დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთის 25 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

31870293_1654654421270639_350826363394981888_n - Copy
1.5k
VIEWS

თურქოფობიულ კონტექსტში სხვადასხვა წყაროები პერიოდულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს თურქეთის ათეულ ათასობით მოქალაქეს ქართული პასპორტი დაურიგდა, რაც აჭარის  რეგიონის საქართველოს ტერიტორიიდან გამოყოფის საფრთხეს ქმნის. 21 მარტს, TV ობიექტივის ეთერში “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში აჭარაში თურქეთის 25 000-მა მოქალაქემ ქართული პასპორტი მიიღო, რაც მომავალში მათ მიერ თურქული პარტიის ჩამოყალიბების და რეგიონის გამოყოფის საშიშროებას ქმნის. მსგავსი გზავნილი 2017 წლის 15 მარტს TV კავკასიის ეთერში გადაცემა „სპექტრის“ წამყვანმა დავით აქუბარდიამაც გააჟღერა, თითქოს 23 000 თურქეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს.

გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2004 წლიდან 2018 წლის 11 აპრილამდე საქართველოს მოქალაქეობა ჯამში თურქეთის 3050 მოქალაქემ მიიღო.

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: “სააკაშვილი კიდევ 6 წელი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დღეს აჭარა აღარ იქნებოდა საქართველოს შემადგენლობაში. დამიჯერეთ, რომ ესე იქნებოდა. დღეს რაც ხდება აჭარაში, ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილს ეს გეგმა ჰქონდა. 25 000-მა თურქმა მიიღო ქართული პასპორტი და ცხოვრობს აჭარაში, 25 000-მა. ხვალ, ზეგ 10 000 -15 000 რომ დაემატოს, ფაქტიურად თურქულ პარტიას შექმნიან როგორც მოხდა ეს ბულგარეთში და მერე შეიძლება პლებისციტიც კი ჩაატარონ და გამოეყონ საერთოდ საქართველოს“. დავით აქუბარდია, წამყვანი: “23 000 თურქს აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. აი მათ რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ ახლა შემოდგომაზე მონაწილეობა პირველ ადგილზე გავლენ ბათუმში.”
ობიექტივი, ღამის სტუდია, 21 მარტი, 2018 კავკასია, სპექტრი, 15 მარტი, 2017

რეალური სტატისტიკა: 2004-2018

“მითების დეტექტორს” იუსტიციის სამინისტრომ 2004-2018 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სტატისტიკა მიაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ 14 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის არა 25 000 მოქალაქეს, არამედ  3 050-ს მიენიჭა. მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით განხორციელდა. მოქალაქეობის მინიჭების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი რუსეთის შემთხვევაში იკვეთება და ეს ციფრი 21 660-ს შეადგენს.

მოქალაქეობის მინიჭება 4 სხვადასხვა საფუძვლით ხდება:  

  • საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
  • გამარტივებული წესით მინიჭება;
  • საგამონაკლისო წესით მინიჭება;
  • საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

რუსეთის შემთხვევაში  მოქალაქეობის მინიჭების ოთხივე საფუძვლი იყო გამოყენებული. ამავე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ერაყის 2, სირიის 19, ირანის 442 და არაბეთის გაერთიანებული საემიროების 4 მოქალაქეს (იხ. ინფოგრაფიკა).

"

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ რეგულირდება. მოქალაქეობის მინიჭება სხვადასხვა წესით ხორციელდება, კერძოდ:

  • საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება (მუხლი 14) –  მოქალაქეობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში კანონიერად და უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში .გამარტივებული წესით მინიჭებაზე მოქალაქე საჭიროა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის მეთორმეტე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტებს, რომელიც გულისხმობს დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლები.
  • ჩვეულებრივი წესით მინიჭება  (მუხლი 15) – სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვოს ჩვეულებრივი წესით იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული, კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებით დამტკიცდება პირის ძველი მოქალაქეობიდან გასვლა, ხოლო ამის შემდეგ ძალაში შევა პრეზიდენტის ბრძანებულებაც.
  • საგამონაკლისო წესით მინიჭება (მუხლი 17) – საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
  • აღდგენის წესით მინიჭება (მუხლი 18) –  საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც:
  1. საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.
  2. პირს, რომელმაც დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის მე -16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist