საპირველაპრილო ხუმრობის რეალობად გასაღება სოციალურ ქსელში

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

11015_783657781680018_5772528150164335084_n
73
VIEWS

14 აპრილს, ინტერნეტ პორტალ „Politicano”-ს ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული იყო რუსულენოვანი ონლაინ გამოცემა „Конт” – ის შემდეგი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით 17 აპრილიდან რუსეთის მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებდნენ.

რუსულენოვანი პორტალის ინფორმაციით, ამ საკითხზე შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს შორის 2016 წლის 25 მარტს მოეწერა ხელი.”„Politicano”-ს ფეისბუქზე გაზიარებულ ამ რუსულენოვან სტატიას კი თან ერთვოდა შემდეგი შინაარსის ქართულენოვანი კომენტარი:

“საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების მიუხედავად რუსეთმა მაინც დაგვასწრო და 2016 წლის 17 აპრილიდან ევროპაში უვიზოდ მგზავრობას შეძლებენ. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ…”

inline images 1 საპირველაპრილო ხუმრობის რეალობად გასაღება სოციალურ ქსელში
„Конт” – ის ინფორმაციის წყარო საიტი

Gorabbit.ru -ა, რომელსაც სტატიის დასასრულს ერთვის მინაწერი, რომ აღნიშნული პუბლიკაცია საპირველაპრილო ხუმრობას წარმოადგენს, რაც არც „Конт” – ს და არც „Politicano”-ს არ მიუთითებიათ და მკითხველს ის როგორც რეალური ამბავი მიაწოდეს.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესთან ერთად, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შედეგად შეწყდა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist