ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების ანტი-მუსლიმური კონსპირაციები ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გე
153
VIEWS

პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან დაკავშირებით ულტრა-მემარჯვენე ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში 2019 წლის 15 აპრილის ხანძრის დაწყებიდან რამდენიმე საათში კონსპირაციის თეორიები გავრცელდა. ულტრა-მემარჯვენე ძალები ცეცხლის გაჩენის ჯერაც დაუზუსტებელი მიზეზით მანიპულირებენ და ამ შემთხვევას ანტი-მუსლიმური ნარატივების გასავრცელებლად იყენებენ. გთავაზობთ 5 ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მითს ნოტრ-დამის ხანძართან დაკავშირებით.

   1. ტაძრის სარემონტო სამუშაოების ერთ-ერთი მუშა აცხადებს, რომ ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.

ამ ინფორმაციის პირველწყარო ამერიკელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქრისტოფერ ჰეილია რომელმაც პოსტი თვითერზე განათავსა, შემდეგ კი წაშალა.

ქრისტოფერ ჰეილი: “ჩემმა იეზუიტმა მეგობარმა, რომელიც პარიზში, ნოტრ-დამში, მუშაობს, შემატყობინა, რომ კათედრალის პერსონალის თქმით, ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.”

"

აღნიშნულ პოსტზე დაყრდნობით, სტატიები გაავრცელეს Infowars.com-მა და Summit.news-მა, რომელიც, თავის მხრივ, წყაროდ გამოიყენა “ქართული მარშის” წევრმა ბექა ვარდოსანიძემ.

"

ულტრა-ნაციონალისტური ძალების მიერ გავრცელებული განცხადებები, თითქოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ცეცხლი წინასწარ იყო დაგეგმილი, დეზინფორმაციაა. საფრანგეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ  გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა შემთხვევითობას უკავშირდება, კერძოდ კი დენის მოკლე ჩართვას და არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ეს განზრახ ქმედება იყო.

  2. CNN-ის ყალბი გვერდი აცხადებს, რომ ნოტრ-დამის ხანძარი ტერორისტულ აქტს წარმოადგენდა.

"

წყარო: buzzfeednews.com

CNN-ის ყალბი ანგარიში ამ წლის აპრილში შეიქმნა და მხოლოდ რამდენიმე გამომწერი ჰყავდა, თუმცა ზემოაღიშნულმა პოსტმა ყურადღება სწრაფად მიიპყრო. დეზინფორმაციის გავრცელებიდან ორ საათში თვითერის ადმინისტრაციამ გვერდი წაშალა.

  3. Fox News-ის ყალბი ანგარიში თვითერზე ვიდეოს აზიარებს, სადაც ნოტრ-დამის ხანძრის დროს უცნობი პიროვნებები “Allahu Akbar”-ს ყვირიან.

"

წყარო: buzzfeednews.com

ყალბი გვერდი Fox News Channel დაახლოებით ერთი თვის შექმნილია. მან დეზინფორმაციისთვის ასევე გამოიყენა ამერიკელი სომალელი პოლიტიკოსის, აშშ-ის წარმომამდგენელთა პალატის წევრის, ილჰან ომარის პოსტი, სადაც ის ხანძარზე აკეთებს კომენტარს.

ილჰან ომარი: “იმას იმკიან, რაც დათესეს”.

Fox News Channel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ისევე როგორც თავად თვითერის გვერდი, ყალბია. სინამდვილეში ილჰან ომარს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია და არც გაზიარებული ვიდეო ყოფილა ავთენტური. კონსპირაციების გავრცელების შემდეგ თვითერის ადმინისტრაციამ აღნიშნული გვერდი მალევე წაშალა.

რა ხდებოდა Fox News Channel-ის მიერ გაზიარებულ ვიდეოში?

კადრებიდან ჩანს, თუ როგორ იწვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ამვდროულად ისმის ყვირილი “Allahu Akbar”. Buzfeed-ის ცნობით, საქმე ვიდეომანიპულაციასთან გვქონდა, რომლის კადრებიც ნამდვილია, თუმცა ხმა – დადებული. აუდიო მასალა, რომელიც ვიდეოზე იყო გადადებული, Google-ში მარტივად არის ხელმისაწვდომი.

"

წყარო: Buzfeed

  4. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა Telegraph-ის 2016 წლის სტატია, სადაც საუბარია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ახლომდებარე მიტოვებულ მანქანაში ნაპოვნია გაზის ბალონები და არაბული დოკუმენტები.

"

სტატია 3 წლის წინ, 2016 წლის 8 სექტემბერს არის გამოქვეყნებული. Twitter-ზე დაიწყო დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც 2016 წელს პარიზში, ნოტრ-დამთან, აღმოჩენილ გაზის ბალონებსა და არაბულ დოკუმენტებს  2019 წლის 15 აპრილის ხანძრის მიზეზთან აკავშირებდა. მოგვიანებით გამოცემა Telegraph-მა სტატიას მოკლე განაცხადი დაურთო იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო 2019 წლის 15 აპრილს მომხდარ ინციდენტთან.

  5. მუსლიმები სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს, სადაც ცეცლმოკიდებული ნოტრ-დამი ჩანს, “სიცილის რეაქციებს” უწერენ.

"

იმ ადამიანების ვინაობისა და განზრახვის დადგენა, ვინც ვიდეოს “სიცილის რეაქციებით” გამოეხმაურა, ცალსახად შეუძლებელია. აღნიშნული გვერდების ნაწილი შესაძლოა წარმოადგენდეს ყალბ იდენტობას, ნაწილი კი საერთოდ არ მიეკუთვნებოდეს მუსლიმურ თემს. ამასთანავე, მსგავსი სახელით და გვარით შექმნილი ანგარიშები ვიდეოზე “სიცილის” გარდა აფიქსირებენ სხვა რეაქციებსაც, შესაბამისად ის ნარატივი, რომ “მუსლიმებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვა გაუხარდათ” მანიპულაციურია.

პოლ ჯოზეფ უოტსონი, რომელმაც “ფეისბუქ რეაქციების” შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ბრიტანელი ულტრა-მემარჯვენე იუთუბერი და რეპორტიორია ვებ-გვერდ Infowars.com-ზე, სადაც სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ. მას შემდეგ, რაც უოტსონს დეზინფორმატორი უწოდეს, მან აღნიშნა, რომ ნოტრ-დამის ხანძარზე თეთრკანიანი მემარცხენეებიც არაადეკვატურად რეაგირებდნენ და მისი მიზანი “ფეისბუქ რეაქციების” მხოლოდ მუსლიმებზე განზოგადება არ ყოფილა.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/FQl9iJ8-y6Y.jpg?itok=Ht9AuW9S”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=FQl9iJ8-y6Y&feature=youtu.be”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist