ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

აქცია კორონას ვაქცინის თუ ესპანეთის პრემიერის წინააღმდეგ?

22 ოქტომბერი, 2020

20 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებლებმა Nina Marji-მ Mariya Mariya-მ და დავით გიორგობიან-მა რუსულენოვანი ფეისბუკ მომხმარებლის Татьяна Скараманга-ს პოსტი გაავრცელეს, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს ესპანეთში საპროტესტო აქცია კორონასა და სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გაიმართა. პოსტს ვიდეო ახლავს, რომელიც მადრიდში ხალხმრავალ აქციას ასახავს. 

""

"

ფეისბუკ მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მადრიდში ხალხმრავალი აქცია კორონავირუსისა და სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გაიმართა, მცდარია. ვიდეო, რომელიც მათი მტკიცებით ამ გამოსვლას აღწერს, სინამდვილეში, 2019 წლის თებერვალში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე რემდენიმე თვით ადრე  ესპანეთის პრემიერის წინააღმდეგ გამრთული აქციის ამსახველია. 

ვიდეო 2019 წლის 10 თებერვალს  ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა და პრემიერის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას ასახავს

“მითების დეტექტორმა”  გავრცელებულ პოსტებზე დართული ვიდეო, რომელიც პოსტების ავტორების მტკიცებით,  კოვიდ-19-ისა და სავალდებულო ვაქცნის წინააღმდეგ მადრიდში გამართულ აქციას აღწერს, InVID-ის ხელსაწყოს მეშვეობით გადაამოწმა. InVID-ის პროგრამის მეშვეობით  გამოქვეყნებული ვიდეოების კადრებად დაშლაა შესაძლებელი, რომელთა სურათის  უკუძიების ხელსაწყოს გამოყენებით გადამოწმების შედეგადაც დგინდება, რომ იდენტური ვიდეო , კადრებითა და ფონის მუსიკით, პირველად ინტერნეტ სივრცეში 2019 წლის თებერვალში, ახალი კორონავირუსის პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა.

"

ვიდეო ესპანურ მედიასა  და სოციალურ ქსელში 2019 წლის 10 თებერვალს გამოჩნდა. ესპანური მედია  elperiodicodearagon-სა და  ესპანელ პოლიტიკოსის ” პოპულარული პარტიის” წევრის, პედრო კაბრერა რენტეროს (Pedro J. Cabrera Rentero)  მიერ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებული ვიდეო,  მადრიდში ესპანეთის პრემიერ მინისტრ პედრო სანჩესის წინააღმდეგ გამართულ აქციას ასახავდა. BBC-ის თანახმად, 2019 წლის 10 თებერვალს  კონსერვატიუილ და ცენტრისტული პარტიების “პოპულარული პარტიისა” და Ciudadanos (მოქალაქეების) მხარდამჭერებმა მადრიდში პრემიერ მინისტრ პედრო სანჩესის წინააღმდეგ აქცია გამართეს, ისინი კატალონიელ სეპარატისტებთან მოლაპარაკების დაწყებას აპროტესტებდნენ. აღნიშნული ვიდეო 11 თებერვალს ესპანურმა ფაქტების გადამოწმების ვებ-გვერდმა newtral-მაც 2019  გადაამოწმა.

"

"

როგორ გავრცელდა 2019 წლის თებერვლის ვიდეო კოვიდთან დაკავშირებით?

ფეისბუკ მომხმარებელმა Татьяна Скараманга-მ, რომელიც ფეისბუკ პროფილის მიხედვით ლატვიაში ცხოვრობს პოსტი, თითქოს ესპანეთში კოვიდ-19-ისა და ვაქცინაციის წინააღდმეგ საპროტესტო აქცია გაიმართა,  16 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მას ათასზე მეტი გაზიარება აქვს. ქართულ ფეისბუკ სივრცეში Татьяна Скараманга-ს პოსტი Mariya Mariya-მ ფეისბუკ ჯგუფებში კორონა აფიორა და რუსთავი 21 ∆ RUSTAVI 21 გაავრცელა. ფეისბუკ მომხმარებლის დავით გიორგობიანი-ს პოსტს კი 51 გაზიარება აქვს. ვიდეო, იდენტური შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ტვიტერზე და youtube-ზეც გავრცელდა. 


ანა ჩიტალაძე