„საქართველო და მსოფლიომ” გენერალ სტიუარტის გამოსვლის ტექსტი გააყალბა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

1456997445756276
81
VIEWS

2017 წლის 31 მაისს, „საქართველო და მსოფლიო”-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პენტაგონი უკრაინას მოკავშირედ არ მიიჩნევს”, სადაც მოხმობილია გენერალ ვინსენტ სტიუარტის „სიტყვები”: “უკრაინა აშშ-ის პარტნიორია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მოკავშირეთა კატეგორიაშია. ვიცი, რომ ის ძლიერი პარტნიორია, მაგრამ არაფერი მსმენია იმაზე, რომ ჩვენ უკრაინასთან ალიანსში ვარ”.

ზემოთ მოყვანილი სიტყვები დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

2017 წლის 23 მაისს, აშშ-ის სენატის შერაღებული ძალების კომიტეტის წინაშე აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს დირექტორის გენერალ ვინსენტ სტიუარტის მოხსენებაში მსგვასი განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. მოხსენებაში უკრაინისთან მიმართებით ხაზგასმულია შემდეგი საკითხები:

  • რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დესტაბილიზაციის მოწყობა აღმოსავლეთ უკრაინაში.
  • აღმოსავლეთ უკრაინაიში რუსეთის ზურგის გამაგრებით მიმდინარე დესტაბილიზაცია არის ბერკეტი კრემლის ხელში უკრაინის წინააღმდეგ.
  • რუსეთი აფუძნებს სამ მოტომსროლელ დივიზიას უკრაინის საზღვრის მახლობლად.

„საქართველო და მსოფლიო”-ს მსგავსი შინაარსის და იდენტურად დასათაურებული მასალა რუსულენოვანმა მედიებმა გაავრცელეს (იხ. ინფოგრაფიკა)

inline images new piktochart 22880464 1d95c3ffa993a33cef8e6b4aa20e85eb4d374f61 0 „საქართველო და მსოფლიომ" გენერალ სტიუარტის გამოსვლის ტექსტი გააყალბა

 


“მითების დეტექტორის” ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist