კორკოტაშვილის და რუსული მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის პოლიციამ “ლგბტ” თემის დაცვაზე უარი განაცხადა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ffe
284
VIEWS

გაზეთ „ალია“-ს 11-17 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა  პარტია „ქართული მისიის“ ლიდერის და ულტრანაციონალისტური დაჯგუფება „ქართული მარში“-ს მხარდამჭერის გია კორკოტაშვილის ინტერვიუ, სადაც მან  აიდაჰოს დღეს, 17 მაისს სამართალდამცავების მიერ მისი და მისი თანამოაზრეების დაპატიმრების შესახებ ისაუბრა. კორკოტაშვილის თქმით, პოლიციელები ხელფასის გულისთვის ასრულებენ ბრძანებას და აკავებენ იმ ადამიანებს, რომელთა მიმართ სიმპატიები აქვთ, მაშინ, როდესაც ევროპაში, კერძოდ უკრაინაში პოლიციელებმა „ლგბტ“ თემის დაცვაზე უარი განაცხადეს.

გია კორკოტაშვილი, “ქართული მისია”: „პოლიციელები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ასრულებენ ბრძანებას ხელფასის გულისთვის და აკავებენ იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც მათ სიმპათიები აქვთ… გაიხედეთ ევროპაში რა ხდება, უკრაინელმა პოლიციელებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი არ დაიცავენ „ლგბტ“ თემს, ნახეთ რა ხდება პოლონეთში, საბერძნეთში.“
ალია, 11-17 ივნისი

ყალბი ამბავი, თითქოს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ლგბტ თემის დაცვაზე უარი განაცხადეს, 2016 წლის ივნისში რუსულმა და უკრაინელოვანმა მედია საშუალებებმა გავრცელეს. ამბის პირველწყარო სპეციალური დანიშნულების პოლკ “კიევის” 2 ყოფილი თანამშრომელი იყო, რომლებმაც კიევის პოლიციის სამმართველოს წინ გამართული  იმპროვიზირებული პრესკონფერენცის დროს განაცხადეს, რომ უარს აცხადებდნენ 2016 წლის 12 ივნისს დაგეგმილი გეი პრაიდის დაცვაზე და სამსახურს ტოვებდნენ. სინამდვილეში, ორივე მათგანი ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში შიდასამსახურეობრივი გამოძიების შედეგად გაანთავისუფლეს. ამასთან, პოლკი „კიევი“ქალაქში საპატრულო პოლიციის ფუნქციებს არ ასრულებს

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ Крым.Реалии-ს ცნობით, 2016 წლის 7 ივნისს, რუსულ და უკრაინულენოვან მედიაში, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ამბავი, თითქოს კიევის პოლიციის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს გეი აღლუმის მონაწილეთა დაცვაზე, რომელიც 2016 წლის 12 ივნისს უნდა გამართულიყო. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პოლიციის თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივ დათხოვნას ჰქონდა ადგილი .

მედიასაშუალებები Риа Новости,  Lenta.ru, Piter.TV, sevastopol.SU, vesti.ru -ის პირველწყარო Facebook ჯგუფ  „ვეტერანების საყოველთაო უკრაინული კავშირში ATO“-ს  (Всеукраинский союз ветеранов АТО) პოსტი გახდა, რომელშიც რამოდენიმე ადამიანი აცხადებდა, რომ უარს აცხადებდა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე და გეი აღლუმის მონაწილეთა დაცვაზე.

"

"

მოგვიანებით, სამმა მამაკაცმა კიევის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ იმპროვიზირებული პრეს-კონფერენცია გამართა.  მათი თქმით, ისინი კიევის პოლიციის სპეციალური დანიშნულების პოლკ „კიევის“ წარმომადგენლები იყვნენ და უკრაინულ პოლიციას ტოვებდნენ,  რადგან 12 ივნისის პრაიდის კიევში ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

"

იმავე დღეს, პოლკ „კიევის“ მეთაურმა, ვიტალი სატარენკომ განაცხადა, რომ პრესკონფერენციის მონაწილე ორი ადამიანი, ანდრეი ვატოლკინი და მაქსიმ მიხაილოვი  პოლიციელები არ არიან. მისი თქმით, შიდა სამსახურეობრივი გამოძიების შემდეგ, ვატოლკინი სამსახურიდან 2016 წლის 11 მაისს გაათავისუფლეს, მიხაილოვი კი – 17 მაისს. მანამდე ორივე მათგანი ქვედანაყოფ „წმინდა მარიამის“, ხოლო შემდგომ კი პოლკ „კიევი“-ს შემადგენლობაში შედიოდნენ. სატარენკომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ პოლკი „კიევი“ ქალაქში  საპატრულო პოლიციის ფუნქციებს არ ასრულებს.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პოლიციაში ადგილი აქვს თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას – სიცრუეა.

წელს, 17 ივნისს კიევში ჩატარებულ გეი-პრაიდზე საზოგადოებრივი წესრიგის და მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 5000-მდე უკრაინელი პოლიციელი და ჯარისკაცი იყო მობილიზებული. პრაიდის ფარგლებში ულტრამემარჯვენე დაჯგუფების 56-მდე წევრი დააკავეს, რომლებმაც მსვლელობის ხელის შეშლის მიზნით მონაწილეთა მიერ გასავლელი გზა დაბლოკეს. რეაქციული ჯგუფების რამოდენიმე წევრმა პოლიციას გაზის ბიდონები ესროლა. 5 პოლიციელს სამეციდინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.

"

ფოტო: Reuters


მითების დეტექტორის” ლაბორატორია

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

გია
კორკოტაშვილი გია

წყარო

ალია
ალია-ჰოლდინგი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist