TV11-ის იუმორისტული ვიდეო სვანეთზე ნაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა რეალობად გაასაღა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

კოშკით
710
VIEWS

2018 წლის 27 ივლისს ულტრანაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა “წინააღმდეგობა / Resistance”  გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით “სვანეთი აშშ-ს მთავარი სამიზნეა”. ვიდეოს თანახმად, 2005 წელს ამერიკელმა და სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 2030 წლისთვის გოლფსტრიმის თბილი დინება მიმართულებას შეიცვლის და გაქრება, ხოლო დედამიწის ზედაპირის 90 % წყლის ქვეშ მოექცევა. შედეგად ადამიანის ცხოვრება დარჩენილი ხმელეთის მხოლოდ 3 %-ზე იქნება შესაძლებელი, ხოლო ხმელეთის ის ნაწილი რომელიც წარღვნას გადაურჩება –  საქართველოში, კერძოდ კი სვანეთის მთებში მდებარეობს. მასალის მიხედვით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მონაწილეობით გამართულ ბირთვული ენერგიის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2011 წელს განუცხადეს. ვიდეო სრულდება სლოგანით “ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის” და მოსახლეობას მოუწოდებს საქართველოში ჩამოსულ უცხოელებთან კონტაქტში შევიდნენ, შეაგროვონ მათზე ცნობები, გადაუღონ ფოტო, ჩაიწერონ საუბარი და მონაცემები უახლოეს პოლიციის საპატრულო განყოფილებას გადასცენ.

მასალას Facebook -ში 16 000-მდე ნახვა და 795 გაზიარება აქვს (14 აგვისტოს მონაცემებით).

"
“წინააღმდეგობა/Resistance”-ის მიერ გავრცელებული ვიდეო სინამდვილეში 2014 წელს ტელეკომპანია TV11-ის მიერ იუმორისტული რუბრიკის “საპირველაპრილო ვიდეო” ფარგლებში მომზადდა. ვიდეოში მოთხრობილი “ფაქტები” არ ეფუძნება მეცნიერულ ნაშრომებს და იგი TV11-ის სცენარისტემის მიერაა გამოგონილი.

TV11-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიდეოს ავტორი გიორგი ჯანელიძე იუმორისტული ვიდეოს რეალობად გასაღების ფაქტს  Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა.

"

სცენარისტის თქმით, მის მიერ გამოგონილი ისტორია თითქოს დედამიწის ღერძის რამდენჯერმე გადახრის გამო ნოეს კიდობის გაჩერების ადგილი სვანეთია 2018 წელს გაზეთ “ასავალ- დასავალში” მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული მოცემულობა უწოდეს, ხოლო პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა 2015 წელს ვიდეო სვანეთის თემაზე მოწყობილი მიტინგის რეკლამისთვის გამოიყენა. გიორგი ჯანელიძე დასძენს, რომ ვიდეოს “ჯერ შესაძლებლობების ნახევარიც არ უჩვენებია”.

იმის დასადასტურებლად რომ სვანეთი ნამდვილად აშშ-ის №1 სახელმწიფო ინტერესია, იუმორისტულ ვიდეოში რამოდენიმე “ფაქტია” ჩამოთვლილი. კერძოდ:

  • 2005 წლის შემდეგ ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ვიზიტები საქართველოში გახშირდა;
  • პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის თვითმფრინავმა, საქართველოში ვიზიტისას სვანეთს სამჯერ შემოუფრინა თავზე;
  • სვანეთში სათხილამურო ტრასების დაბლა სინამდვილეში საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტებია განთავსებული;
  • 2011 წელს საქართველოს მთავრობამ მესტიაში 32 მლნ ლარი დახარჯა, რაც ერთ მესტიელზე 10 000 ლარს შეადგენს.

პროპაგანდის მეთოდი

მედიის განვითარების ფონდის ანტი-დასავლური პროპაგანდის 2016 და 2017 წლების ანგარიშებმა აჩვენა, რომ სატირულ-იუმორისტული პუბლიკაციების რეალურ ამბად წარმოჩენა ქართულ მედიაში აპრობირებული მეთოდი იყო. მაგალითად, 2016 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალელი მამაკაცი ახალდაბადებული ალიგატორის გაუპატიურების დროს მოზრდილმა ალიგატორმა შეჭამა. 2017 წლის 27 აპრილს კი შევხვდით ამბავს, თითქოს სმითსონიანის მუზეუმის დარაჯმა 2500 წლის მუმია გააუპატიურა. ამ ამბების პირველ წყარო ამერიკული სატირული გამოცემა იყო, რომელიც ქართულმა მედიამ რეალისტურ წყაროდ გამოიყენა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist