მითი, თითქოს რუსეთს საერთაშორისო სამართალი არასოდეს დაურღვევია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

fdfdf
530
VIEWS

2019 წლის 21 მაისს რადიო სპუტნიკთან საუბარში პოლიტოლოგმა პაველ შიპილინმა განაცხადა, რომ რუსეთს საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია. ამ განცხადებით შიპილინი ესტონეთის პრეზიდენტს გამოეხმაურა, რომელმაც   ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლების რუსეთისათვის დაბრუნების საწინააღმდეგო არგუმენტად ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა მოიყვანა. რუსი პოლიტოლოგის კომენტარი სპუტნიკ საქართველომ გაავრცელა.

პაველ შიპილინი, პოლიტოლოგი: “რუსეთს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი. მან დაარღვია ეგრეთ წოდებული “ახალი მსოფლიო წესრიგი”, რომელიც არსად არ არის გაწერილი და რომელიც აშშ-მა და მისმა სატელიტებმა, მათ შორის ესტონეთმა, დაამყარეს.”

რუსი პოლიტოლოგის განცხადება, თითქოს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია, ტყუილია, ვინაიდან რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის მრავალი ფაქტია ცნობილი, მათ შორის, საქართველოს მიმართ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესია, ყირიმის ანექსია 2014 წელს და ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე თავდასხმა 2018 წელს.

“მითების დეეტქტორი” გთავაზობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების არასრულ ჩამონათვალს.

რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა

საერთაშორისო ხელშკრულება

დარღვევის თარიღი

საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელება

გაეროს ქარტიის მე-2 მუხლი

2008

2008 წლის აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი ქართული მოსახლების მკვლელობა, ქონების განადგურება და მიტაცება (კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები)

რომის სტატუტის მე-7 და მე-8 მუხლები

2008

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების რაოდენობის გაზრდა, ძალის გამოყენება, კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ჰუმანიტარული დახმარების  შეფერხება

რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების მე-3 და მე-5 პუნქტები

2008 წლიდან დღემდე

ყირიმის ანექსია

გაეროს ქარტიის მე-2 მუხლი

2014

ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე თავდასხმა

გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის 30-ე მუხლი

2018 წელი

ყირიმში არსებული უკრაინული ნავთობკომპანიის ქონების ექსპროპრიაცია

რუსეთსა და უკრაინას შორის  საინვესტიციო ხელშეწყობის შეთანხმების მე-5 მუხლი

2014

სკრიპალების მოწამვლა ნერვული აგენტით

ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციის პირველი მუხლი

  2018


სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ         

გაეროს ქარტიის მე-2 მუხლი კრძალავს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. 2009 წლის სექტემბერში ევროკავშირის საბჭოს  ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა მისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებები – ზემო კოდორის დაბომბვა, ქართული ქალაქების მახლობლად სამხედრო პოზიციების, ხოლო შავ ზღვაში ხომალდების განთავსება საერთაშორისოი სამართლის დარღვევით განხორციელდა, საქართველოს შეიარაღებული ძალები კი გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით გათვალისწინებული კანონიერი თავდაცვის რეჟიმში მოქმედებდნენ.

"
წყარო: jamestown.org

საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები

რომის სტატუტის მე-7 და მე-8 მუხლების თანახმად, მკვლელობა, მოსახლეობის იძულებითი გადასახლება და დევნა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, განზრახი მკვლელობა, მშვიდობიმსყოფელებზე  თავდასხმა, ქონების განადგურება და მარადიორობა – სამხედრო დანაშაული.

2015 წლის 13 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ჰააგის ტრიბუნალს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე გამოძიების დაწყება სთხოვა. თხოვნას ახლდა პროკურორი დასკვნა, რომლის თანახმად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულის დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაზარალებულებად არიან ცნობილნი.

"
წყარო: Reuters

რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა

რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 15 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მე-5 პუნქტი რუსეთს საჯარისო ნაწილების მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე გაყვანას ავალდებულებდა. რუსეთმა არა თუ არ გაიყვანა თავისი სამხედრო ქვედანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ, გაზარდა მათი რაოდენობა. ჯერ კიდევ 2008 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ტერიტორიაზე 10 000 რუსი სამხედრო იყო განლაგებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დაშვებულ ფარგლებს.

ასევე, შეთანხმების მე-3 პუნქტის მთხოვნის მიუხედავად, რუსეთი კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების გადაადგილებას აფერხებდა და საერთაშორისო სამდაკვირვებლო მისიებს ზონაში არ უშვებდა.

"
წყარო: amerikiskhma.com

ყირიმის ანექსია

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის თებერვალში აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაკავებით დაიწყო.

უკრაინის ტერიტრიული მთლიანობის საკითხზე გაეროს მიერ 2014 წლის 27 მარტს მიღებულ რეზოლუციაში გაეროს ქარტიის მე-2 მუხლზე რეფერირებით ხაზგასმულია, რომ ყველა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ურკაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისაგან და ქვეყნისს საზღვრების ძალადობრივად და უკანონოდ შეცვლის ნებისმიერი მცდელობისაგან. 2018 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციაში კი გაეროს წევრმა ქვეყნებმა რუსეთს  ყირიმის ანექსიის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ პირდაპირ მოუწოდეს.

"

უკრაინულ გემებზე თავდასხმა ქერჩის სრუტეში

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის საზღვაო სახედრო ძალები თავს დაესხნენ ქერჩის სრუტეში შემოსულ უკრაინულ გემებს და დააკავეს ისინი, რითაც დაარღვიეს გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის 30-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ სამხედრო ხომალდი არ ემორჩილება სახელწიფოს მოთხოვნებს, სანაპირო სახელმწიფოს უფლება აქვს, მხოლოდ მოსთხოვოს ხომალდს ტერიტორიული წყლების დაუყოვნებლივი დატოვება. 2018 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციაში გაეროს წევრმა ქვეყნებმა რუსეთს ქერჩის სრუტეში სანაოსნო უფლების განხორციელების შეფერხებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდეს.

ქერჩის სრუტის ინციდენტს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა 2019 წლის 25 მაისს წინასწარი ღონისძიებების სახით რუსეთს უკრაინული გემების და დაკავებული უკრაინელების გათავისუფლება დაავალა.

უკრაინული ნავთობკომპანიის ქონების ექსპროპრიაცია

2019 წელს ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის მიერ რუსეთ-უკრაინას შორის საინვესტიციო ხელშეწყობის ორმხრივი შეთანხმების მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც მხარეებს ინვესტორთა ქონების ექსპროპრიაციას უკრძალავს. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტლების თანახმად, რუსეთმა 2014 წელს უკრაინული ნავთობკომპანიების  Ukrnafta-ს და Naftogaz-ის ყირიმის ტერიტორიაზე არსებული ქონება მიისაკთურა, რისთვისაც სასამართლომ რუსეთს ორივე კომპანიის სასარგებლოდ კომეპსაციის გადახდა დააკისრა.

სკრიპალების მოწამვლა ნერვული აგენტით

2018 წლის 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სალისბურიში რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს. როგორც მოგვიანებით პორტონ-დაუნის ლაბორატორიის დასკვნით გახდა ცნობილი, სკრიპალები ნერვული აგენტი “ნოვიჩოკით” მოწამლეს , რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმა ან თავად რუსეთმა გაანხორციელა, ან ქვეყანამ ბრალეულად დაკარგა კონტროლი თავისსავე წარმოებულ ნერვულ აგენტზე. დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ სკრიპალები  გრუ-ს თანამშრომლებმა ალქესანდრ მიშკინმა და ანატოლი ჩეპიგამ მოწამლეს.

ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავადა იმისა, დადასტურდება თუ არა რუსეთის მონაწილეობა ამ გახმაურებულ საქმეში, მან უკვე დაარღვია ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენცია, რამდენადაც  ნოვიჩოკის დამამზადებელი საწარმოების შესახებ არ განაცხადა და გააჭიანურა სხვა ქიმიური იარაღის გაანდგურების პროცესი.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესტონეთი, ნატო, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist