რფ თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაცია, თითქოს აშშ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ბლოკავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

covvv
209
VIEWS

4 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა აშშ სირიელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება სირიელებზე ზრუნვის დეკლარირებას ახდენს, ამ დროს კი ლტოლვილთა ბანაკებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ბლოკავს და მხოლოდ მათ დახმარებას ამჯობინებს, ვისაც ტერორისტები აკონტროლებენ. კონაშეკოვმა მაგალითად რუკბანის ბანაკი დაასახელა, სადაც მისი თქმით დახმარება 50 000 ადამიანს სჭირდება.  კონაშეკოვის განცხადება 4-6 მაისს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „Время”-სა და Россия 1-ის გადაცემა“Вести Недели”-ს სიუჟეტებშიც გავიდა, რომლებიც სირიაში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნებოდა.

იგორ კონაშენკოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ანატოლი ლაზარევი, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი: იგორ კონაშენკოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
“ყველა ის განცხადება, რომელსაც ვისმენთ ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და სხვა ევროპული დედაქალაქებიდან დახმარების გაწევის სურვილზე დაზარალებული სირიელებისთვის, სხვა არაფერია, თუ არა ფუჭი ლაპარაკი….აშშ-ის წარმომადგენლები ჰუმანიტარული მარაგების რუკბანის ბანაკამდე მიწოდების საშუალებას არ იძლევიან, სადაც  50 000 მდე სირიელს დახმარება სჭირდება. მათ დიდ ნაწილს ქალები, მოხუცები და ბავშვები შეადგენენ.” „როგორც იგორ კონაშენკოვმა აღნიშნა, აშშ, სირიელებზე ზრუნვის დეკლარირებას ახდენს, ამ დროს კი ლტოლვილთა ბანაკებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ბლოკავს და ამჯობინებს მათ დახმარებას, ვისაც ტერორისტები აკონტროლებენ.“ „აშშ-ს არმიის რეგიონალური ხელმძღვანელობა

უარს ამბობს უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე საერთაშორისო

წითელი ჯვრისა და გაეროსთვის ჰუმანიტარული ტვირთების შეტანაზე ელ-ტანფის დასახლებული პუნქტების მოსახლეობისთვის.”

4 მაისი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1 канал, Время”, 4 მაისი, 2018 Россия 1, Вести Недели, 6 მაისი

რუკბანის ბანაკის კრიზისი ალ ტანფის რეგიონში ამერიკული ბაზის დაარსებამდე დაიწყო. რუსეთის ხელისუფლების მტკიცება, თითქოს კრიზისზე ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე მხოლოდ ამერიკაა, უსაფუძვლოა, რადგან ბანაკისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არამხოლოდ აშშ-ის, არამედ სირიის მთავრობის, რუსეთის და იორდანიის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. USAID-ის მონაცემებით, აშშ-მა 2011-2017 წლებში სირიას 7,4 მილიარდი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

რეალური ფაქტები

ფაქტი #1. რუკბანის ბანაკის კრიზისი ალ ტანფის რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზის დაარსებამდე დაიწყო. ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოითხოვს არამხოლოდ აშშ-ის, არამედ სირიის მთავრობის, რუსეთის და იორდანიის ერთობლივ ძალისხმევას.

Polygraph.info-ს ცნობით, რომელიც თავის მხრივ გაეროს, წითელი ჯვრის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა აქტორებისაგან ერთობლივად შემუშავებულ დოკუმენტს, “რუკბანის ბანაკში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ უწყებათაშორისი გეგმა” ეყრდნობა. რუკბანის ბანაკთან დაკავშირებული კრიზისი 2014 წლიდან, თავად ბანაკის სპონტანური ფორმირების მომენტიდან დაიწყო და არა ალ-ტანფის რეგიონში ამერიკული ბაზის დაარსების შემდეგ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება რუკბანის ბანაკისთვის მოითხოვს სირიის მთავრობის, რუსეთის ფედერაციის, შეერთებული შტატებისა და იორდანიის მიერ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. შესაბამისად, რუსეთის მტკიცება, თითქოს კრიზისზე ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე მხოლოდ აშშ-ა, უსაფუძვლოა.

საერთაშორისო კოალიციის განმარტებით, კოფლიქტის მიმდინარეობისას კოალიციურმა ძალებმა არაერთხელ მოახდინე რუკბანის ბანაკში მდებარე გაეროს წარმომადგენლობისთვის დახმარების უზრუნველყოფა. ამასთან, კოალიციამ რუსულ მხარესთან კომუნიკაციის დროს არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა დახმარების მიწოდების თვალსაზრისით, თუმცა სირიის რეჟიმის მხრიდან მუდმივად ხდებოდა აღნიშნულ ძალისხმევის პრევენცია.

ფაქტი #2. აშშ სირიის ყველაზე მსხვილი დონორია

სირიის ომის დაწყების პერიოდიდან მოყოლებული აშშ  გამოყოფს თანხებს სირიისთვის, რაც ძირითადად სურსათის, სუფთა წყლის, სამედიცინო დახმარების, თავშესაფრის, განათლების, სანიტარიის და ჰიგიენის მხრივფ არსებული საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებას ხმარდება. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინფორმაციით, 2011-2017 წლებში აშშ-მა სირიას 7,4 მილიარდი დოლარის ოდენობის  ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

ცხრილი 1. აშშ-ის  მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარება სირიისთვის 2011-2017

2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
26 მლნ $ 124 მლნ $ 776 მლნ $ 796 მლნ $ 914 მლნ $ 916 მლნ $ 729 მლნ $

"

ფაქტი #3. კრიზისისგან დაზარალებულ მოსახლეობას სირიაში დახმარებას  23 ამერიკული ორგანიზაცია უწევს.

სირიაში 23 ამერიკული  ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით.

  • სიღარიბის აღმოფხვრა (Oxfam America)
  • ბავშვთა უფლებების დაცვა (Save the Children, Unicef USA)
  • კვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება (World Food Programme USA )
  • სამედიცინო უზრუნველყოფა (International Medical Corp)
  • თავშესაფრით, წიგნებით, სუფთა წყლის მარაგებით, ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა (International Orthodox Christian Charities).

ორგანიზაციების და მათი აქტივობების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბმულზე.

ფაქტი #4:  აშშ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების დონორია.

2017 წლის მონაცემებით, ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით, აშშ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების დონორია. გასულ წელს ამერიკამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს  4,6 მლრდ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვირ ჰუმანიტარულ დონორს შორის, რომელთა მიერ გაღებული თანხაც 9 მლრდ დოლარს აღწევს, ამერიკის ხვედრითი წილი 52%-ია.

"

ბრალდება, თითქოს აშშ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ბლოკავს რუკბანის ბანაკის 50 000 ლტოლვილისთვის,  პერიოდულად ვრცელდება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მედიასაშუალებების მიერ. გზავნილის წყარო ძირითადად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და თავდაცვის სამინისტროა, რომლებიც რუკბანის კრიზისს ალ-ტანფში მდებარე  კოალიციის სამხედრო ბაზის არსებობას უკავშირებენ. თუმცა, ბრალდების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტების გარეშე.  2018 წლის თებერვალში რუსულმა საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-მა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკის წარმომადგენელთა  პალატამ მიიღო კანონი, რომლითაც ამერიკა სირიისთვის დახმარების მიწოდებას კრძალავს. სინამდვილეში 24 აპრილს მიღებული კანონი, არ კრძალავდა დახმარების მიწოდებას სირიისთვის, არამედ აწესებდა გარკვეულ შეზღუდვებს დახმარების ბენეფიციარებზე, რომელიც  ბაშარ ალ ასადის მთავრობასა და მის მოკავშირეებზე ვრცელდებოდა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist