როგორ გავრცელდა ყალბი ამბავი 3 არაბის მიერ ქართველი გოგონას გაუპატიურების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

coveri
1.7k
VIEWS

4 ივლისს, სოციალურ ქსელ Facebook- სა და ონლაინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გვიან ღამით თბილისში სამმა არაბმა ქართველი გოგონა გააუპატიურა. Facebook-ზე ინფორმაციის პირველწყარო ქართული მარშის გვერდი იყო, რომელიც, თავის მხრივ, პორტალ Mystar.ge-ს ეყრდნობოდა. Mystar.ge-ს მასალის მიხედვით, შემთხვევას უკრაინელი და 5 პოლონელი ტურისტი შეესწრო, რომლებიც გოგონასთან მივიდნენ, რა დროსაც მოძალადე არაბები გაიქცნენ, ხოლო გოგონამ პოლიციისთვის მიმართვა არ ისურვა ფაქტის გახმაურების თავიდან აცილებისა და დამნაშავის დასჯის უიმედობის გამო. პუბლიკაციას თან ახლდა მოწოდება, რომელიც საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდებდა.
"

სოციალური ქსელის გარდა, ამბავი ონლაინ მედიაშიც მოხვდა. კერძოდ, გაზეთ “ალია”-ს და “რეზონანსის” ვებ-გვერდებსა და 10-მდე ტაბლოიდურ პორტალზე. ამბავს სოციალური ქსელის მომხმარებლების  მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც კომენტარებისა და გაზიარებების დიდი რაოდენობითაც გამოიხატა. ამასთან, კომენტარების უმრავლესობა ქსენოფობიური შინაარსის იყო. ისმოდა სიძულვილის მოტივით ძალადობის წამახალისებელი მოწოდებები.

"

შსს-ს განცხადებით, მსგავსი შემთხვევის შესახებ პოლიციაში ინფორმაცია არ შესულა. ფოტო, რომელიც გავრცელებულ დეზინფორმაციას თან ახლავს და ქმნის აღქმას, რომ ის რეალური ინციდენტის ილუსტრაციაა, ფოტოების საძიებო სისტემით ყველაზე ძველი 2017 წლის აპრილით თარიღდება. ის თურქულენოვანმა პორტალმა Mynet.com ქალაქ კეისერში პოლიციის ოფიცერის დაპატიმრების საილუსტრაციოდ გამოიყენა, რომელმაც ქალი გააუპატიურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

4 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ პოლიციაში ინფორმაცია არ შესულა. ამასთან მოუწოდა საზოგადოებას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, პოლიციისთვის მიემართათ.

"

მანიპულაციური ვიზუალი  და ამბის აღწერილობა

Mystar.ge -სა და ქართული მარშის ფეისბუქ გვერდის  მიერ გავრცელებული ამბის თანახმად, ცირკთან სამი არაბის მიერ რუსთაველი გოგონას გაუპატიურების შესახებ ინფორმაციის წყარო “მოქალაქეა”, თუმცა იგი იდენტიფიცირებული არაა. შემთხვევას უკრაინელმა და 5  პოლონელი ტურისტი შეესწრო, რომლებმაც გოგონასთან მიირბინეს, რის შედეგადაც არაბები გაიქცნენ. გოგონა დიდი ხნის მუდარის მიუხედავად პოლიციას არ დაუკავშირდა, რადგან თვლიდა, რომ პოლიცია ამბავს სათანადოდ არ გამოიძიებდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლის გარდა, მასალაში არც მოწმეებია იდენტიფიცირებული ან რაიმე ისეთი წყარო ან მტკიცებულებაა მოყვანილი, რაც მომხდარს დამაჯერებელს გახიდიდა.

ინფორმაციას თან ახლავს შეფასებით მსჯელობა, რომლის მიხედვითაც ქართველის გარდა საქართველოში არავინ დაჩაგრულა, ხოლო უცხოელებს მასზე მეტი უფლება აქვთ, სახელმწიფო კი თავის სიმაღლეზე არ დგას. ამბის ბოლოს გაჟღერებულია მოწოდება აქციისა და პროტესტის, ასევე ინფორმაციის გავრცელების შესახებ.

გარდა ამისა, გოგონას გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია  mystar.ge -მ და სხვა ვებ-გვერდებმა თან დაურთეს ფოტო, რომელსაც მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს და ქმნის შთანეჭდილებას, რომ ის რეალურ დანაშაულს ასახავს. აღნიშნული ფოტო ინტერნეტში დაახლოებით  2017 წლიდან ვრცელდება და მას ძირითადად ტაბლოიდური მედია საშუალებები, სხვადასხვა ბლოგები და პორტალები ძალადობის ამსახველი კონტენტის საილუსტრაციოდ იყენებენ. ფოტოების საძიებო სისტემა Tineye.com-ში აღნიშნული ფოტოს გამოყენებით ყველაზე ძველი მასალა 2017 წლის აპრილით თარიღდება, რომელიც თურქულენოვან პორტალ mynet.com-ზეა გამოქვეყნებული. მასალაში ნათქვამია, რომ ქალაქ კეისერში პოლიციის ოფიცერი დააპატიმრეს, რომელმაც ქალი გააუპატიურა.

"

გამოგონილი ამბის გავრცელების სქემა

Facebook-ში დეზინფორმაციული სტატია პირველად “ქართული მარშის” გვერდზე გავრცელდა, სტატია მასალის წყაროდ კი “ქართული მარში” ვებ-გვერდ mystar.ge-ს ასახელებდა. ამის შემდეგ სხვადასხვა გვერდები და ჯგუფები რამდენიმე წუთიანი ინტერვალებით ისპამებოდა. პროფილები, რომლებიც აღნიშნული სტატიას დახურულ თუ ღია ჯგუფებში ანთავსებდნენ უმეტესწილად საეჭვო წარმომავლობის, ანონიმები იყვნენ. მაგალითად, ჯგუფში უწყინარი სახელწოდებით “პოზიტივი”, მასალა ჯგუფის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მომხმარებელმა Gio Mujirishvili-მა გაავრცელა, რომელსაც პირად პროფილზე  ბრაზილიელი მოდელის, Francisco Lachowski-ის  ფოტო უყენია და მისი იდენტობის დადგენა განთავსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია.


თარიღი Facebook გვერდი / ჯგუფი
4 ივლისი ართული მარში
4 ივლისი აციონალისტები
4 ივლისი ადამიანები
4 ივლისი ტაძრიელი
4 ივლისი პოზიტივი
4 ივლისი კრეატივი
4 ივლისი განხილვა

ამბავი გადამოწმების გარეშე მედიასაშუალებებმა და პორტალებმა ალია, რეზონანსი, Geodaigest.ge, Notification.ge, geonewest.com, saintereso.tk, Geoambebi.ge -მაც გაავრცელეს.  ალიამ პირველწყაროდ mystar.ge დაასახელა, ხოლო რეზონანსმა ფეისბუქ გვერდი “ადამიანები”, რომელსაც სტატია “ქართული მარშის” ფეისბუქ გვერდიდან ჰქონდა გადაზიარებული. გარდა უცნობი წარმომავლობის ვებ-გვერდებისა და ფეისბუქ გვერდებისა, ინფორმაცია გავრცელდა რუსულ სოციალურ ქსელ “ოდნოკლასნიკებშიც”.  კერძოდ ჯგუფში “ჩვენ გვიხარია ცხოვრება”, რომელიც 138 000-ზე მეტი წევრს აერთიანებს.


მედია სათაური
ალია სამმა არაბმა ცირკთან გოგონა გააუპატიურა
რეზონანსი ცირკთან სამმა არაბმა რუსთავიდან ჩამოსული გოგო გააუპატიურა
Mystar.ge ცირკთან სამმა არაბმა რუსთავიდან ჩამოსული გოგო გააუპატიურეს
Geodaigest.ge ცირკთან სამმა არაბმა რუსთავიდან ჩამოსული გოგო გააუპატიურეს
Geoambebi.ge შემზარავი შემთხვევა რომელიც ახალახანს გავრცელდა – ცირკთან სამმა არაბმა რუსთავიდან ჩამოსული გოგო გააუპატიურა
Notification.ge ცირკთან სამმა არაბმა რუსთაველი გოგო გააუპატიურა
Vitu.be ვრცელდება საშინელი ინფორმაცია !!! გუშინ ღამით, 22:00 საათზე ცირკთან მოხდა საშინელი ფაქტი, რუსთავიდან მოდიოდა გოგონა, რომელიც ცირკთან ჩამოვიდა.
ww.ge ირკთან სამმა არაბმა რუსთაველი გოგო გააუპატიურა
geonewest.com ცირკთან სამმა არაბმა რუსთავიდან ჩამოსული გოგო გააუპატიურა
post.ww.ge ცირკთან სამმა არაბმა რუსთავიდან ჩამოსული გოგო გააუპატიურა
saintereso.tk ცირკთან სამმა არაბმა რუსთავიდან ჩამოსული გოგო გააუპატიურა
web.newacts.ge შემზარავი შემთხვევა, რომელიც ახლახანს გავრცელდა

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

წყარო

წყარო

ქარტტ
ქართული მარში

წყარო

ალია
ალია-ჰოლდინგი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist