TI-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გაყალბებულ პოსტს ქართული ოცნების დეპუტატი, პარტიის მხარდამჭერი და “ობიექტივის” წამყვანი ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

aWFAWEF
664
VIEWS

17 ოქტომბერს ფეისბუკ ჯგუფში “კახა კალაძე – თბილისის მერი” ქართული ოცნების მხარდამჭერმა ლეილა ცინაძე-მელიქიძემ გამოაქვეყნა პოსტი,  რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) აღმასრულებელი დირექტორი  ეკა გიგაური პენსიების მომატების წინააღმდეგია. პოსტში ეკა გიგაურის ფოტოს ქვეშ არის წარწერა ”პენსიონერს თუ პენსიას მოუმატებ მერე სხვა რამესაც მოითხოვს.” პოსტი  ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა საკუთარ გვერდზე გააზიარა წარწერით “აი, ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი, ზოგიერთი არასამთავრო ორგანიზაციების (ასო) სახე!” ხოლო   ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტმა კოტე ინაშვილმა პოსტი სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში (“ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუკზე”, “ქვეყნის მტრების წინააღმდეგ”) გაავრცელა. თითოეული პოსტის ქვეშ ფოტოს და წარწერას მომხმარებლების მხრიდან ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

"

"

"

ლეილა ცინაძე-მელიქიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი ყალბია. მითითებული ციტატა კი ეკა გიგაურს არ ეკუთვნის.   სინამდვილეში, ეკა გიგაურს ქართული ოცნების მხარდამჭერმა საერთაშორისო გამჭვირვალობის რეკომენდაციების აკაკი ზოიძისეული ინტერპრეტაცია  მიაწერა, რომელიც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს შეეხებოდა, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”  2020 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის” შესახებ შეფასება და რეკომენდაციები 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა.   ორგანიზაციის ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, მთავრობამ არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს სახელმწიფო პენსიის ზრდისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისაგან, რადგან ასეთი ქმედებები საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აღიქმება. პარლამენტის  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეკომენდაციის ინტერპრეტაცია მანიპულაციურად მოახდინა და ის აკრძალვად შეაფასა:

აკაკი ზოიძე: „არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები – ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებს და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი.“

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  ხელმძღვანელი ეკა გიგაური ლეილა ცინაძე-მელიქიძის მიერ გამოქვეუნებულ გაყალბებულ პოსტს ფეისბუკში გამოეხმაურა:

"

აკაკი ზოიძის მანიუპულაციური შეფასება კი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბესო ნამჩავაძემ ფეისბუკში შეაფასა.

"

ლეილა ცინაძე – მელიქიძე ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია და ბიძინა ივანიშვილის გუნდის თითოეულ ინიციატივასა თუ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.  ამავე დროს, მისი პოსტების ნაწილი ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმებით დგინდება, რომ ლეილა ცინაძე-მელიქიძე რეალური პიროვნებაა და მისი პროფილი ყალბი არ არის.

""

"

"

"

"

|

|

"

|

 

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist