ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო ” დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის თაობაზე და ამტკიცებს, რომ ეს ინიციატივა პირველად იოსებ სტალინმა წამოაყენა.
საქართველო და მსოფლიო, 30 იანვარი: „დროა, მსოფლიო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს – დავოსის ექსპერტები სტალინის 70 წლის წინანდელ პრინციპს უბრუნდებიან…ნაკლები შრომა დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის მეტი სიკეთის მომტანია, ამიტომ მსოფლიო 4 დღიან სამუშაო კვირაზე უნდა გადავიდეს. weforum.org-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ორმა ექსპერტმა განაცხადა… აღსანიშნავია, რომ სამუშაო დროის შემცირებისა და 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შესახებ წინადადება პირველად სტალინმა წამოაყენა და ეტაპობრივად ნერგავდა კიდეც ცხოვრებაში”.
როგორც ჩანს, გამოცემა სტალინისტური რეპრესიების შედეგად კვირის ბოლოს სამუშაო ტვირთის შემსუბუქებას გულისხმობდა.