Facebook-ი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

26030427_10213589403462493_476764829_n
212
VIEWS

CNN-ის ცნობით, პარასკევს ფეისბუკმა აამუშავა ახალი მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, გაარკვიონ ხომ არ მოიწონეს ან გამოიწერეს Internet Research Agency-ის მიერ შექმნილი ფეისბუკ გვერდი ან ინსტაგრამ ანგარიში. Internet Research Agency არის კრემლთან დაკავშირებული ტროლების ფერმა, რომელიც ცდილობდა აშშ-ის პოლიტიკაში ქაოსის გამოწვევას ცდილობდა.

მექანიზმი, რომელსაც ფეისბუკი მომხარებლებს ნოემბერში დაჰპირდა, საიტი დახმარების ცენტრშია ხელმისაწვდომი.

გასულ თვეს ფეისბუკი გუგლთან და ტვიტერთან ერთად წარსდგა კონგრესის წინაშე, რათა პასუხი გაეცა კითხვებზე, თუ როგორ მოახერხა რუსეთმა მათი პლატფორმის გამოყენება  2016 წლის აშშ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ფეისბუკმა ასევე კონგრესს 3 000-ზე მეტი რეკლამა გაუზიარა, რომელიც Internet Research Agency-თან დაკავშირებული იყო. ფეისბუკის შეფასებით, ეს რეკლამები დაახლოებით 10-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

საბოლოო ჯამში, ფეისბუკის შეფასებით, დაახლოებით 150-მა მილიონმა ამერიკელმა იხილა Internet Research Agency-ის კონტენტი. ფეისბუკის ახალი მექანიზმი მოხმხარებლებს მისცემს შესაძლებლობას, გაიგონ თუ მოიწონეს ან გამოიწერეს Internet Research Agency-თან ასოცირებული გვერდი, თუმცა იგი მომხარებლებს ვერ ამცნობს, თუ მათ სიახლეების ველში ფეისბუკ მეგობრის მიერ რომელიმე ამ გვერდიდან გაზიარებული პოსტი გამოჩნდება.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ფეისბუკი გაძლიერებულად მუშაობს, რათა თავის პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელებას გაუმკლავდეს. ამ კვირას, კომპანიამ განაცხადა, რომ იგი ვებ-გვერდზე ყალბი და მანიპულაციური ინფორმაციის იდენტიფიცირების მეთოდებს ცვლის.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist