როგორ გააყალბა რუსულმა მედიამ ჯორჯ ბუში უფროსის ინტერვიუ The New-York Times-ის სახელით

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ცოოოოვ
2.4k
VIEWS

27 ივნისს სოციალური ქსელ ფეისბუქში  გავრცელდა რუსულენოვანი ვიდეო პოსტი, სათაურით „სკანდალური ინტერვიუ, ჯორჯ ბუში უფროსი საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობს ნიუორ თაიმსთან ინტერვიუში“. ვიდეოში საუბარია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის ინტერვიუზე ამერიკულ გამოცემა The New-York Times-თან და მოყვანილია მისი სიტყვები, რომლის თანახმადაც, თითქოს ჯორჯ ბუში უფროსი საბჭოთა კავშირის დაშლას ყველაზე დიდ მარცხს უწოდებდა და დასძენდა, რომ მომავალში რუსეთი გაცილებით უფრო ავი და ძლიერი სახელმწიფო იქნება, რომელიც კარგად დაიმახსოვრებდა ყველას, ვინც მას ზიანი მიაყენა.

ვიდეოს ტექსტი: “სწორედ სსკ-ს დაშლა არის ჩემი მთავარი მარცხი. შეგიძლიათ განავრცოთ თქვენი აზრი? [ჟურნალისტის შეკითხვა] – გაოცდა ჟურნალისტი – რადგან თქვენ თავად ჩადეთ დიდი ძალისხმევა სსრკ-ზე გასამარჯვებლად? პასუხი – დიახ, ჩავდე, ჩვენივე მარცხისთვის. სსრკ-ს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამერიკისთვის. ის ფლობდა საომარ შესაძლებლობას შეერთებული შტატებისთვის მიეყენებინა გამოუსწორებელი ზიანი. თუმცა…ახლა, როდესაც სსრკ აღარ არსებობს, ჩვენ ამერიკელებმა დავიწყეთ არსებული საფრთხის შესახებ დავიწყება ჩვენი ხალხი ქონს იკიდებს და გაზულუქებულად ცხოვრობს და ეს ჩვენი დამარცხების ნიშანია. რუსეთი გადალახავს თავის პრობლემებს და გახდება გაცილებით უფრო ავი და ძლევამოსილი, და კარგად დაიმახსოვრებს ყველას, ვინც მას რამე დაუშავა. და მე ძალიან მინდა ვყოფილიყავი ისეთივე მეგობარი რუსეთისთვის, როგორი მტერიც ვიყავი  -სსრკ-სთვის.”

ვიდეოს 9.9 ათასამდე ნახვა და 146 გაზიარება (15/07/2018-ის მონაცემებით) აქვს.

ამბავი, თითქოს აშშ-ის პეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი The New-York Times-თან ინტერვიუში სსრკ-ს დაშლას ნანობს, გამოგონილია და რუსული პორტალებიდან იღებს სათავეს. გამოგონილ მასალაში ინტერვიუს მიცემის ერთდროულად ორი თარიღი, 1992 წლის 21 ოქტომბერი და 1992 წლის დეკემბერია დასახელებული. რეალურად გაზეთ  The New-York Times -ის არქივის მონაცემებით,   1992 წლის 21 ოქტომბრის ნომერში მსგავსი ინტერვიუ  ჯორჯ ბუში უფროსთან არ იძებნება.

ვიდეოს ერთ-ერთ კადრში ნაჩვენებია სტატია, რომელზეც ჩანს წარწერა “უფროსი ბუშის ინტერვიუ 1992 წელს” და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. კადრის მეშვეობით წყაროს იდენტიფიცირება არ ხერხდება, თუმცა სათაურით “უფროსი ბუშის ინტერვიუ 1992 წელს” რუსულენოვან პორტალებზე,ფორუმებზე, ბლოგებსა და სოციალურ ქსელ “ოდნოკლასნიკში”  ათეულობით მასალა იძებნება, მსგავსი შინაარსის მქონე ვიდეოები განთავსებულია ასევე Youtube-ზეც.

"


თარიღი მედია/წყარო სათაური
16.03.2014 " Буш старший. 1992 год. О развале СССР.,
16.03.2015 " Интервью Буша-старшего в 1992 году!
19.03.2015 " СОВЕРШЕННО ПОТРЯСАЮЩЕЕ ИНТЕРВЬЮ БУША-СТАРШЕГО В 1992 ГОДУ! О НЕМ ДО СИХ ПОР БОЯТСЯ ГОВОРИТЬ В США
22.03.2015 "

Youtube

Совершенно потрясающее интервью Буша старшего в 1992 ! О нём до сих пор боятся говорить в США
20.10.2017 "

ჯგუფი Патриоты России!

 

Интервью Буша-старшего в 1992 году!

29.12.2017 "

Youtube

Шокирующее интервью Джоржа Буша старшего 1992 год

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში პირველწყაროდ მხოლოდ  გაზეთის სახელწოდება The New -York Times -ს მიუთითეს, თუმცა ვებ-პორტალებზე გავრცელებულ მასალებში The New -York  Times -ის კონკრეტული ნომერიცაა დასახელებული, რაც გადამოწმების საშუალებას გვაძლევს.

მაგალითად, რუსულ სოციალურ ქსელ МирТесен-სა და პორტალ Politikus.ru– ზე განთავსებულ სტატიების ბოლოს  პირველწყაროდ The New -York  Times-ის 21 ოქტომბრის ნომერია მითითებული. თუმცა ორივე სტატიის დასაწყისში წყაროდ 1992 წლის დეკემბერში ჯორჯ ბუში უფროსის ინტერვიუა დასახელებული. გამოდის რომ ინტერვიუს გამოქვეყნებულმა თარიღმა სტატიის დასაწყისიდან-დასასრულამდე 2 თვით “უკან გადაიწია”.

"
ფოტო: რუსულ სოციალურ ქსელ MirTesen.ru -ში განთავსებული მასალა 2015 წლის 19 მარტს.

"
ფოტო: პორტალ  Politikus.ru-ს  16 მარტის მასალა

თავის მხრივ, გაზეთ  The New-York Times -ის არქივში,  1992 წლის 21 ოქტომბრის ნომერში ინტერვიუ  ჯორჯ ბუში უფროსთან, რომელშიც ის სსრკ-ს დაშლაზე საუბრობს, არ იძებნება (იხ.  სარჩევი.)

The New-York Times-ის ფასიანი არქივის გარდა, The New-York Time-ის ვებ-გვერდზე ჯორჯ ბუში უფროსის 1991 წლის სატელევიზიო გამოსვლის ტექსტია ხელმისაწვდომი, რომელშიც პრეზიდენტი სსრკ-ის ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და საბჭოთა კავშირის დაშლაზე საუბრობს. მისი თქმით,  სსრკ-ს დაშლა 20-სკ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრამაა, რაც ტოტალიტარული დიქტატურის ტრანსფორმაციასა და საბჭოთა ხალხის განთავისუფლებააში მდგომარეობს. სსრკ-ს დაშლას პრეზიდენტი დემოკრატიისა და თავისუფლების გამარჯვებად მიიჩნევს, რომლითაც ყველა ამერიკელს შეუძლია იამაყოს.

ჯორჯ ბუში უფროსი, აშშ-ის პრეზიდენტი: “უკანასკნელი რამოდენიმე თვის განმავლობაში მომსწრე გავხდით მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრამის – ტოტალიტარული დიქტატურის, საბჭოთა კავშირის ისტორიული და რევოლუციული ტრანსფორმაციისა  და მისი ხალხის განთავისუფლებისა… კონფრონტაცია დასრულდა, ბირთვული საფრთხე- შორს არ წასულა მაგრამ უკან იხევს. აღმოსავლეთ ევროპა თავისუფალია. თავად საბჭოთა კავშირი აღარ არის. ეს არის დემოკრატიისა და თავისუფლების გამარჯვება. ესაა გამარჯვება ჩვენი ღირებულებების მორალური სიძლიერისთვის. ყველა ამერიკელს შეუძლია იამაყოს ამ გამარჯვებით “
1991 წ

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist