Geworld-მ NATO-ს გენერალური მდივნის სიტყვების მანიპულაცია მოახდინა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

shareeeee
727
VIEWS

2018 წლის 27 ივნისს ინტერნეტ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „სტოლტენბერგი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება“. „საქართველო და მსოფლიო“ ირწმუნება, თითქოს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მას ალიანსის მომავალში ეჭვი შეაქვს. Geworld-ის მტკიცებით, მომდევნო სამიტზე NATO-ს პოლიტიკური ერთობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.  ამ “სიახლის” ფონზე, ინტერნეტ გამოცემა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ პოლიტიკურ კურსს.

Geworld.ge: “ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, რადგან ძალიან დიდია უთანხმოება აშშ–ისა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შორის… ნატოს არსებობაში ეჭვი თვით მის გენერალურ მდივანს შეაქვს; ნატო იშლება და საქართელო ამ ორგანიზაციისკენ მიისწრაფვის?“

“საქართველო და მსოფლიომ” NATO-ს გენერალური მდივნის სიტყვები მანიპულაციურად გააშუქა და პროპაგანდის ე.წ. “კარტების დაწყობის” მეთოდი გამოიყენა. გამოცემამ 21 ივნისს ლანკასტერის სასახლეში იენს სტოლტენბერგის გამოსვლიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად მხოლოდ ის ფრაგმენტი გააშუქა, რომელშიც ის ალიანსში არსებულ სადისკუსიო საკითხებს აღწერდა, ხოლო გამოსვლის ის ნაწილი, სადაც სტოლტენბერგი NATO-ს იმ 3 ძლიერ მხარეზე საუბრობს, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს, “საქართველო და მსოფლიოს საერთოდ არ გაუშუქებია.


პროპაგანდის მეთოდი: ე.წ “კარტების დაწყობა” –  ინფორმაცია ნაწილობრივ მართალია, თუმცა ხდება მისი შერჩევითი მიწოდება. კრემლისტური პროპაგანდა აღნიშნულ ტექნიკას ყალბი ნარატივების ჭეშმარიტებაში აუდიტორიის დარწმუნებისთვის იყენებს.
მიზანი: მანიპულაციის მიზანი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივება და აზრის დამკვიდრებაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არარეალურია, რადგან ალიანსი თავად განიცდის კრიზისს და რეფორმირებას საჭიროებს.

2018 წლის 21 ივნისს, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, სტოლტენბერგმა ლანკასტერის სასახლეში წარმოთქვა სიტყვა,რომელშიც მან ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სიძლიერეეების შესახებ ისაუბრა. გამოსვლის ტექსტი სრულად არის ხელმისაწვდომი NATO-ს ვებ-გვერდზე.


სტოლტენბერგის ციტატის სრული ვერსია სტოლტენბერგის ციტატის მცირე ფრაგმენტი, რომელიც Geworld-მ კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოაქვეყნა
„ჩვენი კავშირი ძლიერია… მაგრამ ზოგიერთებს ეჭვი შეაქვთ ამ კავშირის ძლიერებაში, თუმცა არსებობს უთანმხოებები აშშ-ისა და სხვა მოკავშირეებს შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, კლიმატის ცვლილება და ირანთან ბირთვული შეთანხმება…

გარდაუვალი ჭეშმარიტება არ არის, რომ ტრანსატლანტიკური კავშირი ყოველთვის იარსებებს, თუმცა მე მჯერა, რომ ჩვენ მას შევინარჩუნებთ. მომეცით ნება, აგიხსნათ რატომ.

პირველი, ჩვენ აქამდეც გადაგვილახავს უთანხმოებები. განსხვავებული აზრის ქონა ახალი არ არის. ზოგჯერ ეს განსხვავებული აზრი არსებითიც კი იყო…
მეორე, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შენარჩუნება ჩვენი სტრატეგიული ინტერესია.
მესამე მიზეზი, თუ რატომ შეგვიძლია ამ კავშირის შენარჩუნება არის ის, რომ სწორად ახლა ვაკეთებთ ამას [ვინარჩუნებთ]. არსებობს ბევრი სხვადასხვა ბმა, რაც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას ერთმანეთთან აკავშირებს.”

“ეს უთანხმოებები რეალურია და ისინი თავისით და სწრაფად არ გაქრება. არავის არასოდეს მიუცია გარანტია, რომ ტრანსატლანტიკური კავშირი ყოველთვის მტკიცე იქნებოდა”.

It is not written in stone that the transatlantic bond will survive forever. But I believe we will preserve it.

And let me give you three reasons why.

First, we have overcome disagreements before. Differences of opinion is nothing new.

Some of them have been substantial…

Second, maintaining the transatlantic partnership is in our strategic interest.

The third reason why we can maintain the transatlantic bond is that we are doing it right now. In NATO. There are many different ties that bind Europe and North America together.


“საქართველო და მსოფლიომ” სტოლტენბერგის გამოსვლა ისეთი ტერმინებით შეაფასა, როგორიცაა “შეუძლებელი”, “საგანგაშო”, “ერთიანობის მიმართ ეჭვი”, “შეშფოთება”, “ძალიან დიდი უთანხმოება”, რისი მიზანიც მკითხველზე ემოციური მანიპულაციის მოხდენა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებაა.

გარდა ამისა, სტატია პროგნოზებს, თითქოს აშშ-ის ალიანსიდან გასვლის საფრთხე არსებობს. ამის საფუძვლად Geworld.ge 2016 წელს დონალდ ტრამპის განცხადებას მიიჩნევს, რომელშიც ის NATO-ს მოძველებულ ორგანიზაციას უწოდებს. გამოცემა ამ ფაქტსაც საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად შერჩევითად აქვეყნებს და არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ  აშშ-ის პრეზიდენტმა 2017 წლის აპრილში თავად უარყო საკუთარი ადრინდელი განცხადება:

„ნატო-თი უკმაყოფილება დიდი ხნის წინ გამოვხატე. ამის შემდეგ, მათ განახორციელეს ცვლილებები. მე ვთქვი, რომ ნატო იყო მოძველებული. ახლა ნატო მოძველებული აღარაა,“ – დონალდ ტრამპი.

როგორც “მედიის განვითარების ფონდის” “ანტიდასავლური პროპაგანდის” ანგარიშმა აჩვენა, 2017 წელს NATO-სთან დაკავშირებული გზავნილებიდან ალიანსში გაწევრიანებასთან მიმართებით სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის გაღვივება დომინანტი თემა იყო.  მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არარეალურია, რომ ალიანსი თავად განიცდის კრიზისს და რეფორმირებას საჭიროებს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist