რუსული კონსპირაციები ლუგარის ლაბორატორიაზე: აზიური ფაროსანა, ზიკას ვირუსი და ღორის აფრიკული ჭირი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

new-piktochart-_29331073
1.1k
VIEWS

30 მარტს, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსსელხოზნადზორი”) პრესმდივნმა, იულია მელანომ Российская газета-სთან მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა შესაძლოა, „ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში“ ხელოვნურად იყოს გამოყვანილი. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რამოდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორია მოქმედებს.

31 მარტს, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ, აფხაზეთში აზიური ფაროსანას შეყვანის და გავრცელების შეჩერების მიზნით, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შეტანა აკრძალა. თავის მხრივ, 2 აპრილს რუსეთმა გაუკვეველი ვადით აფხაზეთიდან ხილისა და თხილის პროდუქციის შეტანას აკრძალლვები დაუწესა.

მტკიცება, თითქოს აზიური ფაროსანა საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში ხელოვნურად გამოიყვანეს, დეზინფორმაციაა. მწერის (Halyomorpha halys Stal) სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საიდანაც იგი ჩინეთში, იაპონიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანსა და ვიეტნამში გავრცელდა. 1996 წლიდან მავნებელი დაფიქსირდა აშშ-სა და კანადაში, 2007 წელს შვეიცარიაში, 2010 წელს კი ახალ ზელანდიაში. 2015-2016 წლიდან ფაროსანა ინტენსიურად გავრცელდა რუსეთსა და საქართველოში, კერძოდ  აფხაზეთში, სადაც მავნებლის მაქსიმალური კონცენტრაცია გულრიფშისა და სოხუმის რაიონებში შეინიშნება.

საქართველოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის სამხედრო დაწესებულებად წარმოჩენა და ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში მისი დადანაშაულება, რუსული პროპაგანდის ცნობილი გზავნილია, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და კრემლისტური მედიასაშუალებები წლებია ავრცელებენ.  რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ 2016 წელს ლუგარის ცენტრი აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში დაადანაშაულა, ხოლო 2013 წელს რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებასთან დააკავშირა.

პერიოდულად, კრემლისტური მედია ლუგარის ცენტრს  ხან ღორის გრიპის ვირუსის გავრცელებას, ხან კი სირიაში გამოყენებული ქიმიური იარაღის დამზადებას მიაწერს

(იხ. ინფოგრაფიკა).

"

ფაროსანას წარმოშობა და გავრცელება

"

რეალური ფაქტები ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა.

ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა აიღებს.

ცენტრის საქმიანობა რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს, კერძოდ:

  • სურსათის უვნებლობა – ლაბორატორია თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან საკვები პროდუქტების ბიოლოგიური კვლევების მიმართულებით;
  • საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან – აღმოჩენილი ან გავრცელებული ეპიდემიების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეშვეობით როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში;
  • ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება – რითაც წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებაში;
  • სამეცნიერო -კვლევითი მიმართულება – ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.
პროპაგანდის მეთოდები
 

ლუგარის ცენტრის სამხედრო დაწესებულებად წარმოჩენა, რომელიც თითქოს ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს რუსული პროპაგანდის გზავნილია,  Ad nauseam-ის ტექნიკის გამოყენებით ვრცელდება. Ad nauseam მიდგომა გულისხმობს რაც ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს იმდენად ხშირად, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

კონსპირაციას და ფსევდომეცნიერებას სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი გავლენა აქვს. ამ მეთოდების გამოყენებით მოსახლეობაში ეჭვისა და შიშის დათესვა ხდება. ასეთ დროს უგულვებელყოფია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი საბუთი.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist