“ობიექტივი” რუსულ ენაზე მაუწყებლობას კანონდარღვევით განაგრძობს და სანქციას უგულებელყოფს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

22
718
VIEWS

ტელეკომპანია “ობიქეტივი” კანონის დარღვევით რუსულ ენაზე მაუწყებლობას კვლავ განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ 9 იანვარს მედიის განვითარების ფონდის საჩივრის საფუძველზე, კომუნიკაციების  ეროვნულმა კომისიამ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, ტელეკომპანია გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების – “ღამის სტუდია” და “Неделя” სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

""

ამ გადაწყვეტილების შემდეგ  21 იანვარს, 22:30 წთ-ზე ობიექტივის ეთერში გადაცემა “Неделя” ისევ უცვლელი ფორმით,  რუსულ ენაზე, ქართული სუბტიტრებისა და თარგმანის გარეშე  გავიდა. გადაცემას ჟურნალისტი ვასილ კაპანაძე რუსულ ენაზე უძღვებოდა და მისი სტუმრები პატრიოტთა ალიანსის წევრები დავით თარხან-მოურავი და ადა მარშანია მონაწილეობდნენ.

მედიის განვითარების ფონდმა მარეგულირებელს საჩივრით 2019 წლის 19 დეკემბერს მიმართა. საჩივრის საფუძველი მედიაკავშირ “ობიექტივის” ეთერში გადაცემა “ღამის სტუდია – ყველას გასაგონად” რუსულ ენაზე ტრანსლირება გახდა. კომისიამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილებ #6-ის (მუხლი3) და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის დარღვევას. კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით და მაუწყებლობის შესახებ კანონის თანანხმად, საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს.  ობიექტვივის გადაცემა “Неделя” რუსულ ენაზე 51 წუთის განმავლობაში მაუწყებლობდა. რაც საუკეთესო დროის დაშვებულ ნორმას 21 წუთით აღემატება და ასევე არღვევს რეგულაციას სუბტიტრების აუცილებლობის შესახებ.

მედიის განვითარების ფონდის იურისტის მარიამ პატარიძის განმარტებით, ორგანიზაცია აპირებს კვლავ მიმართოს მარეგულირებელ კომისიას საჩივრით, რათა კანონის მოთხოვნები იყოს დაცული და მარეგულირებლის გადაწყვეტილებების აღსრულება მოხდეს.

მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება კრემლის მიერ დაფუძნებული Sputnik-საქართველოს ინტერესის საგანი გახდა. აღნიშნულ გამოცემასთან ინტერვიუში “ობიექტივის” მენეჯმენი აცხადებდა, რომ ისინი რუსულ ენაზე მაუწყებლობაზე უარს არ იტყოდნენ, თუმცა რა ფორმით და როგორ, ამ საკითხს მოიფიქრებდნენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist