რუსული წარმოშობის Geowebs.ru თურქეთში ცემით მოკლულ ქართველ ბიჭზე 1 წლის წინანდელ დეზინფორმაციას “აცოცხლებს”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტყჯტ
256
VIEWS

31 მარტს, პორტალმა Geowebs.ru-მ 1 წლის წინ გავრცელებული  ყალბი ინფორმაცია “გააცოცხლა” და მასალა, სათაურით „რამოდენიმე წუთის წინ თურქეთში ქართველი ბიჭი ცემით მოკლეს, იცით ვინ არის? შოკში ვარ…” გამოაქვეყნა.

Geowebs.ru რუსულ დომეინზე  2 თვის წინ დარეგისტრირებული ვებ-გვერდია, რომელიც ე.წ Clickbait-ების მეშვეობით რეიტინგის გაზრდას ცდილობს. კლიკების მაქსიმალური რაოდენობის დასაგროვებლად, ამ ტიპის ვებ-გვერდები მყვირალა სათაურებს და ყალბ ახალ ამბებს ავრცელებენ. გვერდი მხოლოდ 1 წლით არის დარეგისტრირებული, რაც Scamadviser-ის თანახმად, თაღლითური საიტების მოქმედებისთვისაა დამახასიათებელი.

"

აღნიშნული  მასალა თანხმლები ფოტოთი “მითების დეტექტორმა” გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებისთანავე გადაამოწმა და დაადგინა, რომ:

  1. დეზინფორმაციის პირველწყარო  ულტრამემარჯვენე მოძრაობა “ქართულ მაშთან” დაკავაშირებული პირი ლევან ხიდიშელი იყო, რომელმაც 2017 წლის 28 ოქტომბერს Facebook-ის პირად გვერდზე აღნიშნული ფოტო ქსენოფობიური ჰეშთეგით  “თურქეთი ჩვენი მტერია” გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ ფოტოზე გამოსახული ქართველი ქურთუკის მოპარვის გამო თურქეთში ცემით მოკლეს.
  2. ვირუსულად გავრცელებული ეს ფოტო მოგვაინებით რამოდენიმე მედიასაშუალებაშიც   მოხვდა, თუმცა ფეისბუკის მომხმარებელმა ის საკუთარი გვერდიდან წაშალა.
  3. “მითების დეტექტორს” ფოტოზე ასახულ ზეინაბ ქამილის ქუჩაზე (სტამბოლი) მდებარე სასტუმრო Berlin-ის ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ ფოტოზე არა საქართველოს მოქალაქე, არამედ  სინამდვილეში თურქეთის მოქალაქე იყო გამოსახული, რომელიც იმავე ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Ozsa-ს მესამე სართულიდან გადმოხტა. გავრცელებული ფაქტი ასევე ასევე საქართველოში თურქეთის საელჩომაც უარყო.

Geowebs.ru – ს შესახებ

ვებ-გვერდი Geowebs.ru სულ 63 დღეა, რაც არსებობს და ის 2018 წლის 29 იანვარს  1 წლით დარეგისტრირდა. ვებ-გვერდი REGRU-RU-ს არის დარეგისტრირებული. საიტის წარმოშობის ადგილად მითითებულია გერმანია მითითებული, თუმცა შესაძლოა რუსეთიც იყოს, რაც რისკის შემცველ ფაქტორადაა მიჩნეული.  ვებ-გვერდი სულ ცოტა ხნის წინაა დარეგისტრირებული და ისიც მხოლოდ 1 წლის ვადით, რაც თაღლითური საიტების მოქმედებისთვისაა დამახასითებელი. Scamadviser – ის თანახმად, Geowebs.ru-ის სერვერზე კიდევ ერთი გვერდი athome.ge-ა დარეგისტრირებული, რომელიც თავის მხრივ უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავების პორტალია.

"

"

REG.RU –  დომეინის სახელების რეგისტრატორი რუსული კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან არსებობს.  კომპანიის მთავარი ოფისი მოსკოვში მდებარეობს, თუმცა ფილიალები რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებშიც აქვს. მისი გენერალური დირექტორია ალექსეი კოროლიუკი.

პროპაგანდის ტექნიკა – Clickbait-ები

მყვირალა სათაურით და ვიზუალური ეფექტით (ფოტო, ანიმაცია) მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ე.წ Clickbait-ების, მთავარი ფუნქციაა. რაც მეტია კლიკი, მით უფრო იზრდება კონკრეტული გვერდის აუდიტორია და შესაბამისად, ვებ-გვერდის მიერ თანხის გამომუშავების ალბათობა. ბოლო პერიოდში, ამგვარი ტიპის ვებ-გვერდების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ისინი მათ მიერ შექმნილი ყალბი ინფორმაციის დუბლიკაციას სოციალური მედიის მეშვეობით  ახდენენ. ბმულზე დაკლიკების შედეგად, მათ სწრაფად ეზრდება რეიტინგი, ხოლო სოციალური ქსელი თავის მხრივ ყველაზე ხშირად ნახვად ინფორმაციებს უჩვენებს მომხმარებლებს. ეს კიდევ უფრო ზრდის ყალბი ან ყვითელი ამბების ნახვების რაოდენობას.

ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist