ინფორმაცია, თითქოს პოლონეთში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსება აკრძალულია, მცდარია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

666666
189
VIEWS

„ევრაზიული ინსტიტუტის” წარმომადგენლის არჩილ ჭყოიძის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნებისმიერი სხვა უცხო სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალულია, მცდარია და უსაფუძვლოა.

რეალური ფაქტები:ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის პოლონეთში, არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია. არც პოლონეთის კანონი „საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობასა და მოხალისეობაზე”,არც „ასოციაციების” ან „ფონდების შესახებ” საკანონმდებლო ნორმები არ შეიცავს ჩანაწერს, რომელიც უცხო ქვეყნის მიერ არასამთავრობო ორგანოზაციების დაფინანსებას კრძალავს.უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს დოკუმენტი „ფუნდამენტური პრინციპები არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსის შესახებ ევროპაში” და განმმარტებელი მემორანდუმი მკაფიოდ განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, მოიძიონ ფინანსური სახსრები უცხო ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან ინდივიდუალური დონორებისგან.

პოლონეთში ასევე მოქმედებს დაფინანსების 1 %-იან მექანიზმი, რომლის თანახმად,გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით გაღებული თანხის გარკვეული პროცენტი გადაირიცხება იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის სასარგებლოდ, რომელსაც თავად თანხის გადამრიცხველი სუბიექტი განსაზღვრავს. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს გააჩნია დისკრეცია, გადახდილი გადასახადის ნაწილი კონკრეტული ორგანიზაციის სასარგებლოდ მიმართოს. სამოქალაქო სექტორის პროცენტიანი დაფინანსების მექანიზმი პოლონეთის გარდა კიდევ რამოდენიმე ევროპულ ქვეყნაში წარმატებულად გამოიყენება. მაგ: უნგრეთი, სლოვაკეთი, ლიტვა.

Klon/Jawor Association -ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლონეთში დაახლოებით 45000-მდე ასოციაცია და 7000 მდე ფონდია დარეგისტრირებული და მათი უმეტესობა (დაახლ. 55%) რეგიონულ დონეზე ფუნქციონირებს. პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იღებენ დაფინანსებას ევროპული ფონდებიდან და ინსტიტუტებიდან.

პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლო წლებია ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები და სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო პროგრამები, როგორიცაა NED, EEA, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი, რობერტ ბოშისფონდი, კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპული სოლიდარობა ხალხთა თანასწორი ჩართულობისთვის.

გარდა ამისა, პოლონეთი თავადაც ახორციელებს დახმარების პროგრამებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო და სამთავრობო სექტორში. მაგალითად,”პოლონური დახმარება” (Polish Aid), პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტო, ახორციელებს დახმარების პროგრამებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. მთავარი თემატური სფეროები სადაც პროგრამები ხორციელდება მოიცავს ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ და ეკონომიკური ტრანსფორმაციას, გლობალური განათლებასა და ჰუმანიტარული დახმარებას. პრიორიტეტი ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებას და გარემოს დაცვას. დახმარების მიღების შესაძლებლობა აქვთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ევროკავშირი, რომლის წევრი ქვეყანაც პოლონეთია, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს უწყობენ ისეთი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკების განვრცობასა და საერთო გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით დაძლევას ისახავს მიზნად.სწორედ ევროკავშირთან თამშრომლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნისათვის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი) შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. ფორუმი წევრ ქვეყნებში მოდერნიზაციისა და რეფორმების შესახებ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას უწყობს ხელს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ღია და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს და მთავრობის მაკონტროლებელ ფუქციასთან ერთად, პოლიტიკის შემუშავების, მოქალაქეთა ინტერესების ადვოკატირების და სხვასხვა სერვისების უზრუნველყოფისფუნქციებს ასრულებენ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ერთადერთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობა შეზღუდულია, ესავტორიტარული მთავრობები და დიქტატორული რეჟიმებია.

რუსეთის გამოცდილება

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის გამოცდილება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ნაცვლად, დახურული ტიპის საზოგადოებაზეა ორიენტირებული, სახეზეა რუსეთში.2012 წლის ნოემბერში,რუსეთში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან, “უცხოური აგენტის” (Foreign agent)სპეციალური სტატუსი მიენიჭათ. ამგვარი სტატუსის მქონე ორგანიზაცია ვალდებულია, მოამზადოს პერიოდული ანგარიში იუსტიციის სამინისტროსა და ფედერალურ საგადასახადო სამსახურში წარსადგენად.იმშემთხვევაში, თუ “უცხოურაგენტად” კლასიფიცირებული რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შეიძლება დახურვას დაექვემდებაროს.

2013 წლის მარტში, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმება დაიწყო. პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების შემოწმებას დაექვემდებარა მთელი რიგი ადგილობრივი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები: “Amnesty International”, “მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი”, “Human Rights Watch”, “აგორა”, “მემორიალი”. 2015 წლის აპრილში, რუსული მთავრობის მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” (Transparency International), ასევე კლასიფიცირდა, როგორც „უცხოური აგენტი”.

2007 წლის მიწურულს, „ბრიტანეთის საბჭოებს”, საერთაშორისო კულტურულ ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეკატერინგბურგსა და სანკტ-პეტერბურგში რეგიონული ოფისების დახურვა მოსთხოვა. პრობლემები შეექმნა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID)-ს, რომელმაც 2012 წელსრუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებაშეწყვიტა. ორგანიზაცია ორი ათწლეულის განმავლობაში ფუნქციონირებდა რუსეთში და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე და სხვადასხვა დახმარებებზე ორიენტირებული პროგრამების საშუალებით სამ მილიარდამდე დოლარი ჰქონდა დახარჯული.

2015 წლის მაისში მიღებული ახალი კანონის თანახმად, რუსეთში მოღვაწე “არასასრურველ” ორგანიზაციებს ეკრძალებათ საქმიანობის განხორციელება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, რუსეთის პროკურატურას უფლება ეძლევა მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეაჩეროს. მთავრობისთვის „არასასურველი” ორგანიზაციების სიაში მოხვდა “ჯორჯ სოროსის საქველმოქმედო ფონდი”, “National Endowment for Democracy” (NED), “Freedom House”, „მაკარტურის ფონდი” და „აღმოსავლეთ ევროპული დემოკრატიული ცენტრი”. ასევე სამი უკრაინული და ორი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია.

დღეს რუსეთში წარმატებით მოქმედებს მმართველობის ტრადიციული რუსული იმპერიული მოდელი, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატია და პოლიცია ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობაზე ტოტალურ კონტროლს ახორციელებს. ეს მოდელი კატეგორიულად გამორიცხავს ისეთი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, რომელიც ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების ხელში ძალაუფლების მონოპოლიზაციასეწინააღმდეგება.

წყარო:

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5ივლისი

არჩილ ჭყოიძე, ევრაზიული ინსტიტუტი: “სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას უმალავს დღევანდელი ხელისუფლებაც და საუბრობენ იმაზე, რომ არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს დაფინანსებული ე.ი დასავლეთის მხრიდან, ევროპული საელჩოების მხრიდან, და თავად ევროპაში, ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, მათ შორის ახალ ევროპაში, პოლონეთში აკრძალულია ამერიკის შეერთებული შტატების და საერთოდ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება. იქ მოქმედებს ასეთი წესი – 1 %. ადამიანები, რომლებიც ხელფასს იხდიან, რომლებიც გადასახადებს იხდიან, მათ აქვთ, რომ ეს 1% განაგონ თავად და გადაურიცხონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ.”

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

წყარო

რრ
ჭყოიძე არჩილ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist