი პოლიტიკური პარტია ან სამთავრობო უწყება მაინც ჩართულია სოციალურ ქსელებში აგორებულ მანიპულაციურ კამპანიაში. მთავრობები დეზინფორმაციის გავრცელების გზით ახდენენ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას, ახშობენ საპირისპირო შეხედულებებს და ერევიან საგარეო ურთიერთობებშიც.

ანგარიშის მიხედვით, ორგანიზებული პროპაგანდისტული კამპანიები მეტწილად ფეისბუკზე ვრცელდება. ყალბი ამბების გამავრცელებელ გვერდებთან ბრძოლის მიუხედავად ფეისბუკი დეზინფორმაციისთვის ნომერ პირველ პლატფორმად 56 ქვეყანაში რჩება. სოციალურ მედიაში მანიპულაციისთვის ასევე აქტიურად გამოიყენება Whatsapp, Youtube, Instagram და Twitter. 

"
წყარო: ოქსფორდის უნივერსიტეტი

იზრდება ტროლების და ბოტების რაოდენობა და სამიზნე აუდიტორიის მასშტაბებიც, მაგალითისთვის, ჩინეთმა, რომელიც პროპაგანდას ქვეყნის შიგნით წლებია იყენებს, ჰონგ კონგის საპროტესტო აქციების შემდეგ ძალისხმევა გააფართოვა და საზღვრებსაც გასცდა. აგვისტოში ფეისბუკზე, ტვიტერსა და იუთუბზე პეკინთან დაკავშირებული ის გვერდები დაიბლოკა, რომლებიც საპროტესტო აქციების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. კვლევის მიხედვით, ჩინეთის გარდა, საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენაზე საზღვრებს გარეთ ორიენტირენული მინიმუმ კიდევ 6 ქვეყანა იყო: რუსეთი, ინდოეთი, ირანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი და ვენესუელა.

"
წყარო: ოქსფორდის უნივერსიტეტი

ტაქტიკები, რომლებიც ტროლებისა და ბოტების მეშვეობით დღის წესრიგის შექმნასა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობს, დიდ სახელმწიფოებზე ლიმიტირებული აღარ არის. ოქსფორდის მკვლევრები აცხადებენ, რომ ამ ხერხებს უკვე აქტიურად მიმართავენ ისეთი პატარა ქვეყნებიც, როგორებიცაა აზერბაიჯანი, ზიმბაბვე, ბაჰრეინი და სხვა. ტაჯიკეთმა ყალბი ანგარიშების შესაქმნელად და სამთავრობო შეხედებულებების გასავრცელებლად სტუდენტებიც კი დაიქირავა. მიანმარში კი დეზინფორმაციული კამპანიების გამოძიების დროს გაირკვა, რომ სამხედრო მოხელეებს სოციალურ ქსელებში საქმიანობისათვის რუსი აგენტები წვრთნიდნენ.

კვლევის მიხედვით, საქართველო საშუალო შესაძლებლობების მქონე  კიბერ ჯარების კატეგორიაში (Medium cyber troop capacity) შედის. აღნიშნული კატეგორია მოიცავს თანმიმდევრულ სტრატეგიას სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალით, რომლებიც წლიურად აკონტროლებენ საინფორმაციო სივრცეს და სოციალურ მედიაში მანიპულაციისთვის სხვადასხვა მექანიზმებს სცდიან. საქართველოს დეზინფორმაციული კამპანიის სტრატეგიაში შედის მთავრობის მიერ დაფინანსებული პრო-სახელისუფლებო პროპაგანდის გამავრცელებელი ტროლები, რომლის სამიზნეც პოლიტიკური ოპონენტები ან ჟურნალისტები არიან.
"
წყარო: ოქსფორდის უნივერსიტეტი

"
წყარო: ოქსფორდის უნივერსიტეტი

"
წყარო: ოქსფორდის უნივერსიტეტი

"
წყარო: ოქსფორდის უნივერსიტეტი

სოციალური ქსელები, რომლებიც ოდესღაც თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერ ძალად მოიხსენიებოდა, დეზინფორმაციის გავრცელებაში, ძალადობის გაღვივებასა და მედიიისა და დემოკრატიული ინსტიტუციებისადმი ნდობის შემცირებაში მისი როლის გამო  კრიტიკული განხილვის ქვეშ მოექცა.

ფეისბუქზე სახელისუფლებო ტროლების აქტივობას და მათ დეზინფორმაციულ კამპანიებს “მედიის განვითარების ფონდიც” იკვლევდა. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ტროლები და მათი ძირითადი ნარატივები მამუკა ხაზარაძის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ და პანკისის მოვლენების შესახებ.

იხილეთ “მედიის განვითარების ფონდის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები: