RT-ის რედაქტორი საერთაშორისო მედიის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ცოვერე
182
VIEWS

Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმოინანმა, 26 აპრილს Twitter-ზე განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესის დაფინანსებული რესურსი ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმებს მის წინააღმდეგ განაწყობს. ამას გარდა, სიმონიანმა 1 მაისს Telegram-ზე განათავსა პოსტი, სადაც გვერდიგვერდ Russia Today-სა და Reuters-ის ტრანსცლაციის ფოტოები პირველ შემთხვევაში ასახავს ვენესუელას დემონსტრაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში პარიზის ბულვარს. სიმონიანის განმარტებით, მაშინ როდესაც მისი არხი ვენესუელაში მადუროს მხარდასაჭერ დემონსტრაციებს აჩვენებს, Reuters-ი ამ დროს მხოლოდ პარიზის კადრებით შემოიფარგლება.

მარგარიტა სიმონიანი: “აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული რესურსი მოუწოდებს კავკასიელ მამაკაცებს, ჭკუა მასწავლონ, რომ მე უარი ვთქვა სიტყვებზე, შევინარჩუნო რუსეთი მრავალკონფესიურ ქვეყნად, რომლის სიმშვიდესაც რუსების მართლმადიდებლური უმრავლესობა უზრუნველყოფს.”

"

მარგარიტა სიმონიანი: “ჩვენ ვაჩვენებთ მადუროს მხარდასაჭერ მიტინგს კარაკასში. Reuters-ი აჩვენებს მწვანე ბულვარს.”

"

RT-ის რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის კონგრესის დაფინანსებული რესურსი რუს მუსლიმებს მარგარიტა სიმონიანის დასჯისკენ მოუწოდებს, მანიპულაციურია. სიმონიანზე კრიტიკული პოსტი “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა Facebook-ის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა და ის არ გამოხატავს არც რადიო თავისუფლების და, მით უმეტეს, არც კონგრესის პოზიციას. რაც შეეხება Reuters-ის ტრანსლაციას, მათ ვენესუელაში მიმდინარე მიტინგი 30 აპრილს გააშუქეს და 1 მაისს პარიზის დემონსტრაციების დროებითი ჩართვის შემდეგ მადუროს მხარდასაჭერი აქციის ჩვენება კვლავ განაახლეს.

  • ვინ არის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი და რა შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა მან პირად ანგარიშზე?

რამაზან ალფაუტი “რადიო თავისუფლების” თათარსტან-ბაშკირეთის სამსახურის ჟურნალისტია. იგი 25 აპრილს თავისი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა “RT”-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის, განცხადებას ეთნიკური რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით:

“ვთვლი, რომ ჩრდილოკავკასიელმა აქტივისტებმა უნდა აიძულონ მარგარიტა სიმონიანი, უარი თქვას თავის სიტყვებზე და ბოდიში მოიხადოს ეროვნული უმრავლესობის დაგეშვისა და აგრესიისთვის მიმართულების მიცემისთვის მუსლიმების მიმართ. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა აჩვენოთ, როგორი კაცებიც ხართ.”

"

  • რა განცხადება გააკეთა “Russia Today”-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, რამაც “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის აღშფოთება გამოიწვია?

ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკების მოსახლეობას მისცენ რუსეთის მოქალაქეობა, მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, რომ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და მეტიც, საჭიროა ყველა ეთნიკურად რუსს მიენიჭოს რუსეთის მოქალაქეობა. სიმონიანის განმარტებით, “რუსეთი სახლში აბრუნებს საერთო კულტურის, ისტორიის, ენისა და წარსულის მქონე ადამიანებს”, ეს ქვეყნისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ არაფერს შევცვლით, სამომავლოდ რუსეთი მუსლიმური ქვეყანა გახდება.

  • “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის, რამაზან ალფაუტის, განცხადება არ წარმოადგენს მედიის ოფიციალურ პოზიციას.

ჟურნალისტმა პოსტი პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა, თუმცა “რადიო თავისუფლების” განცხადებით, მსგავსი ემოციური მესიჯი არღვევდა სარედაქციო პოლიტიკას, ამიტომაც მათ სწრაფი რეაგირება მოახდინეს და ავტორს პოსტი ფეისბუქიდან ააღებინეს. “რადიო თავისუფლებამ” ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა:

“რამაზან ალფაუტის მიერ პირად ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტი, სადაც მან გამოხატა საკუთარი პოზიცია RT-ის რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის, განცხადებაზე ეთნიკურად რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება “რადიო თავისუფლების” სარედაქციო პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებს მოეთხოვებათ ბალანსი და ობიექტურობა. მედიის სარედაქციო ბორდის გადაწყვეტილებით რამაზან ალფაუტის პოსტი წაიშალა.”

  • რას აჩვენებდა Reuters-ი პირდაპირ ეთერში 1 მაისს?

Reuters-ი 1 მაისს დილის 7 საათიდან პირდაპირი ეთერით გადასცემდა არა უბრალოდ მწვანე ბულვარი კადრებს, არამედ საპროტესტო აქციას პარიზის ქუჩებში, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. 30 აპრილს Reuters-მა გააშუქა კარაკასში მიმდინარე მოვლენები და 1 მაისს დღის 12 საათიდან განაახლა მისი ჩვენება. Polygraph.info-მ Reuters-ის მიერ გაშუქებული ვენესულას მიტინგის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

"

"

 

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist