სპუტნიკის რედაქცია ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი სასტუმროები და რესტორნები დაიხურა კოტე აფხაზის ქუჩაზე

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

დეზა
391
VIEWS

2019 წლის 25 ივლისს Sputnik-Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “თბილისი ტურისტების გარეშე დაცარიელდა” (Опустел без туристов Тбилиси). სპუტნიკი ამტკიცებს, რომ ექსპერტების აზრით, წელს ტურისტული სეზონი ჩავარდება, რადგან რუსი ტურისტების დიდმა ნაწილმა საქართველოში მოგზაურობა გადაიფიქრა. სტატიას თან ერთვის ვიდეო, სადაც რესპოდენტები რუსი ტურისტების შემცირებაზე საუბრობენ.

სპუტნიკის კორესპონდენტი კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუვენირების მაღაზიის მფლობელსაც გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ უბანში უკვე 3 სასტუმრო და 2 რესტორანი დაიხურა, რადგან რუსი ტურისტები არ ჩამოდიან და შესაბამისად შემოსავალიც აღარ არის. მაღაზიის მფლობელი არ ასახელებს დახურული სასტუმროების და რესტორნების სახელწოდებებს ან მათი დახურვის თარიღებს.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად Sputnik-Georgia-ს დაუკავშირდა და იმ რესტორნებისა და სასტუმროების დასახელება სთხოვა, რომლებიც სტატიის თანახმად, დაიხურა. რედაქციამ საპასუხოდ გვაცნობა, რომ პასუხს სტატიის ავტორის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოგვაწოდებნდნენ.

ამასთანავე, “მითების დეტექტორმა” სტატიაში თანდართული ფოტოსურათით და ვიდეო კომენტარით  კოტე აფხაზის ქუჩაზე აღნიშნული სუვენირების მაღაზიის მფლობელის პოვნა და მასთან გასაუბრება შეძლო. როგორც მაღაზიის მფლობელმა აღნიშნა, დახურული სასტუმროებისა და რესტორნების სახელები არ იცის და მათ შესახებ ინფორმაცია სხვისგან მოისმინა.

“მითების დეტექტორი” შეეცადა ზემოაღნიშნული ობიექტების დახურვაზე ინფორმაცია კოტე აფხაზის ქუჩაზე სხვა მაღაზიის გამყიდველებთან გადაემოწმებინა, თუმცა მათ კონკრეტული რესტორნებისა და სასტუმროების შესახებ არ სმენიათ.

ნარატივი, თითქოს რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ტურიზმი ინგრევა, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება როგორც რუსულ ასევე კრემლისტური გზავნილების გამტარებელ ქართულ მედიაშიც. მსგავსი მანიპულაციები მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დათესვასა და საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზვიადებულად წარმოჩენას. TBC Research-ის 31 ივლისის მონაცემებით, 2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში ტურისტების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით არის გაზრდილი.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist