Разное

გეი წყვილები თუ გენდერული თანასწორობა - რაზე ისაუბრა გურამ კაშიამ მოზარდებთან შეხვედრისას?

23 June, 2021

გაზეთ “ასავალ-დასავალის”, 21 -27 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის კომენტარი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ გურამ კაშია “თანასწორობის პროგრამით” გურიაში სოფელ-სოფელ დადის და ბავშვებს გეი წყვილების შესახებ ესაუბრება. 

 

ნიკოლზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „მაშინ, როცა სახელოვან სერბ ფეხბურთელს მატია კეჟმანს მაისურზე ქრისტე აქვს გამოსახული, გურამ კაშია, "თანასწორობის პროგრამით" გურიაში სოფელ-სოფელ დადის და ბავშვებში გეი-წყვილების შესახებ ლექციებს ატარებს.“

“ასავალ-დასავალის” ის გვერდი, სადაც უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ინტერვიუა გამოქვეყნებული, ნიკოლოზ მჟავანაძემ საკუთარ ფეისბუქის გვერდზეც გამოაქვეყნა.

; 
მტკიცება იმის შესახებ, რომ გურამ კაშია გურიაში ბავშვებს გეი-წყვილების შესახებ ესაუბრება, მცდარია. რეალურად კაშიას ვიზიტი სამეგრელოში კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში შედგა და მან ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობისა და არაძალადობრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. 

გურამ კაშია სამეგრელოს სოფელ ხეთაში 11 ივნისს იმყოფებოდა. მისი ვიზიტი გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციატივით კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაიმართა. გურამ კაშია ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდებს და ხობის "კოლხეთის" გოგონათა გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და მათთან თანასწორობის, ტოლერანტობისა და არაძალადობრივი ურთიერთობების შესახებ  ისაუბრა.

;
“კაცები ზრუნავენ” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. კამპანიის მიზანი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მამაკაცების ჩართულობის წახალისებაა, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. როგორც  ევროპის მასშტაბით თანასწორობის ხელშემწყობი საუკეთესო ინიციატივა “კაცები ზრუნავენ 2018 წელს Emerging Europe Award”-ის გამარჯვებული გახდა. კამპანიაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც კამპანიის მიზნებს იზიარებს. 

UNFPA-ს საქართველოს ოფისისა და საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” მრავალწლიანი თანამშრომლობა ფეხბურთში გოგონების მონაწილეობის წახალისებასა და სპორტში ბიჭებისთვის და გოგონებისითვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად, ასევე “ლოკომოტივის” ფეხბურთებელი კამპანიაში “კაცები ზრუნავენ” არიან ჩართულნი. 

გურამ კაშიას გარდა 11 ივნისის ღონისძიებაში UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქარაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა, საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე მონაწილეობდნენ. 

“მითების დეტექტორმა”  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ სკოლებში განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივის “თანასწრორობის კუთხის” შესახებ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის მიერ გავრცელებული მანიპულაცია ადრეც გადაამოწმა:


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.