ისტორიის გაყალბება: 1801 წელს საქართველო რუსეთს საკუთარი ნებით შეუერთდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

23379630_10213201831613439_246878394_o
19k
VIEWS

2017 წლის 25 ოქტომბერს ონლაინ გამოცემებმა Geworld.ge და საქინფორმი იდენტური სტატია, სათაურით “უმადური კაცი და ერი არც ღმერთს სჭირდება და არც კაცობრიობას!” გამოაქვეყნეს. აღნიშნული პუბლიკაცია მე-19 საუკუნეში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ ისტორიულ ფაბრიკაციებს შეიცავს. ავტორი რუსეთის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების ანექსირებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ საქართველო საკუთარი ნებით შეუერთდა რუსეთს, რამაც, ავტორის შეფასებით, საქართველოს განვითარებაზე დადებითად იმოქმედა.

ფაბრიკაცია N1: 1801 წელს საქართველო რუსეთს საკუთარი ნებით შეუერთდა
რეალური ფაქტი: 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინა.

საქართველო რუსეთის იმპერიას საკუთარი სურვილით არ შეერთებია. 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინა და მომდევნო წლებში დანარჩენი სამეფო-სამთავროებიც მიიერთა.

  • 1801 – რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება
  • 1810 – რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმება
  • 1811 – რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება
  • 1828 – იმპერიის მიერ გურიის სამთავროს გაუქმება
  • 1834 – რუსეთი იმპერიის მიერ სვანეთის სამთავროს დაქვემდებარება
  • 1858 – სვანეთის ანექსია
  • 1864 – რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმება
  • 1867 – სამეგრელოს სამთავროს ანექსია

1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა  ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შესახებ მანიფესტი გამოსცა, რომელიც სიონში შეკრებილ ქართველებს 1802 წლის 12 აპრილს გააცნეს. ქართველების მხრიდან წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად, სიონის ტაძრის ირგვლივ რუსი ჯარი იყო შეკრებილი. ქართლ-კახეთის ანექსიით რუსეთმა 1783 წელს გეორგიევსკში გაფორმებული მფარველობითი ტრაქტატის პირობები დაარღვია. რუსეთის იმპერიამ ეტაპობრივად საქართველოს დანარჩენი სამეფო-სამთავროებიც გააუქმა და მისი ტერიტორიები თვითნებურად მიიერთა. 1811 წელს რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა.

ფაბრიკაცია N2: ქართველებმა დავით ბატონიშვილი ტახტზე არ დასვეს.
რეალური ფაქტი: დავით ბატონიშვილს ტახტი რუსეთის იმპერიამ  არ დაუმტკიცა.

გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი შვილი, დავით ბატონიშვილი უნდა ასულიყო, თუმცა მას მეფობა რუსეთმა არ დაუმტკიცა. ანექსიის შემდგომ დავითი ხვა ბაგრატიონებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს, რითაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთში მეფობის აღდგენის საფრთხე თავიდან აიცილა.

ფაბრიკაცია N3: რუსეთის იმპერია ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.
რეალური ფაქტი: სკოლებში ქართული ენის სწავლება იმპერიის მიერ იდევნებოდა

ამის “არგუმენტად” სტატიის ავტორს “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” მოჰყავს, რომელიც, ავტორის თქმით, სწორედ რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით საქმიანობდა. რეალურად, რუსეთის მიზანი სკოლებში ქართული ენის ხელშეწყობა არ ყოფილა. 1881 წელს ქართული ენის სწავლება სკოლებში არასავალდებულოდ გამოცხადდა. ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” დაბა-სოფლებში სკოლებს საკუთარი ხარჯებით ხსნიდა და მათ წიგნებით ამარაგებდა. გაზეთი “ივერია” კი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა და რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ კრიტიკულ მასალებს აქვეყნებდა, მუდმივად ცენზურის სამიზნე იყო. 1906 წელს კი გაზეთი დახურეს.

ფაბრიკაცია N4: 1878 წელს რუსეთმა საქართველოს აჭარა დაუბრუნა
რეალური ფაქტი: 1878 წელს რუსეთმა აჭარის მიღებით საკუთარი იმპერიის ტერიტორიები განავრცო

1878 წლის 13 ივლისს ბერლინის ტრაქტატით რუსეთის მფლობელობაში გადავიდა აჭარა, ყარსი და არდაგანი, ხოლო ბრიტანეთის ინიციატივით ბათუმი პორტო-ფრანკოდ იქცა, სადაც თავისუფალი ეკონომიკური რეჟიმი ფუნქციონირებდა. პორტო-ფრანკომ ბათუმი ევროპული სტილის ქალაქად აქცია, რომელიც ნავთობმრეწველ ინვესტორებს იზიდავდა. ამ პერიოდს უკავშირდება 1883 წელს ბათუმი-ბაქოს დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც.

საქართველო ამ პერიოდში დამოუკიდებელ სუბიექტს არ წარმოადგენდა და ის რუსეთის იმპერიის მიერ იყო ანექსირებული. შესაბამისად რუსეთმა კი არ დაუბრუნა საქართველოს აჭარა, არამედ მან იმპერიის ტერიტორიები განავრცო.აჭარა აქამდე თუ ოსმალეთს ექვემდებარებოდა, ამის შემდეგ არა საქართველოს, არამედ რუსეთის ხელში გადავიდა.

რეალური ფაქტი: 1918 წელს ბათუმი, ყარსი და არდაგანი რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ფარგლებში თურქეთს გადასცა

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში, ერთი მხრივ, ცენტრალურ სახელმწიფოებს – გერმანია, თურქეთი, ავსტრია-უნგრეთი და ბულგარეთი, ხოლო მეორე მხრივ საბჭოთა რუსეთს შორის დადებულ საზავო ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა, ამიერკავკასიის მთავრობის ინტერესთა უგულებელყოფით, ყარსი, არდაგანი და ბათუმი თურქეთის სასარგებლოდ დათმო. ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ 1918 წლის 10 თებერვალს მოწვეულმა ამეირკავკასიის სეიმმა ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოსმალეთისთვის გადაცემაზე უარი თქვა, თუმცა თურქეთი ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას მოითხოვდა.

ასეთ ვითარებაში საქართველოში გერმანული დელეგაციის ხელმძღვანელმა გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს აკაკი ჩხენკელს საქათველოს თურქეთის ოკუპაციისგან დაცვა და სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში მხარდაჭერა შესთავაზა. მართლაც, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გერმანიის მხარდაჭერის გამოცხადდა.

Timeline სრულად იხილეთ ბმულზე


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist