იყვნენ თუ არა ქართველები უმცირესობაში ლავრენტი ბერიას ცეკას მდივნობამდე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

36
VIEWS

7 ოქტომბერს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კუკავამ მისი პარტიის საარჩევნო პროგრამის შესახებ აჭარის რეგიონული ტელევიზიის, TV12-ის, ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში შრომითი მიგრანტების შემოსვლა აიკრძალება, რადგანაც არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში ქართველები ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ეს ჰიპოთეტური სურათი მან ლავრენტი ბერიას დანიშვნამდე არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას შეადარა და აღნიშნა, რომ  ბერიამდე ქართველები საქართველოში უმცირესობაში იყვნენ.

ტელეკომპანია TV12, კახა კუკავა, თავისუფალი საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი: “ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და არ შეგვიძლია ჩვენ რომ მილიარდიან ქვეყნებს ასე უკონტროლოდ კარი გავუღოთ. ვინც არ იცის საქართველოს ისტორია, ვიდრე ლავრენტი ბერია გახდებოდა ცეკას პირველი მდივანი, ქართველები ვიყავით ეთნიკურ უმცირესობაში. აი, ეს რომ იცოდეთ ისე, ეს სკოლაში არ ისწავლება, რა თქმა უნდა”.

კახა კუკავას განცხადება დეზინფორმაციაა. ლავრენტი ბერიას თანამდებობის დაკავებმადე 5 წლით ადრე, 1926 წლის სსრკ-ის პირველი საყოველთაო აღწერით საქართველოში 2,666,494 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან  1,788,186 (67.1%) ეთნიკურად ქართველი იყო. (yourdoctors.online)  

  • ამირკავკასიის სფსრ და დემოგრაფია 1926 წელს

ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1931 წელს გახდა, ამ დროისთვის საქართველოს სსრ ჯერ კიდევ ამირკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებთან ერთად. საბჭოთა კავშირში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა ბერიას თანამდებობის დაკავებამდე 5 წლით ადრე,1926 წელს, ჩატარდა. ამ აღწერის მიხედვით, ამიერკავკასისს სფსრ-ში 5,861,529 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობა 2,666,494-ს შეადგენდა.

"

მთელს საბჭოთა კავშირში ამ დროისთვის  1,821,184 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 1.24%-ს შეადგენდა.

"

თავად საქართველოს სსრ-ში კი 1,788,186 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობდა.  საქართველოში მცხოვრები დანარჩენი ეთნიკური ჯგუფები კი ჯამში 878,308-ს შეადგენდა, მათ შორის ყველაზე მეტი სომეხი – 307,018.

  • საბჭოთა კავშირის საყოველთაო აღწერის შედეგები 1939 წელს

ლავრენტი ბერიამ საქართველოს “ცეკას” პირველი მდივნის პოსტი 1938 წელს დატოვა, შემდეგ წელს კი კიდევ ერთი საყოველთაო აღწერა ჩატარდა.   1939 წელის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3,540,023-ს შეადგენდა, ეთნიკურად ქართველები აქაც უმრავლესობას (2,173,922) წარმოადგენდნენ, თუმცა დეპორტაციების შედეგად, 1926 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ეთნიკურად რუსების რაოდენობა 212,599-ით არის გაზრდილი.

"

კახა კუკავას შესახებ

კახა კუკავა მიგრანტების საკითხზე ხშირად აპელირებს. მითების დეტექტორმა გადაამოწმა მისი ტყუილი, თითქოს თბილისსა და ბათუმში წარწერები მხოლოდ არაბულ ენაზეა. ასევე მცრადი იყო მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს განათლების სამინისტრომ არაბული “დედა ენის” ავტორიზაცია მოახდინა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნების წინ კახა კუკავას საარჩევნო კლიპი (“საქართველო მიგრანტების გარეშე”) სამმა ტელევიზიამ დაბლოკა.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist