ТАСС-ი და საქინფორმი NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას აყალბებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

jpeg
214
VIEWS

2017 წლის 20 ნოემბერს საქინფორმმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, კანადაში მიმდინარე ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ჯერ ალიანსის წევრობისთვის მზად არ არიან და რომ ეს ქვეყნები ჯერ სათანადოდ რეფორმირებული არ არიან.

საქინფორმი: „უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კანადის გალიფაქსში მომდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე. „იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდე, აუცილებელია ორგანიზაციის სტანდარტების დაცვა. უკრაინა და საქართველო ჯერ სათანადოდ რეფორმირებული არ არიან, მათ სჭირდებათ თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება, კორუფციის დაძლევა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება. ალიანსი მათ ამ პროცესში ეხმარება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.“

საქინფორმის მიერ მომზადებული სტატია მანიპულაციურია და სტოლტენბერგის განცხადების ზუსტ თარგმნას არ შეიცავს, ამასთან საქინფორმი ნატოს გენერალური მდივნის  განცხადების ინტერპრეტაციას ახდენს და მას სტოლტენბერგს მიაწერს. მანიპულაციური სათაურით კი საქინფორმი მკითხველში NATO-ს მიმართ სკეპტიციზმის დათესვას ცდილობს.

1. ფრაზა „უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან“ სტოლტენბერგს არ ეკუთვნის

ფრაზა „უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრობისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან“, რომელსაც საქინფორმი იენს სტოლტენბერგს მიაწერს,  სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და ის მხოლოდ საქინფორმის ინტერპრეტაციაა.

2. საქინფორმის მიერ ციტირებული ფრაზა „უკრაინა და საქართველო ჯერ სათანადოდ რეფორმირებული არ არიან“ მანიპულაციურია და სტოლტენბერგის რეალურ განცხადებას არ შეესაბამება. 

რეალურად, თავის განცხადებაში სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე რეფორმების ხარისხის შეფასებას არ ახდენს და აღნიშნავს, რომ ეს ორი ქვეყანა ამჯერად რეფორმების პროცესში იმყოფება და ამ პროცესში მათ NATO და მისი მოკავშირე ქვეყნები ეხმარებიან.

საქინფორმის მანიპულაციური თარგმანის წყარო რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ია, რომელიც სტოლტენგბერგის განცხადების იდენტურ ინტერპრეტაციულ თარგმანს აქვეყნებს.

სტოლტენბერგის განცხადება საქინფორმის ვერსია საქინფორმის რუსული პირველწყარო ТАСС

„იმისთვის, რომ NATO-ს წევრი გახდე, NATO-ს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილო, უნდა რეფორმირდე. ახლა ორივე სახელმწიფოს – საქართველოსა და უკრაინის –  ფოკუსი ისეთ რეფორმებზეა გადატანილი, როგორებიცაა თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. NATO, კანადა და მოკავშირეები უკრაინასა და საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში ეხმარებიან.“

[Then of course to become a member of NATO you have to meet the NATO standards, you have to reform, and the focus of both Georgia and Ukraine is now on reform: to modernize the defense institutions, to fight corruption, to strengthen the democratic institutions. And NATO and Canada and the allies are helping both Ukraine and Georgia with implementing those reforms.]

„იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდე, აუცილებელია ორგანიზაციის სტანდარტების დაცვა. უკრაინა და საქართველო ჯერ სათანადოდ რეფორმირებული არ არიან, მათ სჭირდებათ თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება, კორუფციის დაძლევა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება. ალიანსი მათ ამ პროცესში ეხმარება“ “Для того, чтобы стать членом НАТО необходимо соблюсти стандарты организации. Украина и Грузия пока не реформированы должным образом, им нужно модернизировать оборонные институты, побороть коррупцию и укрепить демократические институты.”

3. სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ღიაა

კითხვაზე, გახდებიან, თუ არა, საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები, ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ NATO-ს კარი ღიაა, რისი დასტურიც 2017 წლის 5 ივნისს მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებაა.

სტოლტენბერგი: „NATO-ს კარი ღიაა. ამის საუკეთესო დადასტურება კი ისაა, რომ ცივი ომის პერიოდიდან დღემდე, NATO-ს წევრი სახელმწიფოების რიცხვი თითქმის გაორმაგდა. მეორე, ჩვენ წელს მივიღეთ ახალი წევრი სახელმწიფო. მონტენეგრო შემოუერთდა NATO-ს ამ გაზაფხულს და 28 წევრიდან 29 წევრამდე გაიზარდა ალიანსი. ასე რომ ნატოს კარი ღიაა… ბოლოს, სწორედ ამ 29 მოკავშირემ უნდა გადაწყვიტოს ალიანსში ახალი წევრის მოწვევის საკითხი. სხვას არავის არ აქვს ამ პროცესში ჩარევისა და ხელის შეშლის უფლება.“

infographic


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, უკრაინა
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist