მედია

მოლდოვის პარლამენტმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი მიიღო

15 იანვარი, 2018

2018 წლის 10 იანვარს მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, ანდრიან კანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსულ "მედია პროპაგანდას" კრძალავას.

მანამდე, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე პრო-რუსი პრეზიდენტის იგორ დოდონის უფლებამოსილება შეუჩერა და დაადგინა, რომ აღნიშნული კანონის რატიფიცრება კანდუს ან პრემიერ-მინისტრის პაველ ფილიპის მანდატში შედიოდა. სასამართლოს განმარტებით, დოდონმა ორჯერ თქვა უარი საკუთარი საკონსტიტუციო ვალდებულების შესრულებაზე და ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს.

კანონდებლობა პარლამენტს მოლდოვის პრო-დასავლურმა ხელისუფლებამ წარუდგინა.

ე.წ. "მედია პროპაგანდის" კანონი მოლდოვაში რუსული ტელევიზიების პროგრამების რეტრანსლირებას ახალი ამბების, ანალიტიკის, პოლიტიკისა და სამხედრო საკითხების შესახებ კრძალავს.

კანონის ხელმოწერის შემდეგ მოლდოვის პრო-რუსულმა პარტიებმა საპროტესტი აქციები გამართეს. რუსეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტომ Ria novosti კანონის მიღება დაგმო და აღნიშნა, რომ მას მოლდოვაში რუსული მედიის აკრძალვისთვის გამოიყენებენ.

აღნიშნული კანონმდებლობის გარდა, კანდუმ ხელი მოაწერა დოკუმენტს შვიდი ახალი პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე მინისტრის დამტკიცების შესახებ, რომლის რატიფიცირებაზეც დოდონი უარს ამბობდა.

კანდუ და ფილიპი პრო-დასავლური “მოლდოვის დემოკრატიული პარტიის” წევრები არიან. პარტია მხარს უჭერს ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან და აშშ-სთან, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოლდოვის პრო-რუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტთან.

წყარო: რადიო თავისუფლება