ობიექტივი: რატომ “დადიან მშვენივრად სკრიპალები საკუთარ ორ ფეხზე” ?!

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

coverr
538
VIEWS

2018 წლის 11 აპრილს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გადაცემის წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საკითხზე ისაუბრა. სკრიპალების გამოჯანმრთელების გამო, მან  მათი “ნოვიჩოკით” მოწამვლის ფაქტი ეჭვის ქვეშ დააყენადა აღნიშნა, რომ სკრიპალების საქმე “მოწყობილია”.

ბონდო მძინარაშვილი: “ეს ე.წ. „ნავიჩოკი“ ამ საქმეში ბრიტანელმა ექსპერტებმაც ვეღარ აღმოაჩინეს, ეს სკრიპალებიც, არ ვიცი რას შევადარო, სასწაულად გამოჯანმრთელდნენ იმ ლიტვინენკოსგან განსხვავებით და რუსეთმა მიიღო უამრავი სანქცია, უამრავი პროტესტი და აღმოჩნდა, რომ ეს ორივე ადამიანი მშვენივრად დადიან საკუთარ ორ ფეხზე და არავითარი ის არა აქვთ და ესეც რაღაცა ერთგვარად იგრძნობა, რომ მოწყობილი იყო…ანტიდოტი არც ქონიათ, როგორც მაშინ აცხადებდნენ არ იცოდნენ როგორ უნდა განეკურნათ ეს ადამიანებია და აღმოჩნდა, რომ განკურნებულებიც არიან და მშვენიერ ხასიათზეც.“

სკრიპალების გამოჯანმრთელების გამო სხვადასხვა ჯგუფებმა ე.წ. “ნოვიჩოკის” გამოყენება ეჭვქვეშ დააყენეს. თუმცა “ნოვიჩოკი” ყველა შემთხვევაში ლეტალურ შედეგს არ იწვევს. მომწამვლელი ნივთიერების მოქმედების თვალსაზრისით სკრიპალისა და ლიტვინენკოს საქმეების შედარება არარელევანტურია, რადგან ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში რადიოაქტიური პოლინიუმით მოწამლეს და არა „ნოვიჩოკით“.

  • “ნოვიჩოკის” სასიკვდილო ეფექტზე მხოლოდ ლაბორატორიული ცდების საფუძველზე საუბრობენ, როდესაც ცდების სამიზნე შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ იღებს

ლაბორატორიულ პირობებში, როცა მიზანი კონკრეტული ნივთირების მოქმედების შესწავლაა, საცდელი ობიექტები სამედიცინო დახმარებას არ იღებენ. სწორედ ასეთ პირობებშია დასაშვები იმაზე საუბარი, თუ რამდენად ლეტალურია მომწამლავი ნივთიერება. როცა ადგილი აქვს შესაბამის მკურნალობას, მოწამვლით გამოწვეული სიკვდილის რისკი მცირდება. არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანები ნერვული აგენტების საკმაოდ დიდი დოზით მოიწამლნენ, მაგრამ ძლიერი სამედიცინო ჩარევის შედეგად, ისინი გადარჩნენ. როგორც Northumbria University-ის ექსპერტიზისა და ანალიტიკური ქიმიის უფროსი ლექტორი მიშელ კარლინი ამბობს, „მოწამვლა აუცილებად არ იწვევს სიკვდილს. თუ მკურნალობა საკმარისად სწრაფი და დაუყოვნებლივია, მაშინ შესაძლებელია გამოჯანმრთელება“.

  • სკრიპალების მოწამვლა კანიდან მოხდა, რის გამოც მომწამვლელმა ნივთიერებამ შედარებით ნელა იმოქმედა

ლონდონში დაფუძნებული უსაფრთხოებისა და ქიმიური დაცვის სფეროს ექსპერტი დენ კასზეტა აღნიშნავს, რომ ნერვული აგენტები სწრაფად მაშინ მოქმედებენ, როდესაც ისინი ორგანიზმში ინჰალაციის გზით ხვდებიან. სკრიპალისა და მისი ქალიშვილის შემთხვევაში, “ნოვიჩოკის” შეწოვა კანიდან მოხდა და არა შესუნთქვის გზით, რის გამოც ნივთიერების მოქმედება შედარებით ნელი იყო. კასზეტა ასევე მიიჩნევს, რომ ნივთიერების მოქმედების შეფასების დროს სხვა გარე ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი, როგორიცაა ადამიანური ფაქტორები და ამინდი.

მაგალითად, თუ ნოვიჩოკთან შეხების შემდეგ, რომელიმე მათგანი კანზე რაიმეს შეამჩნევდა და ხელების დაბანას გადაწყვეტდა, ეს ნივთიერების მოქმედებას კიდევ უფრო შეამცირებდა, რადგანაც წყალი და საპონი დეზინფექციის საშუალებებია. კასზეტას დაკვირვებით, ნერვული აგენტების მოქმედება წყალთან რეაქციაში კიდევ უფრო მცირდება და მისი თქმით, ქალაქ სოლსბერის ნესტიან კლიმატს ნოვიჩოკის მოქმედების შენელება შეეძლო.

ყველა ნერვული აგენტი ორგანიზმზე მსგავსი ბიოქიმიური პროცესით მოქმედებს და “ქოლინერგიულ კრიზისს” იწვევს. მომწამლავი ნივთიერებისა თუ აგენტის დასახელების მიუხედავად თერაპია ასეთი მოწამვლის დროს ერთნაირია. კასზეტას თქმით, მთავარი პრეპარატი ატროფინია, რომელიც ნერვულ სისტემაში დაგროვილ ჭარბ აცეტილქოლინს ებრძვის. ატროპინი სულაც არ არის უცხო ან იშვიათი. იგი მუდმივად ინახება ამბულატორიებსა და საავადმყოფოებში მრავალი დანიშნულების მიზნით, მათ შორის ჭარბი დოზის მიღების ან გულის პრობლემების დროს. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის უცხო, რომ ქალაქ სოლსბერშიც იყო იგი ხელმისაწვდომი, მით უფრო მაშინ, როცა ატროპინი სპეციალურადაა მითითებული საავადმყოფოს სანდო, საჯაროდ ხელმისაწვდომ საგანგებო გეგმაში.

  • სკრიპალების გადარჩენა გასაკვირი არ არის. არსებობს ნერვული აგენტებით მოწამვლისა და გადარჩენის სხვა მაგალითებიც

1987 წელს „ნოვიჩოკ“-ზე ექსპერიმენტების ჩატარების დროს ლაბორატორიაში ნივთიერების მცირე დოზასთან შეხების გამო ქიმიკოსი ანდრეი ჟელეზნიაკოვი მოიწამლა, თუმცა მოწამვლის გამო ის ადგილზე არ გარდაცვლილა. მისი გონზე მოსაყვანად ათი დღე გახდა საჭირო. მას სიარულის უნარი დაკარგა. შემგომი მკურნალობა ლენინგრადის საიდუმლო საავადმყოფოში გაგრძელდა. შხამმა დააზიანა ჟელეზნიაკოვის ნერვული სისტემა, რის გამოც მას ჩამოუყალიბდა ქრონიკული სისუსტე ხელებში, ტოქსიკური ჰეპატიტი, რომელმაც ღვიძლის ცეროზი, ეპილეფსია, მძიმე დეპრესია, კითხვის და კონცენტრირების უუნარობა გამოიწვია, რამაც ის ქმედუუნაროდ აქცია. მეცნიერი ჯანმრთელობის ხუთწლიანი გაუარესების შემდეგ გარდაიცვალა.

სხვა ყველა ძირითადი ნერვული აგენტების ინციდენტის დროს (ტოკიო, ჰალაბჯა, ღუტა, ხან შეხუნი და სხვ.) უფრო მეტი ადამიანი დაშავდა, ვიდრე დაიღუპა. მაგალითად, ტოკიოში 1995 წელს მეტროში ზარინის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 70-მდე ადამიანმა მნიშვნელოვანი, ხოლო 1000-მდე მსუბუქი დაზიანება მიიღო.

  • მომწამვლელი ნივთიერების მოქმედების თვალსაზრისით სკრიპალისა და ლიტვინენკოს საქმეების შედარება არარელევანტურია

მძინარიშვილის ეს შედარება საფუძველს მოკლებულია, რადგან ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში რადიოაქტიური პოლინიუმით მოწამლეს და არა „ნოვიჩოკით“.

ოლეგ გორდიევსკი, რუსეთის კაგებეს ყოფილი ოფიცერი, რომელიც „ცივი ომის“ დროს ბრიტანეთის დაზვერვის ორმაგი აგენტი იყო, პოლონიუმს პოლიტიკური მკვლელობისათვის იდეალურ იარაღს უწოდებს: „პოლონიუმი იდეალური საწამლავია. იგი უეჭველ სიკვდილს იწვევს და ვინც მას იყენებს, დარწმუნებულია, რომ მიზანს 100 %-ით მიაღწევს“.

პროპაგანდის მეთოდი

არარელევანტური შედარების გაკეთება, დაუდასტურებელი და მცდარი ინფორმაციიის გავრცელება,  აუდიტორიაში ეჭვების დათესვის და მცდარი წარმოდგენების შექმნის მიზნით.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist