Politicano-ს ფოტომანიპულაცია ბირმის ოპერაციის ნაცვლად ჩინელ სამხედროებს ასახავს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

Chinese_soldiers_poorly_armed,_snuggled_close_to_the_land_as_their_camouflaged_caps_indicate
20
VIEWS

2017 წლის 14 ივნისს, ფეისბუკ გვერდმა „Politicano” გაავრცელა ფოტო, რომელზეც, გამოცემის მტკიცებით, 1951-1967 წლების დამოუკიდებელ სახელმწიფო ბირმაში აშშ-ს ინტერვენციის ფაქტია გამოსახული.

პოლიტიკანოს მიერ გამოყენებული ფოტო მანიპულაციურია, რადგან ფოტო მეორე მსოფლიო ომის პერიოდშია გადაღებული და ბირმის მოვლენებს არ ასახავს.

ფაქტი 1: აღნიშნულ ფოტოზე ჩინელი სამხედროები არიან გამოსახულები

ფოტო ფრანკლინ დელანო რუზველტის საპრეზიდენტო მუზეუმში, მეორე მსოფლიო ომის განყოფილებაშია დაცული და მასზე, რეალურად, ჩინელი სამხედროები არიან გამოსახულნი. ფოტოს ახლავს ოფიციალური აღწერა, რომ სამხედროები ცუდად შეიარაღებულები არიან, რაზეც მათი კამუფლაჟი მიუთითებს.

"

ფაქტი 2: ფოტო მეორე მსოფლიო ომის პერიოდშია გადაღებული

ფოტო საპრეზიდენტო მუზეუმის მეორე მსოფლიო ომის არქივში ინახება. მეორე მსოფლიო ომი 1945 წელს დასრულდა, ხოლო ბირმის მოვლენები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ცივი ომის პერიოდს უკავშირდება.

სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან კომუნიზმის გავრცელების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ბირმა იყო. 1949 წელს ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ჩინეთის ნაციონალისტური ძალები (KMT) ჩრდილოეთ ბირმაში გადავიდნენ, რომელსაც CIA უჭერდა მხარს. იმ პერიოდში ბირმაში აშშ-ის ელჩი უინფრედ სებალდი სახელმწიფო დეპარტამენტს KMT-ისთან დაკავშირებულ პრობლემებზე სწერდადა დეპარტმანეტს ბირმის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. სებალდის თქმით, KMT ოპიუმის ვაჭრობაში ჩაერთო და მის რიგებში, ასევე, უდისციპლინობას ჰქონდა ადგილი. უკვე 1953 წელს ამერიკელები KMT-სგან ითხოვდნენ: 1. ევაკუაციის შეთანხმებზე ხელის მოწერას; 2. ბირმის დატოვებას ყველა სამხედროს მიერ; 3. ბირმაში 6 სამხედრო ბაზის დატოვებას; 4. ვინც ბირმაში დარჩებოდა, მათ დეზერტიდებად გამოცხადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ KMT-ის მხარდაჭერას შეწყვეტდა. პირველი ევაკუაცია იმავე წლის ნოემბერში დაიწყო. KMT-ის მიერ ოპიუმის უკანონო ვაჭრობის საპასუხოდ კი პრეზიდენტმა ნიქსონმა ნარკოტიკებზე ბრძოლა გამოაცხადა, შემდეგ კი ჯიმი კარტერიცა და რონალდ რეიგანიც ბირმის ხელისუფლებასთან ნარკო ტრეფიკერების წინააღმდეგ თანამშრომლობდნენ.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, მიანმარი, ჩინეთი
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist