სასულიერო პირები შეთქმულებების სადარაჯოზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სდეფ
2.9k
VIEWS

კორონავირუსის პანდემიას არაერთი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია მოჰყვა. საქართველოში კონსპირაციებს სხვადასხვა ჯგუფები ავრცელებდნენ, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც. სასულიერო პირების შეთქმულებები საგრძნობლად გაიზარდა აღდგომის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, შემდეგ კი გააქტიურდა კორონავირუსის ვაქცინის კონტექსტში.

მართლმადიდებელი მღვლდების კონსპირაციები ძირითადად სამ საკითხს ეხებოდა: ვაქცინებს, ჩიპებსა და ცრუ მკურნალობებს.

1. ვაქცინები

სასულიერო პირების ძირითადი სამიზნე კორონავირუსის ჯერ არარსებული ვაქცინა გახდა. ისინი ვაქცინების შესახებ შემდეგ გზავნილებს ავრცელებდნენ:

  • ვაქცინა მოსახლეობის დიდ ნაწილს ფიზიკურად გაანადგურებს;
  • ვაქცინა ადამიანის წინააღმდეგ იქნება მიმართული;
  • ვაქცინა ეშმაკისეულია და მისი მიზანი ადამიანების დამორჩილებაა;
  • ვაქცინის მიზანი დედამიწაზე შობადობის შემცირებაა.

წყარო განცხადება
კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი “თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ყველა ადამიანს იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება” – 10.05.2020
ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი, მამა საბა (ჭიკაიძე) “ვაქცინა, რომელიც შემოვა მის სამკურნალოდ, ამით მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის მოკვდინება.’’ – 06.05.2020
თბი­ლი­სის ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რიც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­ი მამა შალ­ვა ,,მე რო­გორც მო­ძღვა­რი ვამ­ბობ, თუ ეს ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა იმ სა­ხის, რომ მე მის გა­რე­შე არ მექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში ვი­ა­რო, უცხო­ეთ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რო, ჩემს შვილს სკო­ლა­ში ვერ მი­ვიყ­ვან, მა­შინ შე­მიძ­ლია პირ­და­პირ გან­ვა­ცხა­დო, რომ ეს ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­მარ­თუ­ლი’’ – 18.05.2020
ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი მეუფე საბა ,,კაცობრიობისა და ადამიანებისთვის შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც არა ვირუსს, არამედ მათ დამონებას, მართვას, დამორჩილებას მოემსახურება და ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს” 04.04.2020
Დეკანოზი დავით ისაკაძე საყოველთაო ვაქცინაციით კი დედამიწაზე ადამიანების შობადობის შემცირებას აპირებენ. მიზნად აქვთ დასახული, პლანეტაზე დარჩეს 100 მილიონი ელიტარული წარმოშობის ადამიანი, რომელთაც 1 მილიარდამდე მოსამსახურე პერსონალი ეყოლება.” 11-17 მაისი
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი ,,კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაზე ჩემო საყვარელო, კეთილო ადამიანებო არის მაცხოვრის სისხლი და ხორცი, საკურნებლად სულისა და ხორცისა, ნაკურთხი წყალი’’ 12.05.2020

  2. ჩიპები

კონსპირაცია ადამიანების დაჩიპვის შესახებ ახალი არ არის, თუმცა განსაკუთრებით გაძლიერდა კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში. ამ კონსპირაციების გავრცელებას ხელი სასულიერო პირებაც შეუწყეს:

  • Საქართველოს მასობრივი დაჩიპვა ემუქრება
  • საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები ადამიანებს ჩიპებზე საუბარს უკრძალავენ.

წყარო განცხადება
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე კვარაცხელია “ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა  გაავრცელა ცნობა,  რომ სხეულში ჩიპი ჩაიდგა და აღნიშნა, ეს ძალიან კონფორტულიაო. ამასთან, ემიგრანტმა სხვებსაც მოუწოდა, ჩიპი ჩაიდგითო. რამდენად ემუქრება საქართველოს მოსახლეობას მასობრივი დაჩიპვა?[…] პირადად მე, საერთოდ არ მსიამოვნეს, ვინმემ ორგანიზმში ჩიპი ჩამიყენოს და ჩემი ყოველდღიური ცხოვრება გააკონტროლოს”  15.04.2020
Ქაშვეთის წმინდა გიორგის წინამძღვარი მამა ზოსიმე (ბერიძე) „მამა ზოსიმე ბერიძეს ვთხოვე დამხმარებოდა და მან მითხრა რომ არიანო ადამიანებიო თქვენსავით დაჩიპული და გაწამებულებიო მაგრამ უშიშროება გვაჩუმებსო“ 09.04.2020
დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე) ,,რა, ეკლესიის მოგონილია ის, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (მაგალითად, შვედეთში) უკვე დაიწყეს ადამიანების “დაჩიპვა”?’ 20.05.2020

  3. მასონები, სოროსი და სხვა ანტიდასავლური გზავნილები

მართლმადიდებელი სასულიერო პირები სხვა კარგად ნაცნობ კონსპირაციებსაც ავრცელებდნენ. კორონავირუსი და მასთან გამკლავების მეთოდები წარმოდგენილი იყო როგორც მასონებისა და გლობალისტების გადაწყვეტილება. ასევე დასავლური ინსტიტუტების ფინანსური დახმარებები შეფასებული იყო როგორც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

  • კორონავირუსის ხელოვნურად არის თავსმოხვეული;
  • საგანგებო მდგომარეობა მასონური გადაწყვეტილებაა;
  • კორონავირუსი ხელოვნურად გაუშვეს, რათა ფულის ერთეული გაქრეს;
  • ევროკავშირის და სავალუტო ფონდის დახმარება სინამდვილეში ეკლესიასთან ბრძოლაა;
  • ეკლესიას სოროსი და მისი მესვეურები ებრძვიან;

წყარო განცხადება
დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე) ,,ძალიან მაინტერესებს, ამ ათეულობით და ასეულობით მილიონს რომ ურიცხავს საქართველოს ხან სავალუტო ფონდი, ხან მსოფლიო ბანკი და ა.შ., რა მიზანი აქვთ? ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე ზრუნვით ხდება?!’’
20.05.2020
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი “სავალუტო ფონდი საქართველოს 3,5 მლრდ დოლარით ეხმარება, ეხმარება ასევე ქვეყანას ევროკავშირიც: რის ხარჯზე ყველაფერი ნათელია, ებრძვიან ეკლესიას.” 16.04.2020
შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი Მეუფე იოსები ,,მე ვფიქრობ რომ ეს ვირუსი იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს დედამიწაზე და ეს ძალიან მალე მოხდება’’ 29.03.2020
გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი “ჩვენ არ გვაშინებს სოროსის ბინძური ზრახვები და აქ ჩვენ შორის დაბუდებული მისი წიწილები…რაც გინდა ეცადონ, ისინი ვერ დააჩოქებენ ჩვენს ერს, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რამეთუ ჩვენ არ ვცხოვრობთ მხოლოდ მიწიერი ფუფუნებით, სული გვაქვს სუფთა, მდიდარი.”13.05.2020
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი “არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა.”
15.04.2020

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist