Политика

ვის უმღერის ხაზარაძე - “ბედის ვარსკვლავს” თუ მიშას?

25 September, 2021

25 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა Politics გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მღერის პარტია “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე,  მუსიკად კი “მიშა მაგარია” ისმის, გვერდმა ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ხაზარაძე უმღერის მიშას”. ვიდეო კადრებს “მთავარი არხის” ლოგო აქვს დადებული.

"
გვერდ Politics-ის პოსტი ვიდეომანიპულაციაა. ვიდეო “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდიდან არის აღებული, რომელშიც ხაზარაძე არა “მიშა მაგარიას”, არამედ “ბედის ვარსკვლავი მიღიმის” მღერის. 25 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ მარჯანიშვილის გამზირზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა, თუმცა მათ შორის “მიშა მაგარია” არ ყოფილა. ოპოზიციის მადისკრეტიტირებელი გვერდის მიერ პოსტის წინაასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში გავრცელება პარტია “ლელოს” ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებას ისახავს მიზნად, რასაც ისიც ცხადყოფს, რომ პოსტი დასპონსორებულია.

25 სექტემბერს პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარჯანიშვილის მეტროს წინ ბენდთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, რაც სხვადასხვა მედიამ გააშუქა და ფეისბუკ მომხმარებელმა გააზიარა. “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ხაზარაძე “ბედის ვარსკვლავი მიღიმის” მღერის. ტელეკოპმანია “ფორმულას” და “ტვ პირველის” მიერ განთავსებულ ვიდეოებში კი “დროს” ასრულებს.

"
ფეისბუქ-გვერდმა Politics-მა ტელეკომპანია "მთავარის" კადრები შეარჩია და ის ძველი საარჩევნი კლიპით “მიშა მაგარიათი”  გადაფარა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ეძვნებოდა. ამდენად, Politics-ის მიერ გავრცელებული მამუკა ხაზარაძის ვიდეო მანიპულაციაა, რადგან ხაზარაძის მიერ მარჯანიშვილის გამზირზე შესრულებულ სიმღერებს შორის “მიშა მაგარია” არ ყოფილა.

გვერდს პოსტი დასპონსორებული აქვს. 

"
კომენტარების ველში მომხმარებელთა ნაწილმა ვიდეო ხუმრობად აღიქვა, ნაწილმა კი რეალურად მიიჩნია და მამუკა ხაზარაძის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერა.

Politics-ის შესახებ

გვერდი “Politics” 2021 წლის 29 ივლისს წინასაარჩევნოდ შეიქმნა და მას 1202 მოწონება აქვს. გვერდზე უმეტესწილად ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მადისკრედიტირებელი პოსტები ქვეყნდება.

"
ოპოზიციის მადისკრედიტირებელი პოსტების უმეტესობა გვერდზე დასპონსორებულია, ბოლო 7 დღეში გვერდს პოსტების დასპონსორებაში 223 დოლარი აქვს გადახდილი.

"

"

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.